„კონტი ჯგუფის“ საქართველოდან გასვლის შემდეგ დაპაუზებული კიდევ ერთი პროექტი - თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა გადაიდო

„კონტი ჯგუფის“ საქართველოდან გასვლის შემდეგ დაპაუზებული კიდევ ერთი პროექტი - თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა გადაიდო

access_time2019-09-13 14:00:21

უმსხვილესი ამერიკული კომპანია “კონტი ჯგუფის“ საქართველოდან გასვლის შემდეგ პრობლემა თბილისში უმაღლესი სამედიცინო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობასაც შეექმნა. როგორც ცნობილია, ახალი ჰოსპიტალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო. პროექტს ერთობლივად ახორციელებდნენ კომპანია „თიბისი ჰოლდინგი, „კონტი ჯგუფი“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი (აიეტი). ჰოსპიტალში 400 ადამიანის დასაქმება და 55 მილიონი აშშ დოლარის განხორციელება იგეგმებოდა.



როგორც დღეს ჰოსპიტალის ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი ტვილდიანი „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, პროექტის განხორციელება გაურკვეველი ვადით შეჩერდა. მისი განცხადებით, პროექტი სამომავლოდ აუცილებლად განხორციელდება, თუმცა, როდის, უცნობია.



როგორც დიმიტრი ტვილდიანი აცხადებს, პროექტში ფულს გერმანიის ერთ-ერთი ბანკიც დებდა გამომდინარე იქიდან,რომ გარანტორი „თიბისი ჯგუფი“ იყო. ჰოსპიტალის მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში უნდა დაწყებულიყო,ოპერირებას კი ტენდერის საფუძველზე შერჩეული ამერიკული Innova Health Management-ი მოახდენდა.



პროექტი 2014 წელს დაანონსდა. მაშინ ითქვა, რომ 150 საწოლზე გათვლილ ამერიკული სტანდარტების მრავალპროფილიან ჰოსპიტალში უნდა დანერგილიყო JCAO უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები, რომელსაც  საქართველოში. ანალოგი არ აქვს



ჰოსპიტალში სამუშაოდ მოწვეულნი უნდა ყოფილიყვნენ ამერიკაში ლიცენზირებული ქართველი ექიმები. მის ბაზაზე, სამედიცინო ინსტიტუტ „აიეტისა და აშშ-ს წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მონაწილეობით, ჩამოყალიბდებოდა და განვითარდებოდა სასწავლო-სამედიცინო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობდა სამედიცინო დარგის პროფესიონალთა ქსელის გაფართოებას.



დიმიტრი ტვლიდიანი 2014 წლის აგვისტოში „კომერსანტთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ჰოსპიტალში  ფასები არსებულთან დაახლოებით 50 პროცენტით ძვირი იქნებოდა.


„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფო აფინანსებს ძირითად ნაწილს ამ ხარჯებისას, მოსახლეობის 90 პროცენტს ექნება საშუალება, რომ ჩვენი მომსახურება მიიღოს. ჩვენი მომსახურება იქნება რამდენიმეჯერ იაფი ვიდრე ევროპაში, თუმცა ცოტა უფრო ძვირი, ვიდრე საქართველოში.“  აცხადებდა ტვილდიანი.



მისი თქმით, გაკეთდა სპეციალური კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ როდესაც ქართველები საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიდიან, ძირითადად მიდიან იმიტომ, რომ ეძებენ ხარისხს. ამერიკული ჰოსპიტლის გახსნის წინაპირობაც ეს გახდა.



„როდესაც ჩვენთან ამერიკიდან ექიმებს მოვიწვევთ,  თავის კლინიკასთან ყველას კავშირები ექნება. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩავერთოთ ქსელებში, რომელიც მოგვცემს საშუალებას,რომ საჭიროების შემთხვევაში გადასანერგი ორგანოებიც ჩამოვიტანოთ და შევეცდებით, რომ პაციენტები სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გავუშვათ.ჰოსპიტალი ფართო პროფილის იქნება. აუცილებლად, იქნება თერაპიაც, მეანობა-გინელოკოლგიაც, ქირურგიაც, პედიატრიაც, ონკოლოგიაც, დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული მომსახურებაც და იქნება პოლიკლინიკური მომსახურებაც“,-აცხადებდა ტვილდიანი.



რაც შეეხება „კონტი ჯგუფს“,ის საქართველოში, კონკრეტულად ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი აქციონერი იყო -42%-იანი წილის მფლობელი.რა გახდა ამერიკული მხარის მიერ ჯგუფის დატოვების მიზეზი, კონსორციუმში მაშინ არ ასახელებდნენ.


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შედიან: TBC Holding-ი (საქართველო), ამერიკული Conti International-ი (რომელმაც ჯგუფი უკვე დატოვა), SSA Marine-ს (აშშ), British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd.-ი (ბულგარეთი).


5 აგვისტოს „ანაკლიის კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის თანამდებობი დატოვეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. „ანაკლიის კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოში აშშ-ს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი ასრულებს.


სოფო ქსოვრელი 






ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up