კანონპროექტი,რომელიც დეპუტატებს ნანახი არ ჰქონდათ, ჯანდაცვის სამინისტრო კი დაჩქარებული წესით იღებდა

კანონპროექტი,რომელიც დეპუტატებს ნანახი არ ჰქონდათ, ჯანდაცვის სამინისტრო კი დაჩქარებული წესით იღებდა

access_time2020-06-24 21:00:39

საკანონმდებლო ორგანო დღეს დაჩქარებული წესით საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონდმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავდა. პაკეტს, რომელიც როგორც დეპუტატების, ასევე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების კრიტიკის საგანი გახდა. აღნიშნული კანონპროექტის განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გადადო.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ცვლილებებს ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი.


ცვლილება იგეგმება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ:


„მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში, თავი იჩინა ხარვეზებმა, რომლებიც უკავშირდება ადმინისტრაციული სამართალწარმოების გარკვეული ელემენტების პრაქტიკულ გამოყენებას. შესაბამისად, მოქმედი ნორმატიული ბაზა ნაკლებად ეფექტურია არსებული გამოწვევების ფონზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება“


კანონპროექტის ძირითადი არსი შემდეგია: „კანონპროექტის მიხედვით, 631 მუხლს ემატება 41 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მაკონტროლებელ ორგანოს შეეძლება შეუჩეროს საქმიანობის უფლება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს. ახლებურად ყალიბდება ამავე მუხლის მე - 6 პუნქტი, რომლის მიხედვით,განსაზღვრული მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება შერჩევითი კონტროლით განხორციელდება საჭიროებისამებრ,  კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს სამჯერ.


ამასთან, ამავე მუხლს ემატება მე-11 და მე-12 პუნქტები, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშგების მაკონტროლებელ ორგანოსთან წარდგენისა და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის სამედიცინო დაწესებულებების პასუხისმგებლობის საკითხთან მიმართებით. ასევე, პროექტის მიხედვით კანონს ემატება 633 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებებს, კერძოდ, ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მაკონტროლებელ ორგანოს, წარუდგინოს მასალები, საბუთები სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება, რომელიც ესაჭიროება მაკონტროლებელ ორგანოს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, - წერია განმარტებით ბარათში.


მიზეზი თუ რატომ გადაწყდა  საკანონდმდებლო ცვლილებათა პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვა შემდეგია:


„მიზანშეწონილია, წარმოდგენილი პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები წარიმართოს დაჩქარებული წესით, რათა პროექტი მიღებული და ამოქმედებული იქნეს გონივრულ ვადებში. არსებული პრაქტიკისა და რეალობის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი რეგულაციები რიგ შემთხვევაში, სათანადოდ და ეფექტიანად ვერ რეაგირებენ შესაბამის გამოწვევებზე, ვერ ახდენენ შესაბამის ზეგავლენას, რათა მომავალში მოხდეს ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდება, სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია და ა.შ. რა დროსაც, გასათვალისწინებელია, რომ საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული ყველა რისკი მაქსიმალურად მოკლე დროში იქნეს აღმოფხვრილი და შემცირებული“.

 

ცვლილებები შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონშიც რომლის მიხედვითაც:


„უფრო მოქნილი და ეფექტური გახდება სამედიცინო დაწესებულებების კონტროლის მექანიზმი. ეს არის შედეგზე ორიენტირებული ცვლილებები და არა მეწარმის უფლებების შეზღუდვაზე.მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, სამართალდარღვევის არსებობისას, ლიცენზიის/ნებართვის შეჩერების მექანიზმს. არ არსებობს ლიცენზიის/ნებართვის გაუქმებამდე არსებული შუალედური ეტაპი, რომელიც დარღვევის აღმოფხვრის ეფექტური გზა იქნება. მართალია სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრება, მისი პრევენციის მიზნითაა გათვალისწინებული, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს დროში გაწელილი და ნაკლებ ეფექტური მექანიზმია, რომელსაც არ მივყავართ იმ შედეგამდე, რასაც სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტისთვის ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება ჰქვია. როგორ შეიძლება უწოდო იმ სამედიცინო დაწესებულებაში გაწეულ მომსახურებას ეფექტური, როდესაც სტერილიზაციის და/ან დეზინფექციის დადგენილი წესით შეუსრულებლობისთვის ერთხელ დაკისრებული ჯარიმის მიუხედავად, კვლავ განაგრძობს საქმიანობას.მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციულ ორგანოს, მხოლოდ სამჯერ დაჯარიმების შემდეგ შეუძლია ლიცენზიის/ნებართვის გაუქმება. მანამ სანამ ეს პროცედურები იქნება დაცული და გაუქმდება ლიცენზია/ნებართვა პაციენტების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი უფრო მატულობს. ლიცენზიის/ნებართვის პირდაპირ, გადაუდებელი შემთხვევით, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაუქმებით კი მეწარმეს ადგება ზიანი, ისე, რომ არც კი ეძლევა საშუალება გამოასწოროს დარღვევა.


