კოპენჰაგენი ბათუმში - „სოკარის“ ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგი გრძელდება

კოპენჰაგენი ბათუმში - „სოკარის“ ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგი გრძელდება

access_time2019-07-27 12:41:12

ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით კომპანია „სოკარი“ კრეატიულ კამპანიას განაგრძობს. 25 ივლისს ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე კიდევ ერთი რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური გაიხსნა. როგორც სხვა ავტოგასამართი სადგურები, ახალიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში გამოგზაურებთ. სადგურის ვიზუალური გაფორმება ქალაქ კოპენჰაგენისთვის დამახასიათებელ ელემენტებს შეიცავს. ჭრელი სახლები, გემები და ვიწრო არხები სადგურის დიზაინში დანიის ყველაზე პოპულარული ბრენდის, „ლეგოს“ ელემენტებითაა გამოკვეთილი.


განახლებული ავტოგასამართი სადგურის გახსნას სპეციალურად მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ადგილზე გამოფენილი იყო უკვე რებრენდირებული სადგურებისა და დაგეგმილი პროექტების ამსახველი ფოტომასალა. სტუმრებს ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა, ლევან გიორგაძემ უმასპინძლა.
ბათუმში, კოპენჰაგენის ავტოგასამართ სადგურზე ნებისმიერი სახის მაღალი ხარისხის საწვავის მიღების გარდა, ელექტრომობილების დატენვასაც შეძლებთ. სადგურზე 2 სწრაფი და 1 ჩვეულებრივი დამტენია დამონტაჟებული.


კოპენჰაგენი „სოკარის“ მეხუთე რებრენდირებული სადგურია. დანარჩენი 4 განახლებული სადგური რომში, ამსტერდამში, ბუდაპეშტსა და გლაზგოში გამოგზაურებთ. ავტოგასამართი სადგურების გაფორმებაზე ცნობილმა დიზაინერებმა იმუშავეს.
„სოკარის“ კრეატიული კამპანია ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უკავშირდება. UEFA-ს ინიციატივით, ეს ჩემპიონატი გლობალურად აღინიშნება და ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. გლობალურ ღონისძიებებში კომპანია „სოკარიც“ ჩაერთო.


კამპანიის ფარგლებში, მთლიანობაში 11 ავტოგასამართი სადგურის ახლებურად გაფორმებაა გათვალისწინებული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების, რომის, ამსტერდამის, გლაზგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებითა და ღირშესანიშნაობებით. ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის წარმოჩენისგან თავს იკავებს. 2020 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილი კამპანია 2019 წლის დეკემბერში სრულდება.



„სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს.


R





19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება
access_time2020-10-19 19:30:29
როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.   ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.   საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის...

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს
access_time2020-10-19 17:30:07
ავიაკომპანია „აირ ჯორჯიამ“ შესაძლოა, დაბალბიუჯეტიანი ფრენები დაიწყოს. როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ხვალ შემოვა, მეორე კი დაახლოებით, 1 თვეში.   გიორგი კოდუას თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ქართული დაბალბიუჯეტანი ავიაკომპანია, რომელიც კონკურენციას Wizz Air-ს გაუწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო...


მსგავსი სიახლეები

up