კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი ძალაში 4 ნოემბრიდან შედის

კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი ძალაში 4 ნოემბრიდან შედის

access_time2020-11-04 12:14:18

საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის სექტემბერში მიღებული კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი ძალაში 4 ნოემბრიდან შედის. ამის შესახებ „კომერსანტს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს.



ცვლილებების მიხედვით, ძლიერდება კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება და მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს.



საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის მიზნით შეიქმნა ერთიანი საკანონმდებლო ბაზა. შესაბამისად, უწყებები კონკურენციის სამართლის ძირითად საკითხებზე ერთიანი პრინციპებით იმოქმედებენ. მარეგულირებელ ორგანოებს რჩებათ საკუთარ სექტორებში კონკურენციის აღსრულების ვალდებულება და შეისწავლიან საკითხებს, რომლებიც ეხება მხოლოდ რეგულირებად სუბიექტებს. სხვა ყველა შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო არის კონკურენციის სააგენტო.



დადგინდა ევროკავშირში აპრობირებული კონცენტრაციების კონტროლის ორფაზიანი სისტემა - მარტივი და რთული. სააგენტო 25 სამუშაო დღის ვადაში აფასებს - კონცენტრაცია თავსებადია თუ არა კონკურენტულ გარემოსთან. საკითხის დამატებითი შესწავლის შემთხვევაში - ხანგრძლივობა შეადგენს 90 სამუშაო დღეს. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში განისაზღვრება ჯარიმა - მაქსიმუმ, 5%-ის მოცულობით. ასევე, დადგინდა კონცენტრაციის განხილვის საფასური 5000 ლარის ოდენობით.




არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევები გახდა სანქცირებადი და ჯარიმის მოცულობა ბრუნვის 1%-მდე ოდენობით.



პროცედურული ნორმების დახვეწის მიმართულებით, დადგინდა ინფორმაციის მოუწედობლობაზე სანქციების გამკაცრება, კერძოდ, მონიტორინგის პროცესში ინფორმაციის მოწოდება გახდა სავალდებულო და მისი დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 1000 ლარით, იურიდიული პირი 3 000 ლარით დაჯარიმდება. შეთანხმებული ქმედებების უფრო ეფექტურად გამოვლენის მიზნით დასაშვები ხდება მოულოდნელი შემოწმება. აღნიშნული პროცესის განხორციელების შემთხვევაში, სასამართლო ეკონომიკური აგენტის წინასწარ ინფორმიორებას არ მოახდენს. ცვლილება შეეხო მოკვლევის პროცესსაც და დღეს არსებული 10 თვის ნაცვლად მისი ვადა 18 თვით განისაზღვრა.



,,ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცვლილებები საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იქნა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ. ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, DCFTA მოთხოვნებს და ასახულია ევროკავშირის კონკურენციის სამართალში არსებული ძირითადი პრინციპები. ამ დრომდე, არსებული კანონი შეიცავდა არაერთ სისტემურ და პროცედურულ ხარვეზს, რაც ჩასწორდა. ჩვენ ვთვლით, რომ ახალი ცვლილებების შემდეგ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა გახდება უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. ცვლილებების ძირითადი ნაწილი 4 ნოემბრიდან ძალაში შედის. რაც შეეხება კონკურენციის ინსტიტუციონალური მიმართულებით ცვლილებებს, კონკურენციის საბჭოს ამოქმედება ცოტა მოგვიანებით განისაზღვრა“- განმარტავს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.



შეგახსენებთ, რომ 2020 წელს კონკურენციის კანონში ცვლილებების გარდა საქართველოს პარლამენტმა ორი - ,,ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონი'' და ,,შესყიდვების კანონში'' ცვლილებები (დავების განხილვის საბჭო გადმოდის კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურაში) მიიღო რომლის აღსრულებაც კონკურენციის საააგენტოს ეკისრება.



2020 წელს კონკურენციის სააგენტოს მიერ დასრულდა 5 ბაზრის მონიტორინგი და 3 მოკვლევის პროცესი, საიდანაც 1-ში დადგინდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, 2-ში კი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი, გაიცა 1 თანხმობა კომპანიების კონცენტრაციის შესახებ. ამ დროისათვის მიმდინარეობს 3 საქმეზე მოკვლევა და 3 ბაზრის მონიტორინგი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up