კორონა-კრიზისი სიღატაკეში მცხოვრებთა რაოდენობას 150 000 000-ით გაზრდის

კორონა-კრიზისი სიღატაკეში მცხოვრებთა რაოდენობას 150 000 000-ით გაზრდის

access_time2021-01-03 18:00:09

ახალმა კორონავირუსმა 11 თვეში მსოფლიო მასშტაბთ 1.5 მლნ-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს ფაქტი ერთი შეხედვით უკვე საკმარისი პირობაა, რომ მის შესაჩერბლად სახელმწიფოებმა ყველა ხერხს მიმართონ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა. რეგულაციები გარდა იმისა, რომ ზღუდავს მილიარდობით ადამიანის თავისუფლებას, ასევე ზრდის სიღარიბეს, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება.


კორონა-კრიზისი სხვა კრიზისებისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებით გამოირჩევა. პირველი ეს მისი მასშტაბურობაა. ევროპას მეორე მსოფლიო ომის, ხოლო შეერთებულ შტატებს დიდი დეპრესიის შემდეგ მსგავსი არაფერი ახსოვთ. უკანსკნელი 2009 წლის კრიზისის დროს მსოფლიო ეკონომიკა 1.7%-ით შემცირდა. 1973 ნავთობის კრიზისის, 1982 წლის აშშ-ის საბანკო კრიზისისა და 1997 წლის აზიის კრიზისების დროსგლობალური ეკონომიკა მინუსში არ გასულა, სამივე შემთხვევაში მხოლოდ ზრდის ტემპი შემცირდა. 1929-1932 წლებში მსოფლიო ეკონომიკა 15%-ით, ხოლო აშშ-ის ეკონომიკა 26%-ით შემცირდა. მეორე განმასხვავებელი ფაქტორი თავად გამომწვევი მიზეზია. არ ყოფილა გლობალური ომი, არ დარეულა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი, არ დაცემულა აქციათა ფასები... კომპანიები მოთხოვნეის სიმცირის კი არა მთავრობების ბრძანებით დაიხურა. ასევე მთავრობებმა შეუზღუდეს ადამიანებს მუშაობის უფლება და დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების ნაცვლად, როგორც ეს სხვა კრიზისების დროს ხდება ხოლმე #დარჩისახლში კამპანია ამოქმედეს.


რამდენი იქნება ვარდნა 2020-ში და რა მოხდება 2021 წელს რთული სათქმელია და მასზე მტკიცებით ფორმაში საუბარი ნაადრევია. შეუძლებელია თუნდაც იმიტომ, რომ მარტიდან მოყოლებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაკეთებული თითქმის ყოველი მომდევნო პროგნოზი წინაზე უარესი იყო. თავდაპირველი გათვლები ეფუძნებოდა დაშვებას, რომ ზაფხულის სიცხე ვირუსს გაანადგურებდა, რაც არ გამართლდა.სავალუტო ფონდის ოქტომბრის ანგარიშის თანახმად 2020-ის ვარდნა 4.4% უნდა იყოს. უფრო პესიმისტურია მსოფლიო ბანკი, რომელიც 5.2%-იან ვარდნას პროგნოზირებს, რაც პანდემიამდელ არსებულ მოლოდინზე 7.7%-ით ნაკლებია. დანაკარგი $6.7 ტრლნ-ს აჭარბებს.


საქართველო, როგორც განვითარებადისახელმწიფოორნიშნა პროცენტულ ვარდნას თავიდან აიცილებს, თუმცა რეცესიის მასშტაბი, ტურიზმის სექტორის სრული კოლაფსის გათვალისწინებით მაინც უფრო დიდი იქნება ვიდრე სხვა მსგავსი ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ესეც რომ არა, დანაზოგების სიმცირის გამო 4-5 პროცენტიანი ვარდნა ღარიბ სახელმწიფოში მოსახლეობას უფრო მეტ ზიანს აყენებს ვიდრე 10%-იანი ვარდნა მდიდარ ქვეყნებში. სავალუტო ფონდის ბოლო შეფასებით საქართველოში ვარდნა 5% უნდა ყოფილიყო, მაგრამ დეკემბრის ლოკდაუნის გამო 2021 წელს გამოქვეყნებული პირველადი სტატისტიკური მონაცემები პროგნოზზე უფრო მძიმე სურათს აჩვენებს.