წარმოდგენილი ცვლილება არის ე. წ. ოქროს შუალედი პაციენტისა და მეწარმის უფლებების დასაცავად. ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები შეეხება, სამედიცინო საქმიანობის იმ სუბიექტებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას აწარმოებენ უკვე არსებული ლიცენზია/ნებართვის ფარგლებში ფილიალების მეშვეობით. ამ შემთხვევაში, ფილიალებს არ მოეთხოვებათ ცალკე ლიცენზიის/ნებართვის მოპოვება, მხოლოდ წერილობითი ინფორმაციის ვალდებულება გააჩნიათ, რაც ადგილზე სალიცენზიო/სანებართვო პირობების გადამოწმებას არ გულისხმობს. ხოლო, ასეთი დაწესებულებების ადგილზე, გეგმიური შემოწმების დროს ხშირად ფიქსირდება დარღვევების არსებობის ფაქტი, რომლის პრევენცია შესაძლებელი იქნება, იმ პირობებში, როდესაც საქმიანობის დაწყებისათვის ფილიალზე საჭირო გახდება ლიცენზიის/ნებართვის გამცემის თანხმობა, რაც თავისთავში მოიცავს სალიცენზიო/სანებართვო პირობების ადგილზე გადამოწმებას და მხოლოდ ამ პროცედურის განხორციელების შემდეგ გახდება შესაძლებელი შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.



კანონპროექტი, ასევე შეეხება სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის მფლობელების საქმიანობის კონტროლს წლის განმავლობაში არაუმეტეს სამჯერ. მოქმედი რედაქციით, აღნიშნული შესაძლებელია ლიცენზიის/ნებართვის გამცემის მიერ წელიწადში მხოლოდ ერთხელ, რაც სამედიცინო საქმიანობის მიმართულებით არ არის საკმარისი და აუცილებელია სალიცენზიო/სანებართვო პირობების კონტროლი ხორციელდებოდეს მეტი სიხშირით. წამოჭრილი პრობლემები უფრო და უფრო აქტუალური ხდება მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, რაც ინფექციური დაავადებების პრევენციის და მათი თავიდან აცილების გლობალური საფრთხეებიდან გამომდინარეობს“, - წერია დოკუმენტში.


ცვლილებები ასევე  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.


პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის 442, 445, 447-4412, 462-464 მუხლებში, რომლის მიხედვით იზრდება დაწესებული სანქციების ოდენობები.


„პროექტის თანახმად, კანონს ემატება 4413-ე მუხლი, რომლის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლის მიერ სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.


ამასთან, კოდექსს ემატება 4414-ე მუხლი, რომლის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოსათვის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება – გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. პროექტით განისაზღვრა 4413-ე და 4414-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მისი აღსრულების მექნიზმები. ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებებია შედის კოდექსის 2296 , 242-ე და 2903 მუხლებში“


კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში კანონპროექტი ითვალისწინებს გაზრდილ ჯარიმებს მოქმედ კანონთან შედარებით - რისი პროგნოზირებაც შესაძლებელია 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 20 მაისამდე ჩატარებულ სასამართლო სხდომებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმებთან მიმართებით სტატისტიკური მონაცემებით. მაგალითისთვის:


1. 442 მუხლის მე-3 ნაწილი (საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე) - სულ ჩატარდა 10 საქმეზე, თანხა - 8 000 ლარი; - არსებული ჯარიმა არის 1 000 ლარი, ცვლილების მიხედვით, იზრდება 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე.

2. 445 მუხლის პირველი ნაწილი (სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა) - ჩატარდა 1 საქმეზე, თანხა - 3 000 ლარი; - არსებული ჯარიმა არის 5 000 ლარამდე ოდენობით, ცვლილების მიხედვით იზრდება 7000 ლარიდან 15 000 ლარამდე.

3. 445 მუხლის მე-2 ნაწილი (სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა) - ჩატარდა 68 საქმეზე, თანხა - 59 150 ლარი; არსებული ჯარიმა არის 10 000 ლარამდე ოდენობით, ცვლილების მიხედვით, იზრდება 15000 ლარისა და არა უმეტეს 30 000 ლარისა.

