არსებული ინფორმაციით, კორონავირსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირი სპორტსმენია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა. რეგიონში მისი კონტაქტების ნაწილი მოძიებულია.
„ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელიც ამჟამად თბილისში, კლინიკაში იმყოფება, 27 მარტს იმყოფებოდა ჩვენს რეგიონში. რამდენიმე ადგილზე ფიქსირდება მისი კონტაქტები, როგორც ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ასევე, ჩხოროწყუს რაიონში. ყველა ამ კონტაქტების უმრავლესობა უკვე გამოვლენილია და მოქალაქეებს გადავიყვანთ კარანტინში“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ.
არსებული ინფორმაციით, 35 წლის სპორტსმენთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს ანაკლიის საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ. კონტაქტების მოძიება გრძელდება.