კორონავირუსი და მისი გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე

კორონავირუსი და მისი გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე

access_time2020-03-17 18:30:26

საკითხავი დრო 5 წუთი

 

მოგესალმებით,

 

შაბათი და კვირა, ისევე როგროც გასული რამოდენიმე კვირა, მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები, მნიშვნელვნად დატვირთული იყო კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული ინფორმაციების გაშუქების თვალსაზრისით. ინფორმაციები ძირითადად საინფორმაციო სახისაა. და როგორც ნებისმიერი ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას.

 

ამ ბლოგში გადავწყიტე მომემზადებინა და თქვენთვის მომეწოდებინა მცირე ანალიტიკური ინფორმაცია, მსოფლიოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშრებით. კერძოდ, საუბარი მაქვს მსოფლიოში იმ მოსალოდნელ ეკონომიკური ვითარებაზე რაზეც, უკვე დანამდვილებით ამ ვირუსს (COVID-19)-ს, ნეგატიური გაველნა აქვს და მომავალშიც ექნება.

 

კითხვა ისმის შემდეგნარიად: რამდენად დიდი და მოცულობითი შეიძლება იყოს მსოფლიო ეკონომიკაზე ვირუსი (COVID-19)-ის გავლენა? მე სტატიაში თავს მოუყრი უკვე ცნობილ ფაქტებს და კონკრეტულ ციფრებს. რაც დიდი ალბათობით დაგვეხმარება რეალურად წარმოვიდგინოთ თუ რა ფენომენთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ვიანიდან ამ ეტაპზე სრული პრობლემის მხოლოდ წარმოდგენაა შესაძლებელი.

 

ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ის რაც შეიძლება მოხდეს ჩვენ შეგვიძლია ვაკონტოლოთ ის

 

მაშ ასე. დავიწყოთ.

 

კვირას, 15 მარტს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მთავრობის წევრებთან ერთად გამართა პრესკონფერენცია, კორონა ვირუსისგან გამოწვეულ, მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით. პრესკონფერენციის ხანგრძლოვობამ გასტანა 15 წუთი მაგრამ, ძრითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი იყო შემდეგი: შეერთებული შტატები და მისი ყველა საჭირო სახელმწიფო უწყება, მზად არის, რომ ქვეყნის მაშტაბით ჩაატარონ მოსახლეობის (COVID-19)-ი ვირუსის ტესტირება, მოცულობით კვირაში 1 მილიონი ტესტი. ტესტირება ჩატარდება როგორც სამედიცინო ცენტრებში, ასევე გაიხსნება სპეციალური პუნქტები (ქვეყნის მაშტაბით 2000 პუნქტი) სადაც ტესტირება ჩატარდება, Drive-In მეთოდით  ეს მოკლე მესიჯი უმნიშვნელოვანესია და ეხლა ავხსნათ რატომ?

 

21 თებერვალს, მას შემდეგ რაც, შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა პირველი ინციდენტი, კორონავირუსით დაავადებული პაციენტის სახით, 21 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით (დაახლოეით 6 კვირაში) შტატების ტერიტორიაზე ჩატარებულია 7695 კორონა ვირუსის (COVID-19)-ის ტესტი. და ინფოიცირებულთა რაოდენობა არის 20 000 (ვინაიდან ყველას ტესტს არ უტარებენ, დაგნოზი დასმულია გამორცხვის მეთოდით, ერთ-ერთი კრიტერიუმია სიმპტომები და 100%-იანი კავშირი ინფიცირებულთან ესეთი პიროვნება ტესტის გარეშე მიჩნეულია ინფიციებულად)

 

დაუკვირდით ერთ გარემოებას. 7695 ტესტის შედეგია ის მონაცემები, რაც შტატების ტერიტორიაზე დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მონაცემების სახით არის ცნობილი 20 000 ინფიცირებული პაციენტი. შემდეგი სლაიდი კიდევ უფრო დაგვაფიქრებს:

 

დიაგრამაზე მოცემულია ინფიცირებული ქვეყნების მონაცემები. მარჯვენა მხარეს მოცემულია ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობა. (წითელი წრეში) და მარცხნივ მოცემულია ჩატარებული ტესტების რაოდენომა 1 მილონ ადამიანზე. (ლურჯი წრე)




ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია ვისჯელოთ შემდეგნაირად: თუ ავიღებთ სამხრეთ კორეას, მოსახლეობით 51,3 მილიონი ადამიანით, სადაც კეთდება ყოველდღიურად 3692 კორონა ვირუსის ტესტი და ჩინეთის პროვინციას Guangdong-ს მოსახლეობით 113,5 მილიონი ადამიანით, სადაც კეთდება 2820 ტესტი. შეგვიძლია ვივარაუდოდა რომ ამ გეოგრაფიული არეალიდან მონაცემები რეალურად ბევრად ახლოს არის, ვიდრე შეერთებული შტატებიდან მოწოდებული ინფორმაცია. შტატაბში 1 მილიონ ადამიანზე დღეში ტარდება 23 ტესტი და ჯამურად ტესტების რაოდენობა რაც კი ჩატარებულა 21 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით შეადგენს 7695-ს. ეს ნიშნავს იმას რომ, დაინფიცირებულთა რაოდენობა მევრად აღემატება რეალურად გამჟღავნებულ რაოდენობას. აქ მონაცემების ფალსიფიკაციასთან არ გვაქვს საქმე. შტატებში უბრალოდ არ იციან დაინფიცირებული მოსახლეობის მასშტაბი. და ეს ძალიან საგულსიხმო ფაქტია.

მიმდინარე კვირიდან შტატებში ჩატარდება დღეში, 1 მილიონი ტესტი და რამოდენიმე თვეში ცნობილი გახდება დაინფიცოებულთა და გარდაცვლილთა რეალურთან მიახლოებული რაოდენობა.

 

თუ ვივარაუდებთ ვირუსის გავრცელების სიჩქარეს ამ დროისთვის მონაცემები საკამოდ დიდი უნდა იყოს შტატების ტერიტორიაზე.

 

ადმინისტრაციის სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა, ტრამპის მიმართვის შემდეგ, გააკეთს განცხადებები და მიმართეს საზოგადოებას შემდეგი მესიჯებით: რომ არ არის საჭირო მთელი თვის საკვებისა და საყოფაცხოვრებო საქონლის შეძენა, მარაგების სახით. რომ,  სარეალიზაციო ობიექტები იქნება ღია. და ობიექტებში მუდმივად იქნება პროდუქტი. მესიჯების შინაარსი იყო მიმართული პანიკის ტემპერატურის დასაწევად.

 

კონტექსტი

 

არსებული პანიკური ვითარება ქვეყნებში გამოწვეულია ვირუსის სწრაფი გავრცელებით და იმით რომ, ამ დროისთვის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქციანა არ არსებობს. ფაქტია რომ ვირუსით ინფიცირებული ადამიანების სიკვდილიანობა ასევე მზარდია.

 

ვირუსით ინფიცირებული ადამიანების ზრდის დინამიკა შემდეგნარიად გამოუყურება. ავიღოთ ახლა არსებული ყველაზე ცხელი გეოგრაფიული არეალი: იტალია და შევადაროთ სამხრეთ კორაში ინფიცირებულთა ზრდის დინამიკას.

 

2 კვირის წინანდელი მონაცემებით. დადგენილი ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა

 


სამხრეთ კორეა 3,500 პაციენტი. იტალია 1,700 პაციენტი

1 კვირის წინანდელი ინფორმაცია

 

სამხრეთ კორეა 6,900პაციენტი. იტალია 7,000 პაციენტი.

15 მარტიის მდგომარეობით.

 

სამხრეთ კორეა 8,500პაციენტი. იტალია 25,000 პაციენტი (ეს კატასტროფული ზრდაა იტალისსთვის)

დინამიკაში ეს მონაცემები შემდეგნაირ ვიზუალს ღებულობს. დააკვირდით დიაგრამას. წითელი ფერი აჩვენებს იტალიაში ინფიცირებულთა ზრდის დინამიკას და ლურჯი ფერი, სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა ზრდის დინამიკას.


რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, მინდა მჯეროდეს, რომ იქ ვითარება მეტად სტაბილურია ვიდრე  დასაშვებია.

 

ნიუ იორკის გუბერნატორი თავის მიმართვაში შეეხო, ნიუ იორკის შტატში არსებულ სპეც კლინიკაში, კორონავირუსით დაავადებლთათვის გამოყოფილ სპეციალურად აღჭურვილ საწოლებს. მისი ინფორმაციით არსებული საწოლების რაოდენობა ამ შტატში არის 3000 ერთეული. მისივე ინფორმაციით 2400 ადგილი უკვე დაკავებულია და მხოლოდ 600 ადგილი არის დარჩენილი.