მშპ-ს რაიმე X პროცენტული პუნქტით გაზრდა ან შემცირება, არ ნიშნავს იმას, რომ უკლებლივ ყველა მოქალაქის შემოსავალი X პროცენტით იზრდება ან მცირდება. ადამიანთა ნაწილი, როგორც წესი ეკონომიკურად ყველაზე მოწყვლადი ფენა კრიზისების დროს სრულად კარგავს შემოსავალს. ეს ფორმულა მუშაობს საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც.



კარგი ამბები ნეგატიურთან შედარებით ნელა ვრცელდება. ყველამ იცის, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია იზრდება, იჩეხება ტყეები, აფიკაში ბავშვები შიმშილობენ, სირიაში ომია და ა.შ. თუმცა არც თუ ისე ცნობილი ფაქტია, რომ ბოლო 30 წელიწადში უკიდურეს სიღარიბეს თავი 800 მლნ ადამიანმა დააღწია. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად ჯერ კიდე 1981 წელს პლანეტეზე ყოელი 5 ადამიანიდან 2 დღიურად $1.90-ზე ნაკლებს ხარჯავდა (2011 წლის PPP დათვლლით), 2017 წელს მსგავს სიღარიბეში 11-დან 1 ადამიანი იმყოფებოდა.

ბოლო 200 წელიწადში მოხდა ის, რაც არ მომხდარა ცივილიზაციის 6000 წლოვან ისტორიაში არასდროს, აბსოლუტური სიღატაკის მაჩვენებელი 95%-დან 9%-მდე შემცირდა. ასეთ პირობებშიც კი შიმშილითა და არასრულფასოვანი კვებით ყოველწლიურად 8 მლნ ადამიანი იღუპებოდა. 2020 ყველაფერს გაართულებს. ბოლოს გლობალური სიღატაკის მაჩვენებელი 1998 წელს 0.4%-ით 30%-მდე გაიზარდა. 2009 წელს 0.8%-ით 17.6%-მდე შემცირდა. მართალია 1998 წელს მსოფლიო ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა და 2009 წელს 1.7%-ით შემცირდა, მაგრამ 1998 წელს კრიზისის ძირითადად აზიას და რუსეთს შეეხო, 2009 წელს კი უფრო განვითარებულ ქვეყნებს. სიღარიბე ამ დროს ევროპაშიც გაიზარდა, მაგრამ მოსახლეობით 500 მლნ-იანი ევროკავშირის 4.3%-იანი ვარდნა 1.3 მლრდ-იანი ჩინეთის 9.4%-იანმა ზრდამ გადაწონა. 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა 50 მლნ-იან მიანმაში და 8.8%-იანი ზრდა იმ დროს 85 მლნ-იან ეთიოპიაში. ზრდის უწყვეტ 42 წლიან დინამიკას ჩინეთი, ქვეყანა საიდანაც გავრცელდა კოვიდი, წელსაც გააგრძელებს, თუმცა ის უკვე საკმარისი აღარ იქნება ისევ და ისევ მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად 7.8 მლრდ-იან პლანეტაზე დღიურად $1.90-ზე ნაკლები თანხის მომხმარებელთა რიცხვი რეკორდულად 150 მლნ-ით გაიზრდება.ეს უფრო დიდი რიცხვია ვიდრე ცალკე აღებული რუსეთის ან იაპონიის მოსახლეობა უფრო დიდი ვიდრე საფრანგეთისა და ბრიტანეთის მოსახლეობა ერთად.


ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დაახლოებით 115 მლნ ადამიანი, რომლებმაც უკიდურეს გაჭირვებას ცოტა ხნის წინ დააღწიეს თავი, ძველ მდგომარეობაში დაბრუნდება და მათ რიგებს დამატებით 35 მლნ ადამიანი შეემატება. ეს ნიშნავს იმას, რომ სიღატაკის გლობალური მაჩვენებელი 2014 წლის დონეზე ბრუნდება. შედარებისთვის გლობალური ეკონომიკის დონე მკვეთრად შემცირდება, მაგრამ 2017 წლის მაჩვენებელს მაინც გადააჭარბებს. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ კრიზისი ყველაზე მეტად ისედაც ღარიბ ადამიანებს შეეხებათ. ოქტომბრის გათვლები აპრილში გაკეთებულ პროგნოზზე 2-ჯერ მძიმეა და ივნისის კვლევის შედეგებს 60%-ით აღემატება.


