ამერიკული მოდელის სინთეზი ქართულ რეალობასთან, სოფლის პროდუქტებზე ფიქსირებული ფასი სესხებსაც გააიაფებს - გიორგი ვაშაძე

ამერიკული მოდელის სინთეზი ქართულ რეალობასთან, სოფლის პროდუქტებზე ფიქსირებული ფასი სესხებსაც გააიაფებს - გიორგი ვაშაძე

access_time2020-09-17 16:30:43

ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტის მარკა უნდა იყოს ნატურალური და ხარისხიანი. ეს ყოველივე ილუზია კი არაა, ასე მეუბნებოდნენ იუსტიციის სახლზე, რას აკეთებო, მაგრამ 17 თვეში გავაკეთეთ, - რადიო კომერსანტის გადაცემაშიაგრო სექტორი“, პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ, სტრატეგია აღამშენებლის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, აგრო სექტორში მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღება დარგის სპეციალისტების გარეშე ხდება.

 

აგრო სექტორში უამრავი ცოდნაა დაგროვებული და ამ ცოდნას მთავრობა რომ არ იყენებს, დანაშაულია. ცოდნა დაქუცმაცებულია, გლეხმა არ იცის რისი მოყვანაა მომგებიანი და წამგებიანი. ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა არ არსებობს. დღეს ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა სამუშაო ადგილებია. სტრატეგია აღმაშენებლის ფარგლებში სამუშაო ადგილების შექმნა დავისახეთ ერთ-ერთ მთავარ მიზნად. ავირჩიეთ ის მიმართულებები, სადაც დიდი პოტენციალი გვაქვს, ერთ-ერთი სწორედ აგრო მიმართულებაა, რომელიც აუცილებლად უნდა განვავითაროთ. უნდა შევიმუშავოთ მძლავრი გეგმა,რომელმაც  საქართველოს აგრო სექტორს ახალი გზა უნდა მისცეს,“- აღნიშნავს ვაშაძე.

 

მან გადაცემაში მარკეტინგული ცენტრის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე, საჭიროა ბაზრის კვლევა და კვლევების შედეგად მიღებული ცოდნის გადაცემა ფერმერებისთვის.

 


უნდა ჩამოვაყალიბოთ მარკეტინგული ცენტრი და დავადგინოთ, სად არის ჩვენი უპირატესობა და ეს ცოდნა შემდგომ ხელმისაწვდომი გავხადოთ ფერმერებისთვის. კოპირება შედეგს არ მოგვცემს, რაც არ უნდა ერთი-ერთზე გადმოიტანო, შედეგის მომტანი არ იქნება. უნდა შეიქმნას სოფლის მეურნეობის ქართული მოდელი. უნდა ვიფიქროთ,თუ როგორ შევუქმნათ ინტერესი ფერმერს ჩადოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიცია. ინტერესი უნდა შევუქმნათ ადგილზე მაცხოვრებელსაც,რომ მეტი იმუშაოს და შემოსავალი მიიღოს,“- ამბობს ვაშაძე.


ფიუჩერული ფასი და ამერიკული მოდელის სინთეზი ქართულ რეალობასთან - პრემიერობის კანდიდატის თქმით, უნდა დაწესდეს პროდუქტებზე გარანტირებული ფასი, რაც ჯაჭვური რეაქციით, აგრო სესხების გაიაფებასაც გამოიწვევს.


უნდა მოხდეს ამერიკული მოდელის სინთეზი ქართულ რეალობასთან და შეიქმნას გარანტირებული ფასები კონკურენტუნარიან პროდუქტებზე. გარანტირებული ფასის მეშვეობით მიკროსაფინანსოებსა და ბანკებში გაიაფებულ სესხს მიიღებ, საუბარია 1-2%-იან სესხებზე. შემდეგ გამოჩნდება კერძო კომპანია,რომელიც წინსწრებით შეისყიდის მოსავალს. ყურძნის, ატმის ფასის სუბსიდირებაში რამდენი მილიონია დახარჯული არასწორად. არ მუშაობს სუბსიდირების მოდელი, მიეცი,რა ამ ადამიანებს ფიუჩერული ფასი და ბაზარი უკვე თავად წაიღებს ამ პროდუქტს. საქართველოში 900 ათასი ჰექტარი მიწიდან 700 ათასი გამოუყენებელია. მცირე ზომებად არის მიწები დაგლეჯილი. გლეხს რომც უნდოდეს მათი გაზრდა, ვერ გაზრდის, იმიტომ რომ არ არსებობს მიწის ბანკი და ვერ დაადგენენ, ვინ არის მესაკუთრე. უნდა შეიქმნას მიწის ბანკი, სადაც ყველა მიწა იქნება რეგისტრირებული და აღრიცხული,“- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.


მან მიწის რეგისტრაციის პრობლემასთან ერთად, საქართველოს მელიორაციის სისტემის გამოწვევებზეც ისაუბრა და მელიორაციის გენერალური გეგმის შექმნაზე გაამახვილა ყურადღება.


რამდენი წყალი გვაქვს მაგრამ მივდივართ სოფელში და მორწყვის პრობლემა გვხვდება. მილიარდამდე ინვესტიციაა საჭირო ამ კუთხით. ფრანგული ან გერმანული მსხვილი კომპანიები უნდა შემოვიდნენ და მილიარდიანი ინვესტიცია კომპლექსურად განახორციელონ. მთლიანად უნდა გაკეთდეს საქართველოს მეილორაციის გენგეგმა და გლეხი მიიღებს წყალს.


სტრატეგია აღმაშენებელში აგრო კლასტერი მოიცავს ფერმერს თავისი მიწითა და ფერმერული მეურნეობით, გადამამუშავებელ წარმოებას, ლოჯისტიკის წარმოებას, სამაცივრე მეურნეობებს, სანერგე მეურნეობებს, ბიოლაბორატორიებს, ცოდნის ცენტრს. პირველ რიგში, უნდა ჩამოვაყალიბოთ მარკეტინგული ცენტრი, შემდგომ მიწის ბანკი და მესამე ეტაპზე, ვაპირებთ ინვესტორებთან საუბარს,“- ამბობს ვაშაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up