 

ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ, დიდი ბრიტანეთი მიმართავს კომპანია Ford motors და Rolls Royce-ს დაუმზადონ სპეციალური ტექნიკური მოწყობილობები მათ შორის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და რაც შეიძლება ბევრი.

ამონარიდი Twitter-ის REUTER ის გვერდიდან.


სრული სტატიის სანახავად დააკლიკეთ აქ.

როგორც ჩანს მსოფლიოში დეფიციტს წარმოადგენს ხელოვნური სუნთქვის აპარატები. ამ აპარატების ძირითადი მომწოდებელი იყო აზიის ქვეყნები: ჩინეთი, ტაივანი, კორეა. თვითონ აზის ქვეყნებში დაავადებულთა რაოდენობის კატასტროფული ზრდის გამო, ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე გაზრდილი საჭიროებიდან გამომდინარე და იმ სიტუაციიდან რომ, ამ სახის ვირუსს მთელ მსოფლიო მოუმზადებელი შევდა, შეიქმნა ამ პროდუქტზე დეფიციტი.

 

წარმოიდგონეთ რაოდენ საჭირო გახდა ხელოვნური სუნთქვის აპარატები, რომ ბრიტანეთი თხოვს ავტომწარმოებელ კომპანიებს გადააიარაღონ საწარმოები და დაიწყონ ხელოვნური სუნთქვის აპარატების წარმოება.

 

სპეციალიზირებული საწოლების რაოდენობის გაზრდა შეუძლებელია ამ დეფიციტური მოწყობილობების გარეშე. ნიუ ორკის გუბერნატორს ამ საკითხზე არაფერი უთქვამს. და ამ ორი ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საჭირო რაოდენობის საწოლები პრობლემას წარმოადგენს შეერთბული შტატებისთვის.

 

ეხლა წარმოიდგინეთ შტატების ტერიტორიაზე ჩატარებული ტესტების რაოდენობა და ამ მცირე რაოდენიბის ტესტების შედეგად დადგენილი ინფცირებულთ რაოდენობა რომელც შეადგენს 20 000 პაციენტს. ის ფაქტი რომ მოიმატოს პაციენტების რაოდენობამ მაგალითად მხოლოდ ნიუ ორკის შტატში ეს იქნება კოლაფსი სამედიცინო სისტემის არადა რეალურად გაცილებით მეტი დანფიცირებულია ვიდრე რეალურ მაჩვენებელია.

 

მეორე პრობლემა არის ის, რომ შატებში არ აქვთ პრობლემის რეალური სურათი. ყოველივე ზემოთქმულს თუ დაუკვირდებით და გავაანალიზებთ, ადვილად წარმოსადგენია, რომ მაჩვენებელი გაცილებით უარესია ვიდრე იტალიის შემთხვევაში. დაიგრამაზე ხედავთ შეერთბული შტატებში დაინფიცირებულთა ზრდის დინამიკას. და ეს მაჩვენებელის მიზერული რაოდენობის ტესტების შედეგია (7695 ტესტის შედეგი). როგორ შეიცვლება ეს მონაცემი როცა შტატები დაიწყებს კვირაში მილიონი ტესტის ჩატარებს  ეს ამ ეტაპზე მხოლოდ წარმოსადგენია.


ეს არის ის რაც დადგენილია და დიდი ალბათობით ეს მაჩვენებელი გაცილებით უარესია რეალობაში, გაცილებით.

 

დაუბრუნდეთ იტალიას. დაინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6%-ს შეადგეს, ეს კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელია. ასევე ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ რომ, იტალიაში არჩევენ პაციენტებს ვის უმკურნალონ და ვის არა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სამედიცინო პერსონალი წყვტს და მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს არ უტარებენ მკურნალობას, არასაკმარისი რესურსების გამო. წარმოიდგინეთ ეს რამხელა კოლაფსია სრულიად ქვეყნის და ჯანდაცვის სისტემის.

 

ეს არის ვითარება 15 მარტისთვის ეხლა მინდა რამოდენიმე სიტყვით ავხსნა სავარაუდოდ რა გავლენა ექნება ამ ვირუსს მსოფლიო ეკონომიკაზე.

 

 

 

კორონა COVID-19 ვირუსის გავლენა ეკონომიკურ ვითარებაზე.