4. 447 მუხლის პირველი ნაწილი (მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა) - ჩატარდა 39 საქმეზე, თანხა - 16 400 ლარი; მოქმედი ჯარიმა არის 200 დან 500 ლარამდე, ცვლილების მიხედვით იზრდება 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე;

5. 447 მუხლის მე-2 ნაწილი (მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა განმეორებით) - ჩატარდა 1 საქმეზე, თანხა - 1000 ლარი; არსებული ჯარიმა არის 1 000 ლარი, ცვლილების მიხედვით იზრდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით;

6. 448 მუხლი (მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სავალდებულო შეტყობინების გარეშე ) - ჩატარდა 13 საქმეზე, თანხა - 12 000ლარი; არსებული ჯარიმა არის 1 000 ლარი, ცვლილების მიხედვით იზრდება 3 000 ლარამდე;

7. 449 მუხლის მე-3 ნაწილი (სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა) - ჩატარდა 1 საქმეზე, თანხა -1 000 ლარი; არსებული ჯარიმა არის 500 დან 1 000 ლარამდე, ცვლილების მიხედვით იზრდება 1 000 დან 2 000 ლარამდე;

8. 361 მუხლის პირველი ნაწილი (დაკისრებული ჯარიმის გასამმაგება - 44(5)-1 მუხლით და 44(5)-2 მუხლით) - ჩატარდა 11 საქმეზე, თანხა - 29 700ლარი; (აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა გაიზრდება პირველადი მუხლების შესაბამისად);

9. 361 მუხლის მე-2 ნაწილი (დაკისრებული ჯარიმის გასამმაგების გასამმაგება - 44(5)-1 მუხლით და 44(5)-2 მუხლით) - ჩატარდა 2 საქმეზე, თანხა - 25 500ლარი; (აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა გაიზრდება პირველადი მუხლების შესაბამისად).


ცვლილებები შედის „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონშიც, რომელიც განმარტებით ბარათის მიხედვით მიზნად ისახვას შემდეგი პრობლემის მოგვარებას:


„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, როგორც მაკონტროლებელი ორგანო მოქალაქეთა საჩივრების/განცხადებების, ასევე სხვადასხვა უწყებების მომართვის საფუძველზე, ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს, რისთვისაც „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჭიროა მოსამართლის ბრძანება.


პრაქტიკაში, სასამართლოში შუამდგომლობით მიმართვა გარკვეულწილად აფერხებს სამუშაო პროცესს, ვინაიდან სააგენტოში შემოსულ რიგ საჩივარზე/განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირება ვერ ხდება შემოსვლისთანავე. შუამდგომლობით სასამართლოში მიმართვა მზადდება ეტაპობრივად, დროის რაციონალური გადანაწილების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო, მიმართვიდან 72 საათში განიხილავს შუამდგომლობას, აღნიშნულიც დამატებით იწვევს საქმის შესწავლის დროში გაჭიანურებას. ამასთანავე, ვინაიდან, შუამდგომლობის გაგზავნას და სასამართლოს გადაწყვეტილების მაკონტროლებელ ორგანოში წარმოდგენას სჭირდება გარკვეული დრო, პაციენტის საჩივრის/განცხადების განხილვის კანონით დადგენილი ვადები მნიშვნელოვნად მცირდება, რაც იწვევს რიგ შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანოს მიერ საჩივარში/განცხადებაში აღნიშნული ფაქტების შესწავლის დროში გახანგრძლივებას. ასევე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მხარის მიერ გასაჩივრება კიდევ დამატებით დროსთან და რესურსთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ინიციატივით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება საჩივრის/განცხადების განხილვა, ამავდროულად მოხდება სასამართლოში საქმის რაოდენობის შემცირება. გარდა ამისა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მეწარმის საქმიანობის კონტროლის მოთხოვნით სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენით სამედიცინო დაწესებულების წინასწარი ინფორმირება, რაც საფრთხეს უქმნის მტკიცებულებების შემდგომ მოპოვებას და საკითხის სრულყოფილად გამოკვლევას, რაც აუცილებელია ადეკვატური დასკვნების გასაკეთებლად. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც, პაციენტი მკურნალობას გადიოდა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში და პაციენტი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი პრეტენზიას გამოთქვამს მხოლოდ ერთი დაწესებულების მიმართ, ხოლო კონტროლის სპეციფიკიდან გამომდინარე, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის სრულყოფილად შესასწავლად აუცილებელია, კონტროლი განხორციელდეს ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებაში სადაც პაციენტს გაეწია დახმარება კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, იმ სამედიცინო დაწესებულებებში საკითხის შესწავლის მოთხოვნით, რომელთა მიმართაც პაციენტს/კანონიერ წარმომადგენელს არ გააჩნია პრეტენზია. აღნიშნულის პარალელურად, კანონპროექტიდან ამოდის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „ი1“ ქვეპუნქტები - რომლებიც სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს აძლევდნენ უფლებას მის საქმიანობაზე არ გავრცელებულიყო მოსამართლის ბრძანების საჭიროება, თუმცა კი გარკვეული მიმართულებითა და დათქმებით


- მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმებაზე, თუ ის ხორციელდება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ;


- სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე. აღნიშნულის საჭიროება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ, როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი ცვლილებით სსიპ


- სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სრულად თავისუფლდება მისი საქმიანობის განხორციელებისას მაკონტროლებლის ფუნქციის შესრულებისას, მოსამართლის ბრძანების აღების ვალდებულებისგან“,  ნათქვამია განმარტებით ბარათში.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up