კორნელი კაკაჩია: თუ გავითვალისწინებთ ავტორების წონას, ეს წერილი საკმაოდ  ცუდი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ

კორნელი კაკაჩია: თუ გავითვალისწინებთ ავტორების წონას, ეს წერილი საკმაოდ ცუდი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ

access_time2020-05-16 16:50:35

თუ გავითვალისწინებთ, როგორც ამ წერილის ავტორების წონას ამერიკის შიდა პოლიტიკაში, ასევე ზოგადად, ამერიკის წონას საერთაშორისო პოლიტიკაში, უნდა ჩავთვალოთო, რომ ეს წერილი საკმაოდ ძლიერი და ცუდი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამით კაკაჩია გამოეხმაურა აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენების მიერ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსადმი წერილით მიმართვას, სადაც საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

ექსპერტის შეფასებით, დღეს საქართველოში აღარავის სჯერა, რომ დასავლეთიდან მწვავე განცხადებების მიზეზი კომუნიკაციის ნაკლებობაა. კორნელი კაკაჩიას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრობლემა გახდა როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

„თუ გავითვალისწინებთ როგორც ამ წერილის ავტორების წონას ამერიკის შიდა პოლიტიკაში, ასევე ზოგადად, ამერიკის წონას საერთაშორისო პოლიტიკაში, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს წერილი საკმაოდ ძლიერი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების განცხადების უკან დგას ფაქტები, რომლის შესახებ მათ იციან, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი დონის სენატორები და კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლების მიმართ ასეთ მკვეთ და ღია განცხადებებს არ გააკეთებდნენ. საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არის საკმაოდ ცუდი მესიჯი, მითუმეტეს, საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ხელისუფლების რუპორები - დაწყებული მათი ტელევიზიებით და ექსპერტებით - ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პროდასავლური კურსი და მზად არიან განაგრძონ რეფორმები, რომლის მთავარი მიზანი ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებაა. სწორედ ამის საწინააღმდეგოა, რაც ამ წერილშია მოცემული.

დღეს საქართველოში აღარავის სჯერა, რომ ეს მწვავე განცხადებები კომუნიკაციის ან კვალიფიკაციის ნაკლებობის გამოა. „ქართულ ოცნებასაც“ ჰყავს საკუთარი ლობისტები, მაგრამ ძირითადი პრობლემა ეხება სიმართლეს. ფაქტია, რომ ზოგადად საქართველოში ხელისუფლებებს ყოველთვის უჭირდათ ხელისუფლებასთან განშორება, ეს ეხება როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ქართულ ოცნებას“. სწორედ ეს მომენტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც ამ ფონს ქმნის. „ქართული ოცნება“, რომელიც წინა ხელისუფლებას სამართლიანად აკრიტიკებდა ქვეყნის ავტორიტარულად მართვის გამო, ბოლოს სწორედ იმ შედეგებამდე მივიდა, რის წინააღმდეგაც თავად იბრძოდა. ანუ თვითონ ეს ხელისუფლება გახდა პრობლემა, როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის,“ - განაცხადა კაკაჩიამ.


ექსპერტის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება დემოკრატიული წნეხის დაძლევა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

„გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდ19-ის გამო შექმნილ კრიზისს საქართველომ მეტ-ნაკლებად კარგად გაართვა თავი, იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს, „ქართული ოცნება“ გარკვეული უპირატესობით სარგებლობს, მაგრამ ბოლო კვირებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება დემოკრატიული წნეხის დაძლევა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ფაქტია, რომ ნარატივების ბრძოლა „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია წააგო როგორც ევროპაში, ისე შეერთებულ შტატებში,“ - განაცხადა მან.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up