კონსერვატორიიდან ბიზნესში – "მცირე ბიზნესისთვის სასტარტო კაპიტალზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს"

კონსერვატორიიდან ბიზნესში – "მცირე ბიზნესისთვის სასტარტო კაპიტალზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს"

access_time2017-01-25 17:00:23

„კომერსანტის" დღევანდელი რესპოდენტი 20 წლის ნუცა ციმაკურიძეა, რომელიც კონსერვატორიაში კლასიკური ვოკალის განხრით სწავლობს. ნუცას მომავალი პროფესიისგან სრულიად განსხვავებული პროფილის მქონე მცირე ბიზნესი აქვს წამოწყებული. კერძოდ, 2016 წელს მან ოჯახის დახმარებით საცხობი „ხაჭაპურიcation" დააფუძნა. ახალგაზრდა ბიზნესმენი საცხობის განვითარებასთან ერთად საკონდიტრო პროდუქციის გაყიდვაზეცაა ორიენტირებული.

 


„რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა პროდუქციის ფასებზე ვართ დამოკიდიებულები, თუმცა მიუხედავად ამისა, ხაჭაპურიCation-ში ფასები არ გაზრდილა. მინდა, რომ გაყიდვების მზარდი რაოდენობით გაძვირებას თავი ავარიდოთ. ჩვენი პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს." - ამბობს ნუცა ციმაკურიძე „კომერსანტთან" საუბრისას.

 

 

– საინტერესოა, რატომ შეარჩიეთ ორენოვანი სახელწოდება "ხაჭაპურიCation"?

 

– „ხაჭაპურიcation" - ყველაფრის გახაჭაპურებას ნიშნავს. მოგეხსენებათ ქართველები და ასევე უცხოელი სტუმრები ქართულ სამზარეულოს დიდ უპირატესობას ანიჭებენ, ხაჭაპური ყველაზე დიდ მოწონებას იმსახურებს. ამჟამად ჩემი მიზანი არის ის, რომ ჩემს მიერ დაფუძნებული ბრენდი „ხაჭაპურიcation" მოთხოვნადი გახდეს და მისი ცნობადობა ამაღლდეს. ნებისმიერი ადამიანი ხაჭაპურის გახსენებაზე ჩვენთან უნდა რეკავდეს, რადგან ჩვენ ხაჭაპურს სიყვარულით ვამზადებთ და ის საუკეთესოა.

 


– რადგან ცნობადობაზე საუბრობთ, გვიამბეთ თავდაპირველად როგორ გააცანით თავი მომხმარებელს?

 

– თავდაპირველად გამიჩნდა იდეა, რომ მხოლოდ გამოძახების სერვისით მემუშავა. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ ფართი, რომელიც ნაქირავები მაქვს მაღაზიის გაკეთების საშუალებას არ იძლეოდა. თუმცა ფართის ოპტიმიზაცია მაინც მოვახდინე და ძალიან პატარა მაღაზიაც გავაკეთე. უბანი არ არის ხალხმრავალი, თუმცა მცირე შემოსავალი ადგილზე გაყიდვებით მაინც გვაქვს.

 


– კონსერვატორიის სტუდენტი ხართ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ გაგიჩნდათ "ხაჭაპურიcation"-ის შექმნის იდეა და რა იყო თქვენი მიზანი?

 

– ყოველთვის მიყვარდა ქურასთან დგომა და ექსპერიმენტების ჩატარება. 2015 წლის ნოემბერში ოჯახთან ერთად საფრანგეთში კერძოდ, კი პარიზში ვიყავი. მოგეხსენებათ, იქაური პატარა ზომის საკონდიტროები და საცხობები მრავალფეროვანი პროდუქციითაა წარმოდგენილი. ვიფიქრე, თბილისში ასეთივე პატარა საცხობს გავაკეთებდი. დავარეგისტრირეთ კომპანია, ვიქირავეთ ფართი და მოვაწყვეთ საცხობი. ჩვენ საკინდიტრო პროდუქცია მაღაზიებს შევთავაზეთ და მათაც ძალიან მოეწონათ. საკონდიტრო ნაწარმს Le Petit Paris-ის სახელით ვყიდით სხვადასხვა ცნობილი სუპერმარკეტების ქსელში. თებერვლიდან გვსურს, უფრო მეტად გავაფართოვოთ დისტრიბუცია.

