კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს მიწის ნაკვეთები გადაეცემათ და ინვესტორს თავად მონახავენ

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს მიწის ნაკვეთები გადაეცემათ და ინვესტორს თავად მონახავენ

access_time2018-05-18 11:38:50


 კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ნაწილს საცხოვრებელი ფართები საბურთალოზე - მარიჯანის ქუჩის, ხოლო დიდ დიღომში დემეტრე თავდადებულის 2 ნომრის მიმდებარედ გადაეცემათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში განუცხადეს. 



სააგენტოს ინფორმაციით, დიდ დიღომში, საცხოვრებელი ფართით 17 ოჯახი დაკმაყოფილდება, ხოლო საბურთალოზე ბინას 10 ოჯახი მიიღებს. 


„ბინებს მიღებენ 606 და 627 კოოპერატივების წევრები, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართების შესყიდვისთვის თანხები უკვე გადახდილი აქვთ. მათ გადაეცემათ მიწის ნაკვეთები და ინვესტორს თავად მონახავენ. ახალი წესის თანახმად, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება და შეირჩევა ინვესტორი“, - აცხადებენ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში. 



სააგენტოს განმარტებით, ჯამში, თბილისის მასშტაბით 3135 ოჯახი დაკმაყოფილდება. 




ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ ორი დღის წინ გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულია 3000-ზე მეტი ოჯახი, თუმცა, პირველ ეტაპზე მხოლოდ 800-ის დაკმაყოფილება მოხდება, მომდევნო წლების განმავლობაში კი პრობლემა სრულად მოგვარდება. მისივე განცხადებით, მოძიებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთები, თუმცა, მერია მიწის ნაკვეთების შერჩევას გააგრძელებს. 



მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ყველაზე დაბალი სოციალური სარეინტინგო ქულების მქონე ოჯახები დაკმაყოფილდება. სოციალური სარეიტინგო ქულების დადგენა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური აგენტების მეშვეობით, დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე. დაზარალებულ პირთა იმ ნაწილს, რომელსაც არ გააჩნია სოციალური ქულა, შეუძლიათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს და დადგენილი წესით მოხდება მათთვის შესაბამისი სოციალური სარეიტინგო ქულის დადგენა. 


ipn

 




საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up