უკიდურესი სიღარიბის გარდა, დაახლოებით 260 მლნ-ით იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც დღიურად $1.90-დან $3.20-მდე მოიზმარენ და 220 მლნ-ით იმ ადამიანთა რაოდენობა რომელთა დღიური ხარჯი $3.20-დან $5.50-მდე მერყეობს. საერთო ჯამში ოქტომბერში გაკეთებული პროგნოზით 630 მლნ ადამინი კორონა-კრიზისის შედეგად საღატაკეში, ან უკეთეს შემთხვევაში სიღარიბეში ამოყოფს თავს. უკიდურესი სიღარიბის ზრდის 90%-ზე მეტი აზიასა და აფრიკაზე მოდის, უფრო კონკრეტულად სამხრეთ აზიასა და სუბსაჰარულ აფრიკაზე.

კოვიდით 11 თვეში 1.5 მლნ ადამიანი გარდაიცვალა, ზუსტად ამდენი ბავშვი იღუპება სიღარიბით ყოველ 3 თვეში. უახლოესი მომავალი უარესი სურათის წინაპირობაა. პანდემია ეკონომიკას დარტყმას ლოკდაუნების გარეშეც მიაყენებდა, თუმცა არა ამ ზომის დარტყმას.


რამ აიძულა განვითარებული მსოფლიო საკუთარი მოქალაქეებისთვის ფუნდამენტური უფლებები შეეზღუდა და ეკონომიკისთვისაც ძალიან ძლიერი დარტყმა მიეყენებინა? გარკვეულწილად ლოკდაუნის ეფექტი მდიდარ ქვეყენაში უფრო მაღალია. მაღალი პროცენტული ვარდნის მიუხედავად, დანაზოგებისა და საბიუჯეტო დახმარებების ხარჯზე ულუკმაპუროდ დარჩენილ ადამიანთა რაოდენობა დრამატულად არ იზრდება. გლობალიზაციის გავლენითა და ასევე გადაწყვეტილებების უაპელაციო კოპირებით, მოტივით - „ევროპაში ასეა და სწორი იქნება“ ღარიბი სახელმწიფოები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. ოპტიმისტური სცენარითაც კი 2019 წლის დონეზე დაბრუნება 2021 წელს უკვე გამორიცხულია. საუკეთესო შემთხვევასი ეს 2022 წელია, თუმცა რიგი დარგები ისეთი როგორებიცაა ტურიზმი და ავიაცია შესაძლოა 2025 წლამდე ვერ აღდგეს.


ყველა კოვიდინფიცირებულის აღრიცხვა ვერ ხერხდება ვერც საქართვეწლოსი და ვერც დანარჩენ მსოფლიოში. გარდაცვალების შემთხვევაში აღრიცხვიანობის სიზუსტე გაცილებით უფრო მაღალია. პანდემია ადრე თუ გვიან დასრულდება და გავიგებთ თუ რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მას. ასობით მილიონი და შესაძლოა მილიარდზე მეტი ადამიანი Worldometers.info-ს დღეში რამდენჯერმე არეფრეშებს. უშუალოდ კოვიდისგან განსხვავებით არასდროს გვეცოდინება იმ ადამიანთა ზუსტი რაოდენობა რომლებიც კოვიდრეგულაციების შედეგად შიმშილით ან არასრულფასოვანი კვებით, წამლის საყიდელი ფულის უქონლობით ან დაგვიანებული მკურნალობით, გაზრდილი კრიმინალითა და გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის ან სოციალური კონტაქტების შემცირების შედეგად გამოწვეული გულის შეტევითა თუ სუიციდის ფაქტებით. მათზე მხოლოდ მიახლოებით შეგვეძლება ლაპარაკი.

 

გიორგი ელიზბარაშვილი


თეგები:
სიღატაკე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up