დეველოპერების ანტიკრიზისული გეგმა-კომპანიების ნაწილი შიდა განვადებების გადახედვას აპირებს

დეველოპერების ანტიკრიზისული გეგმა-კომპანიების ნაწილი შიდა განვადებების გადახედვას აპირებს

access_time2020-03-13 18:00:07

საქართველოში   შექმნილი მდგომარეობიდან  გამომდინარე,  კრიზისის დაძლევისთვის დეველოპერები ახალ გეგმაზე მუშაობენ.  კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების, გამო სამუშაო დაწესებულებების ნაწილი   დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ნაწილმა კი სამუშაო პროცესი შეაჩერა.  დეველოპერები კლიენტების  ხელშეწყობის მიზნით შიდა განვადების გადავადებაზე მუშაობენ.  

 

დეველოპერულ  კომპანია  „ბინადარის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგა ტალახაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით მოვლენები სწრაფად ვითარდება, ამ დრომდე შიდა განვადების გადავადებაზე არ უმუშავიათ, თუმცა, საკითხის განხილვას აუცილებლად გეგმავენ.


„აუცილებლად ვაპირებთ განვიხილოთ შიდა განვადების საკითხი, საბოლოო პასუხი თუ რას და როგორ გავაკეთებთ, გვექნება ორშაბათს ან სამშაბათს.  ისიც ვიცით, რომ ბინების დიდი წილი ემიგრანტებს აქვთ შეძენილი, ზოგიერთი მათგანი უკვე კარანტინშია და ვერ მუშაობენ, ჩვენ გვესმის მათი, ვითვალისწინებთ მათ მდგომარეობას და ვიმოქმედებთ შესაბამისად.“-ამბობს გოგა ტალახაძე.

 

სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ  მათი კომპანია მიმდინარე მოვლენებს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დააკვირდება და მას შემდეგ დაიწყებს შიდა განვადებების გადავადებაზე  მუშაობას.



„ყველა დეველოპერული კომპანია ინდივიდუალურად გადაწყვეტს საკითხს. თუმცა, მგონია, რომ შიდა განვადების გადავადება მშენებლობის ტემპს შეანელებს. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, ერთი -ორი კვირის შუალედში გაირკვევა, კარანტინი თუ გამოცხადდა, მშენებლობაც შეჩერდება  და განვადებებიც გადაიწევს, მიმდინარე პროცესს დავაკვირდებით და იმის შესაბამისად ვიმოქმედებთ.“-ამბობს არჩილ ჯაყელი.


სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელის თქმით, ბინების ძირითადი შემძენები  ემიგრანტები არიან, რადგან ზოგ ქვეყანაში უკვე კარანტინია გამოცხადებული, კომპანია მათ მდგომარეობას გაითვალისწინებს და იმ ემიგრანტებს, რომლებსაც ბინა მათ მშენებარეში აქვთ შეძენილი, შესაბამის დახმარებას გაუწევთ.“


 როგორც „კომერსანტს“  დეველოპერულ კომპანია „არქიში“ განუცხადეს ისინი ზრუნავენ,  „არქელებზე“  და შესაბამისად განიხილავენ ინდივიდუალურ შემთხვევებს, იმ ქვეყნებში მყოფ „არქელებთან“ დაკავშირებით, სადაც კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შეჩერებულია სამუშაო პროცესი. ასეთი პრობლემის მქონე პირებს კომპანია ხელს შეუწყობს.

 

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო დღეს ქვეყნის რამდენიმე მსხვილმა ბანკმა მომხმარებელს სესხები სამი თვით გადაუვადა.  შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბანკები ინიციატივით გამოვიდნენ, რომ  კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით  ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდი  შესთავაზონ.დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი.


როგორც ცნობილია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი  პანდემიად გამოაცხადა. 


ნათია ლომიძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up