 

კვირას, 15 მარტს პრესიდენტ ტრამპის კოფერენციამდე რამოდენიმე წუთით ადრე, პრესკონფერენცია გამართა შეერთებული შტატების სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელმა ჯერემი პოუელმა. და განაცხადა, სარეზერვო ბანკის მიერ, დოლარზე საპროცენტო განაკვეთის დაწევის თაობაზე. ქვეყნის მთვარმა ბანკმა დოლარზე საპროცენტო განაკვეთი 0,75% დან 0%-ამდე დაწია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუსი ფინანსურ სამყაროში.

 

 ჩვეულებრივ ეს არის პოზიტიური ინფორმაცია, ვინაიდან ასეთი ნაბიჯი ჩვეულებრივ ვითარებაში ნიშნავს, დოლარის დიდი მოცულობით ეკონომიკაში ინექციას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკონომიკური სტიმულირებისათვის. არასდროს, სარეზერვო ბანკის არსებობის ისტორიაში არ მომხდარა, რომ მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხი დაანონსებულიყო კვირას, უქმე დღეს.

 

Wall Street-მა ამ ნაჩქარევ ნაბიჯში პანიკის ნიშნები დაინახა, სარეზერვო ბანკი ხედავს ეკონომიკური ზრდის მკვეთრ მუხრუჭს და ჩქარობს. შედეგად ორშაბათს მარკეტის გახსნის შემდეგ ინდექსები S&P500 და DOW. დავარდა 7%-ით შედეგად, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა შეწყდა 15 წუთით. ინდექსების პანიკური ვარდნის თვიდან ასაცილებლად.



დაგრამაზე ხედავთ დოლარზე საპროცენტო განაკვეთის დინამიკას პირველად 0% იანი საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს და ეს მეორე შემთხვვევაა როცა დოლარის საპროცენტო გნაკვეთ 0% ამდე დავიდა. სარეზერვო ბანკი ცდილობს იმოქმედოს სწრაფად.

 

ნიუსის გაჟღერებიდან 19 წუთში ინდექსი S&P500 5% ით დავარდა

 


ეს არის ვითარება რომლიც დიდ პანიკას ქმნის საფონდო ბირჟებზე.

 

ქვეყნის მთავარი ბანკი ცდილობს შეამსუბუქოს ვირუსის შედეგად მოსალოდნელი ეკონომიკური კოლაფსი.

 

თუ დავაკვირდებით სხვა ინფორმაციებს, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ უმსხვილესი კომპანიები, სურათი უფრო ნათელი გამოჩნდება, თუ რას უნდა ველოდოთ. საუბარი მაქვს მთელი მსოფლიოს მაშტაბით, კომპანიების მიერ მიღებული რადიკალური გადაწყვეტილებები.

 

მნიშვნელოვანი ჰედლაინები

 

საუდის არებეთი ხურავს ყველა სავაჭრო ცენტრს, რესტორნებს, კაფეებს. კორონავირუსის გამო, იხილეთ სტატია

შეერთბული შტატები აჩერებს მიმოსვლას დიდ ბრიტენთთან და ირლანდიასთნ. იხილეთ სტატია

საფრანგეთში მიიღეს გადაწყვეტილება ყველა სავაჭრო ცენტრს, რესტორნებს, კაფეებს. დახურვის. იხილეთ სტატია

დანია კეტავს საზღვრებს სრულად იხილეთ სტატია.

კომპანია ნაიკი ხურავს სავაჭრო ობიექტებს სრულად შეერთბულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და ევროპის სამხრეთ ნაწილში.

ეს ნაწილია იმ მყვირალა ჰედლაინების რომელიც შაბათ კვირას  გავრცელდა

 

აპრილის 10 რიცხვისთვის დაიწყება კომპანიების მიერ ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის სეზონი. ყველა მსხვილი კომპანია რომლის აქციებიც კვოტირებს საფონდო ბირჟებზე წარადგენს 2020 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს. გამომდინარე სიტუაციიდან, არ არის რთული მისახვედრი რომ თითქმის ყველა კომპანია წარმოდგენს მოსალოდნელზე ბევრად ცუდ მაჩვენებლებს და ეს კიდევ უფრო ცუდად აისახება საფონდო ინდექსებზე და სრულად ქვეყნების ეკონომიკაზე.

 

ამ მომენტისთვის ეს ვითარება გვაქვს მე კიდევ სიტუაციის შეცვლასთან ერთად ახალ ინფორმაციებს ველოდები.


ჯაბა დიხამინჯია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up