 

რა შეეხება ხაჭაპურს, მომხმარებლებისგან ამ დროის განმავლობაში მასზე სულ ვიღებდით შეკვეთებს, ამიტომ ხაჭაპური მალევე გახდა ჩვენი ძირითადი პროდუქცია. ის ისე მოეწონათ მყიდველებს, რომ შეკვეთების რაოდენობა ორ კვირაში გაათმაგდა. ამჟამად გვირეკავენ ყველა უბნიდან და გარდა ქართველებისა ჩვენი ხაჭაპური უცხოელებშიც დიდ მოწონებას იმსახურებს. ასევე საკმაოდ პოპულარულია ჩვენი ლობიანი.

 

– ძალიან ახალგაზრდა ხართ იმისათვის, რომ საკუთარი ბიზნესი შეგექმნათ, საინტერესოა, იდეის განხორციელებაში ვინ დაგეხმარათ და თავდაპირველად რა სახის ინვესტიცია ჩადეთ ბიზნესის წამოსაწყებად?

 

– საქმე როდესაც დავიწყე ვფიქრობდი, რომ თანხა ჩემი ოცნების ასასრულებლად შემეგროვებინა, რაც უცხოეთში კარგ კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელებას გულისხმობს. ინვესტიციის ჩადებას რაც შეეხება, ამაში ოჯახი დამეხმარა, რადგან მე შემოსავალი არ მქონდა. ოჯახმა ბანკიდან მცირე კრედიტი აიღო. საწყისი თანხა სულ 13 ათას ლარს შეადგენდა. შევეცადეთ ისეთი ფართი გვექირავებინა, რაც ცხობისთვის გამოსადეგი იქნებოდა. შევიძინეთ იტალიური ღუმელი და სხვა აუცილებელი ინვენტარი.

 


 

– თავდაპირველად რა სახის პროდუქცია გქონდათ და ამჟამად რას სთავაზობთ თქვენ მომხმარებელს?


– თავდაპირველად მხოლოდ საკონდიტრო პროდუქცია გვქონდა, შემდგომ დავამატეთ ხაჭაპურისა და ლობიანის მრავალფეროვანი ასორტიმენტი. ძირითადად მიტანის სერვისით ვმუშაობთ, თუმცა ნებისმიერ მყიდველს ადგილზეც შეუძლია პროდუქციის შეძენა. ასევე შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით შეძენა. რაც შეეხება ტკბილეულს, მაფინები და კექსები სუპერმარკეტების ქსელში გაგვაქვს.

 

 

– ერთგული მომხმარებლის შენარჩუნების და ახლის მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია საფასო პოლიტიკა. რამდენად ხელმისაწვდომია საცხობის ფასები და რომელ სეგმენტზეა ის გათვლილი?

 

– ვთვლი, რომ ფასები ხელმისაწვდომია და გადამეტებული არ არის. ჩვენ მაღალი ხარისხის პროდუქტებს ვყიდულობთ და არანაირ კონსერვანტებს არ ვამატებთ. მაგალითად, ხაჭაპურის ფასი 3-ლარიდან 10-ლარამდე მერყეობს, ხოლო ლობიანის ფასი 2.50-ლარიდან 6-ლარამდე. რაც შეეხება საკონდიტრო ნაწარმს, ჩვენთან ტკბილეული შეგიძლიათ იყიდოთ, როგორც 1.20-ად ასევე 3.50-ლარად. მიტანის სერვისი: ცენტრალურ უბნებში 3 ლარია, გარეუბნებში 4 ლარი, ხოლო  ყუთის ღირებულება 50 თეთრია.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხშირად გვაქვს აქციები, მაგალითად, ახლახან დავიწყეთ აქცია, რომლის მიხედვით სამშაბათსა და პარასკევს ნებისმიერ პროდუქციაზე 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.

