კორონავირუსი ეგვიპტისა და საქართველოს ბაზრებს გახსნის – რუსული მედია

კორონავირუსი ეგვიპტისა და საქართველოს ბაზრებს გახსნის – რუსული მედია

access_time2020-02-11 14:15:16

2020 წლის გაზაფხულზე რუსი ტურისტებისათვის აქამდე ჩაკეტილი მიმართულებები გაიხსნება, საუბარია ეგვიპტესა და საქართველოზე. ამ მიმართულებით აქტიური კონსულტაციები დაწყებულია, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას www.tourprom.ru ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ამ მიმართულებების გახსნის სასარგებლოდ ახალმა კორონავირუსმა იმუშავა. ჩინეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ რუსულმა ტურისტულმა სააგენტოებმა დიდი ზარალი ნახეს და საჭიროა ახალი მიმართულებების გახსნა. “ახალ მიმართულებებად” სწორედ რომ ეგვიპტე და საქართველო მოიაზრება.


ექსპერტთა შეფასებით, ეგვიპტისა და საქართველოს მიმართულებით ჩარტერების დანიშვნაზე ჩინეთის ფაქტორი და კორონავირუსი იმოქმედებს.


შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა შეწყდა.



ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ავიაემბარგო რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ინციდენტის შემდეგ მიიღო, რომელიც 20 ივნისს, ერთ-ერთი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა. რამაც თავის მხრივ ქართველი ხალხის აღშფოთება გამოიწვია და თბილისში ვითარება ისე დაიძაბა, რომ ქვეყნიდან სერგეი გავრილოვის გაპარებაც კი გახდა საჭირო.


საბოლოოდ კი ვლადიმერ პუტინმა ავიაემბარგო გამოაცხადა და ასე გადაწყვიტა საქართველოს “დასჯა”. პირდაპირი ავიამიმოსვლის ოფიციალურ მიზეზად კი რუსეთმა ფრენების არასაკმარისი უსფართხოება და ნავიგაციის წინაშე არსებული დავალიანება დაასახელა.


წყარო: avianews.ge


თეგები:
ტურიზმი



„სმარტი“ წითელ ჯვართან და თბილისის მერიასთან ერთად საზოგადოებას ხანდაზმულთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის საშუალებას აძლევს

„სმარტი“ წითელ ჯვართან და თბილისის მერიასთან ერთად საზოგადოებას ხანდაზმულთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის საშუალებას აძლევს
access_time2020-04-03 11:25:28
„სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში საქართველოს წითელი ჯვრისა და ქალაქ თბილისის მერიის ხანდაზმულთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სპეციალური კუთხეები მოეწყო, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ მათთვის შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საჭიროებების წინასწარ შემუშავებული სიიდან და მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში. აღნიშნული კამპანია „სმარტში“ გუშინ დაიწყო და მასში მონაწილეობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღეს....

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1550 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.1950 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1550 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.1950 ლარი ღირს
access_time2020-04-03 12:30:27
ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1592-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1550-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1813 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1800 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1300 ლარად. „საქართველოს ბანკში“...

„ამ დროს აუცილებლად უნდა დაწესებულიყო 3 თვით ე.წ. საკურსო დერეფანი“- ბადრი ჯაფარიძე სებ-ს და მთავრობას მიმართავს

„ამ დროს აუცილებლად უნდა  დაწესებულიყო 3 თვით  ე.წ. საკურსო დერეფანი“- ბადრი ჯაფარიძე სებ-ს და მთავრობას მიმართავს
access_time2020-04-03 13:00:11
პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსვის“ ერთ-ერთი ლიდერი  ბადრი ჯაფარიძე   მიმართვას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ვალუტის კურსზე მოქმედებს რამდენიმე გარემოება, ერთია ობიექტური, მეორე წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორი, მოლოდინი. ჩვენს მიერ გაჟღერებულ ინიციატივაში სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ლარის რყევა, იქნება ეს ერთი მიმართულებით თუ მეორე მიმართულებით, არის დამაზიანებელი. ამიტომ შევთავაზეთ, ეროვნულ ბანკს და...

გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის ამუშავდება „აგარის შაქარი

გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის ამუშავდება „აგარის შაქარი
access_time2020-04-03 11:51:20
დღეს ჩვენ ფაქტობრივად ორ ფრონტზე ვიბრძვით - პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე - ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დავმარცხდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის...

ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს

ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს
access_time2020-04-03 10:45:33
„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის. ეკონომიკურ გაჯანსაღებას საქართველო 2021 წელს გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს“, — ამის შესახებ, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშში. ADB-ის მთავარი ეკონომიკური გამოცემა — აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 2020 -ის ვარაუდით,...


მსგავსი სიახლეები

up