კორნელი კაკაჩია: მეფე თვითონ არის შიშველი და მთავრობის ცვლილებები არაფერ შუაშია

კორნელი კაკაჩია: მეფე თვითონ არის შიშველი და მთავრობის ცვლილებები არაფერ შუაშია

access_time2018-06-13 20:27:41

თსუ-ის პროფესორი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ პირველად აღმოჩნდა ასეთი რთული გამოწვევის წინაშე. ამიტომ, მათ გარკვეული წყობის დანგრევა მოუწია და ამას ამ შემთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი შეეწირა.


ასე გამოეხმაურა კორნელი კაკაჩია „აიპრესთან“ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომას.


„ქართული ოცნება“ მისი მმართველობის დროს პირველად დადგა გამოწვევის წინაშე. მათ ასეთი გამოწვევა არ ჰქონია არასდროს, რაც ბოლო პერიოდის მოვლენების ფონზე ჰქონდა. ამას ემატება ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. იზრდება უკმაყოფილება ხელისუფლებისა და მისადმი გატარებული პოლიტიკისადმი. მთლიანობაში ამან შექმნა გარკვეული კრიზისული სიტუაცია.


ბუნებრივია „ქართული ოცნების“ ლიდერებს მოუწიათ გარკვეული წყობის დანგრევა, ვიღაცა უნდა შეწირვოდა ამას. „ოცნება“ არ იტყვის, რომ ჩვენი ხედვაა მცდარიო. ბუნებრივია ვიღაცისთვის უნდა შეეწმინდათ ხელი და ახლა ეს აღმოჩნდა კვირიკაშვილი. როგორც მან თავის გამოსვლაში თქვა, აზრთა სხვადასხვაობაა. ეს ნიშნავს, რომ მას დაუპირისპირდა პარტიის საკმაოდ დიდი ნაწილი. „ქართული ოცნება“ ახალი სისხლის მოლოდინშია. იმედი აქვთ, რომ ეს განმუხტავს იმ სიტუაციას, რაც ქვეყანაშია, მაგრამ ეს ასე ადვილი არ იქნება. მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრა შეუძლებელია.



სისტემური ცვლილებების განხორცილება კი ძალიან რთული იქნება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც „ქართულ ოცნებას“ რადიკალური ნაბიჯების შიში აქვთ. ესეც ერთ-ერთი დამაბრკოლებელი იქნება იმისათვის, რათა ის ნაბიჯები გადაიდგას, რასაც მისგან საზოგადოება ელოდება“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.


პოლიტოლოგი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზეც საუბრობს. კითხვაზე, ქუცნაშვილის განცხადება, რომ მას ივანიშვილი ასეთი გაბრაზებული არასდროს უნახავს. ეს იმის მინიშნება ხომ არ იყო, რომ მწვავე კამათი ჰქონდათ ივანიშვილსა და კვირიკაშვილს? - პასუხობს:

„კი, ასეცაა. ბიძინა ივანიშვილი აქამდე უფრო კომფორტულ სიტუაციაში იყო, როდესაც არავითარი პოლიტიკური ხელისუფლება არ ჰქონდა და რეალურად ამას არაფორმალურ მმართველობას ეძახიან. საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ ის იძულებული გახდა ფორმალური თანამდებობა მიეღო. ამას ისიც დაემატა, რომ მან ამით გადაარჩინა „ოცნება“ გახლეჩვას. ვინაიდან ეს ბზარი პარტიაში არსებობდა. მაგრამ, ეს პარტია არ არის მონოლითური და განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები იმყოფებიან. ივანიშვილის ფაქტორი რომ ჩამოვაცილოთ, პრაქტიკულად ეს პარტია დაშლისაკენ არის განწირული. აქამდე იყო ლეგენდა, რომ მეფე თვითონ კეთილია და მსახურები ვერ აკეთებენ საქმეს, მაგრამ თანდათანობით საზოგადოება მიდის იქამდე, რომ მეფე თვითონ არის შიშველი და მთავრობის ცვლილებები არაფერ შუაში არ არის. ივანიშვილსაც მაგ სცენარის ეშინია“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ "აიპრესთან".


ipress





ტურისტებმა საქართველოში, ივლისში რეკორდული თანხა - 431 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს

 ტურისტებმა საქართველოში, ივლისში რეკორდული თანხა - 431 მილიონი  აშშ დოლარი დახარჯეს
person access_time2018-08-16 15:00:26
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ივლისში საქართველოში მყოფმა უცხოელმა ვიზიტორებმა რეკორდული რაოდენობის თანხა - 431 მილიონი დოლარი დახარჯეს. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში დანახარჯები  379 მილიონს შეადგენდა. აქამდე ტურიზმიდან თვეების განმავლობაში 400 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი საქართველოს  არ...

43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 4 არის შესრულებული- სასტუმრო „ველმონდი“ ხვალ დაილუქება

43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 4 არის შესრულებული- სასტუმრო „ველმონდი“  ხვალ დაილუქება
person access_time2018-08-16 13:58:30
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდის”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. „კომერსანტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური,...

ოქროს მომპოვებლები: საქართველოს 8 რეგიონში ძვირფას მეტალს 15 კომპანია ეძებს

ოქროს მომპოვებლები: საქართველოს  8  რეგიონში ძვირფას მეტალს 15 კომპანია ეძებს
person access_time2018-08-16 10:30:27
საქართველოში ოქროს დაცული...

სებ-ის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10%-ით, 2019 წელს კი 15%-ით გაუფასურდება

სებ-ის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10%-ით, 2019 წელს კი 15%-ით გაუფასურდება
person access_time2018-08-16 11:00:19
...

რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთში რკინიგზა აუცილებლად ამოქმედდება, უნდა ეს საქართველოს თუ არა

 რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთში რკინიგზა აუცილებლად ამოქმედდება, უნდა ეს საქართველოს თუ არა
person access_time2018-08-15 20:00:00
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმას რაულ ხაჯიმბამ რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ ინტერვიუ მისცა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up