კორონავირუსამდე 40 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა, 2-ჯერ გაიზარდა კრიმინალი - გიორგი ვაშაძე პრემიერს საჯარო დებატებში იწვევს

კორონავირუსამდე 40 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა, 2-ჯერ გაიზარდა კრიმინალი - გიორგი ვაშაძე პრემიერს საჯარო დებატებში იწვევს

access_time2020-09-13 15:45:02

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გიორგი გახარიას კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით სასაუბროდ დებატებში იწვევს და მიმართავს:

„ბატონო გახარია, გიწვევთ დებატებში საქართველოს მომავალზე სამსჯელოდ. თქვენ და თქვენმა გუნდმა 8 წლის მანძილზე, ხაზს ვუსვამ, არც ერთი დაპირება არ შეასრულეთ, რომელიც მიეცით საქართველოს მოქალაქეებს. ტყუილია, როცა ამბობთ რომ თქვენ ზრუნავთ ხალხზე. UNICEF-ის მონაცემებით საქართველოში მშიერი ადამიანების რაოდენობა რეკორდულად მაღალია 8.2%. ყველაზე მაღალი რეგიონში, 3-ჯერ მეტი ვიდრე სომხეთში.

ტყუილია როცა ამბობთ, რომ თქვენი მმართველობის დროს ეკონომიკა წინ წავიდა და თქვენ ზრუნავთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. რეკორდულად შემცირდა თქვენი მმართველობის დროს უცხოური ინვესტიციები, 40000 სამუშაო ადგილი კორონავირუსამდე დაიკარგა, 200 000 სამუშაო ადგილი ახლა დაიკარგა. არაფერს აკეთებთ მცირე და საშუალო ქართული ბიზნესის დასახმარებლად, სამაგიერდო 45 მილიონი ბიუჯეტში მოძებნეთ თქვენი ახლობლების კომპანიებისთვის. რასაც ადასტურებს IDFI-ის, Bellingcat-ისა და საერთაშორისო გამჭირვალობის კვლევები.

ტყუილია, როცა ამბობთ, რომ ზრუნავთ ხალხის უსაფრთხოებაზე. 2019 წელს 2-ჯერ გაიზარდა კრიმინალის მაჩვენებელი, 40000 დამნაშავე დღესაც თავისუფლად დადის, იმიტომ რომ საქმეები გაუმოუძიებელია.


ტყუილია, როცა ამბობთ, რომ ეფექტურად მართავთ კორონავირუსისგან გამოწვეულ სიტუაციას, რადგან ყოვედღიურად დრამატულად იზრდება სამწუხაროდ, ინფიცირებულთა რაოდენობა. დღემდე პრობლემაა მასობრივი ტესტირება, რომელზეც თვეების წინ გესაუბრებოდით და არაფერს აკეთებთ. ისევ და ისევ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელთაც ბანკები ართმევენ ქონებას.

სწორედ ამ ფაქტებით სამსჯელოდ გიწვევთ დებატებში, ისე როგორც ეს მიღებულია თანამედროვე, დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროში.

სად არის თქვენი 2020 წლის გეგმა?





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up