 


– "ხაჭაპურიCation" -ის გახსნიდან დღემდე როგორია მომხმარებელთა რაოდენობა და რამდენადაა მოთხოვნა თქვენ პროდუქციაზე?


– მოთხოვნა და ჩვენი მომხმარებელთა რაოდენობა იმაზე დიდია, ვიდრე მოველოდით. ძირითადად შეკვეთებზე ვმუშაობთ. უკვეთავენ ოჯახები და კომპანიები კორპორატიული ღონისძიებებისთვის. ყოველკვირეულად უფრო მეტი პროდუქცია გვეყიდება. მყიდველების მხარდაჭერა ძალიან გვეხმარება, მინდა მათ მადლობა გადავუხადო ამისთვის. Fcebook-ზე ხაჭაპურიCation -ს გვერდი შევქმენით და შეკვეთებსაც ვიღებთ. ჩემი საოჯახო ბიზნესის განვითარება სწორედ ამ ადამიანებზეა დამოკიდებული.  ამჟამად კი, ჩვენი მყიდველებისთვის ხაჭაპურიCation -ის ბრენდირებულ მაისურები და ორიგინალური წინსაფრები მოვამზადე. ეს მყიდველებისთვის მოულოდნელობა იქნება.

 

 

– ძალიან საინტერესოა, თქვენი როგორც დამწყები ბიზნესმენის აზრი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე. გვითხარით, თუნდაც ლარის გაუფასურება თქვენ ბიზნესზე რა გავლენას ახდენს?


 

– ძალიან განვიცდი, როდესაც ლარის გაუფასურების შედეგად პროდუქტებზე ფასები მატულობს. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა პროდუქციის ფასებზე ვართ დამოკიდებულები, თუმცა მიუხედავად ამისა, ხაჭაპურიCation-ში ფასები არ გაზრდილა. მინდა, რომ გაყიდვების მზარდი რაოდენობით გაძვირებას თავი ავარიდოთ. ჩვენი პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

 

 

– ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რას შეცვლიდით დღეს ეკონომიკაში, რაც ბიზნესის წარმართვას მეტად გაგიადვილებდათ?


 

– ვფიქრობ, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა არის ყველაზე მეტად აუცილებელი საქართველოში. მცირე ბიზნესი ევროპაში და ამერიკაში წამყვანი ჯგუფია. მათთვის შეღავათებიც განსაკუთრებულია. მაგალითად, საფრანგეთში და ბელგიაში გავარკვიეთ, რომ კვების ობიექტებზე განსაკუთრებული შეღავათებია გადასახადების კუთხით.

 

 

– თქვენი აზრით ხელისუფლებამ მცირე ბიზნესს მხარი რაში უნდა დაუჭიროს?


 

– დღგ-ს ან მოგების გადასახადის შემცირება ხელისუფლების მხრიდან მცირე ბიზნესისთვის საუკეთესო მხარდაჭერა იქნებოდა. მე პირადად ოჯახი მიწყობს ხელს და ყველაზე დიდი მხარდამჭერები ისინი და ჩვენი მომხმარებლები არიან. ზოგადად, ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ. ვფიქრობ, დამოუკიდებლად, ერთგული მომხმარებლების მხარდაჭერით ყველაფერს გავუმკლავდებით. ასევე, მცირე ბიზნესისთვის სასტარტო კაპიტალზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს.

 

 

– და ბოლოს ნუცა, გვიამბეთ თქვენი ბიზნესის სამომავლო გეგმების შესახებ...

 

– მომავალში ხაჭაპურიCation -ის ქსელი გაკეთება მსურს. სადაც წარმოდგენილი იქნება მყუდრო, პატარა კაფეები, საუკეთესო ხაჭაპურით და საკონდიტრო ნაწარმით. ასევე, სამომავლოდ მსურს, რომ მიტანის სერვისის გასაუმჯობესებლად მოპედები ვიყიდოთ.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 




m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up