კონკურენციის ზრდისთვის ბაზრის ხუთ მარეგულირებელს შორის შეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა

კონკურენციის ზრდისთვის ბაზრის ხუთ მარეგულირებელს შორის შეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა

access_time2021-12-04 11:36:31

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა და კომუნიკაციების კომისიის წარმოდგენელმა, ვახტანგ აბაშიძემ  ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

როგორც "კომერსანტს" კონკურენციის სააგენტოში განუმარტეს,  კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების,  კონკურენციის პოლიტიკის პოპულარიზაციისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირებულობის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ -  ერთობლივი ორგანიზებითა ჩატარდეს კონკურენციის პოლიტიკის ყოველწლიური კონფერენცია, სადაც განხილული იქნება უწყებების მხრიდან წლის მანძილზე განხორციელებული საქმეები, გეგმები, მიღებული შედეგები და გამოწვევები. ასევე, თითოეულ უწყებას დაქვემდებარებულ სფეროსთან მიმართებაში - ზოგადი კონკურენტული გარემოს ანალიზი. 2021 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს - ღონისძიება ჩატარდეს ყოველი წლის დეკემბრის თვეში,  კონკურენციის მსოფლიო დღის პარალელურად.

ცნობისთვის, 2020 წელს „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებების თანახმად,  კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის მიზნით, შეიქმნა ერთიანი საკანონმდებლო ბაზა.


მსოფლიო კონკურენციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა თემაზე: „კონკურენციის პოლიტიკა  ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკისთვის". ღონისძიებას ესწრებოდნენ: სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, სფეროს ექსპერტები, კოლეგა უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.





ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის

ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის
access_time2022-01-20 19:00:25
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის ალბათობა ამ დრომდე ნარჩუნდება. მძიმე ტექნიკა და 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი მოსკოვს მეზობელი ქვეყნის საზღვრიდან არ გაჰყავს და კონტიგენტს თითქმის ყოველდღე ცოცხალი ძალითა თუ ჯავშანტექნიკის დამატებითი ერთეულებით ავსებს. დასავლეთი პუტინს სანქციებით ემუქრება, წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ კრემლში სანქციების არ ეშინიათ, თუმცა სანქციებსაც გააჩნია, ერთია ალუმინის მომპოვებელი საწარმოს მეწილისთვის ვიზის არ მიცემა და მეორე საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების...

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-20 18:00:08
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.15 თეთრით 3.0825- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0800 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.50 თეთრით 3.4980-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.02 თეთრით 4.1990 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 1.36 თეთრით 6.3946-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.66 თეთრით 4.0305-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.08 თეთრით 1.8160-მდე გამყარდა.  თურქულ ლირასთან 0.14 თეთრით 0.2293-მდე...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-20 21:00:32
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თბილისი - 190 მლნ ლარი, ბათუმი - 105 მლნ ლარი, ქუთაისი - 30 მლნ ლარი - მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული გეგმები საქართველოს მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას...

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული
access_time2022-01-20 20:00:00
„საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის „აირზენას“ შესაძენად უკვე არის დაინტერესება ჩინური და არაბული კომპანიის მხრიდან“. ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილმა დირექტორმა, „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებელმა რომან ბოკერიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ხელშეკრულებით არაბული კომპანიის დასახელება არ შეუძლია, რაც შეეხება ჩინურ მხარეს, ბოკერიას თქმით, „აირზენას“ შეძენით დაინტერესებულია სინჩუანის პროვინციის...

გაძვირებული გადაზიდვები და შეჩერებული პროექტები - ფოთის თიზ-ის 2021 წელი

გაძვირებული გადაზიდვები და შეჩერებული პროექტები - ფოთის თიზ-ის 2021 წელი
access_time2022-01-21 10:00:17
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე “კომერსანტთან” 2021 წელსაჯამებს და აცხადებს, რომ მთავარი გამოწვევა მიმდინარე პანდემია და პანდემიით გამოწვეული თანმხლები ფაქტორები იყო, რაც აისახა ტვირთების ტრანსპორტირების ღირებულების გაზრდაზე და...


მსგავსი სიახლეები

up