კონტრაქტორი კომპანიის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ქუვეითის ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები იცვლება

კონტრაქტორი კომპანიის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ქუვეითის ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები იცვლება

access_time2022-12-05 10:45:45

საკანონმდებლო ორგანოში არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის სასესხო ხელშეკრულების ცვლილებაზე მსჯელობენ. ცვლილება სესხის თანხის გამოთხოვის ბოლო ვადად  2021 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2025 წლის 31 დეკემბერის განსაზღვრას ითვალისწინებს.



როგორც ცნობილია, საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს (KFAED) შორის 2017 წლის 17 იანვარს ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთის (ხულო-გოდერძის მონაკვეთი) პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული ითვალისწინებდა ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას. პროექტი ასევე მოიცავდა 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟე სისტემების მოწყობას და ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს. პროექტის განხორციელების მიზნით KFAED-ის მიერ გამოყოფილ იქნა 8,000,000 ქუვეითური დინარის (დაახლოებით 26.5 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის ფინანსური რესურსი სესხის სახით.  სასესხო ხელშეკრულების მიხედვით სესხის ფარგლებში თანხის გამოთხოვის ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2021 წლის 31 დეკემბერი.



თუმცა, როგორც ირკვევა, კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო იძულებული გახდა, სასესხო ხელშეკრულებების ცვლილება მოეთხოვა.



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულო- გოდერძის უღელტეხილის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას (Todini Construzioni General S.p.A) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2020 წლის 6 მარტს შეუწყდა ხელშეკრულება.



სამუშაოების დაწყების გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, დეპარტამენტის წინადადებით და KFAED-ის თანხმობით, პირველი ლოტიდან გამოიყო საწყისი 5 კმ-იანი მონაკვეთი და დაფინანსების წყაროდ განისაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტი (კონტრაქტის ღირებულება – 14,581,880 ლარი), ხოლო სამუშაოების დასრულების თარიღად - 2021 წლის 11 დეკემბერი. შესაბამისად პროექტით გათვალისწინებული 29 კმ-იანი გზის ნაცვლად ფონდიდან აღებული სესხი 24 კმ-ის რეაბილიტაციას მოხმარდება. 




გამოცხადებული ხელახალი ტენდერის შედეგად, 2020 წლის 9 ოქტომბერს ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია „Sinohydro Corporation - Limited-თან (კონტრაქტის ღირებულება 57,177,829,25 ლარი (დაახლოებით 5,455,066.90 ქუვეითური დინარი), საიდანაც KFAED-ის დაფინანსების ოდენობა 4,242,932.55 ქუვეითური დინარია. სამუშაოების დაწყების თარიღი იყო 2021 წლის 20 იანვარი, ხოლო დასრულების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 19 იანვარი. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების დასრულების შემდეგ, დეფექტების შეტყობინების ვადა შეადგენს 730 დღეს (2025 წლის 18 იანვარი).



პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საჭიროა განხორციელდეს ცვლილება სასესხო ხელშეკრულებაში და სესხის ფარგლებში თანხის გამოთხოვის ბოლო ვადად განისაზღვროს 2025 წლის 31 დეკემბერი, ასევე, სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დანაზოგის გაუქმება (2,300,000 ქუვეითური დინარი (დაახლოებით 7.4 მლნ აშშ დოლარი)). იმავდროულად საჭიროა გასწორდეს სასესხო ხელშეკრულების „დანართი 2“ და  ნაცვლად 29 კმ-იანი მონაკვეთისა მიეთითოს 24 კმ-იანი მონაკვეთი, ხოლო პროექტის დასრულების ვადად უნდა განისაზღვროს 2024 წელის ბოლომდე.



პირველი ლოტის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 10,564,518.38 ლარს (1,007 910.85 ქუვეითური დინარი). აღნიშნული თანხა აღემატება სესხიდან საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტში გამოყოფილ თანხას (720,000 ქუვეითური დინარი).



საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტში არსებული დეფიციტის დაფინანსების წყაროდ განსაზღვრული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტი. ამ ყოველივედან გამომდინარე, პირველი კატეგორიის ქვეშ რჩება დაახლოებით 2.5 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობით დანაზოგი. ამის გარდა, ასევე არსებობს სესხის ფარგლებში გათვალისწინებული 400,000 ქუვეითური დინარი გაუნაწილებელი გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის.



ამასთან, სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების კომპონენტში შემდგომში კურსთა შორის სხვაობა, დამატებითი სამუშაოების საჭიროება, ან სხვა დამატებითი ხარჯი და საკონსულტაციო მომსახურებაზე გამოყოფილ თანხასა და საზედამხედველო მომსახურების ფაქტობრივ ხარჯს შორის სხვაობის დაფარვა განხორციელდება საბიუჯეტო სახსრებით დეპარტამენტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.



აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 სექტემბრის N1740 განკარგულების საფუძველზე, 2022 წლის 28 სექტემბერს ხელი მოეწერა „2017 წლის 17 იაწვრის „საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის სასესხო ხელშეკრულების „ბათუმი-ახალციხის გზის პროექტი (ხულო-გოდერძის მონაკვეთი)“ ცვლილების შეთანხმებას, რაცა ახლა პარლამენტის მხრიდან რატიფიცირება სჭირდება. 



თეგები:
სესხი გზა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up