კონკურენციის შესახებ კანონი ყველა სექტორზე გავრცელდება - რა ვალდებულებები დაეკისრებათ კომპანიებს?

კონკურენციის შესახებ კანონი ყველა სექტორზე გავრცელდება - რა ვალდებულებები დაეკისრებათ კომპანიებს?

access_time2018-12-06 17:45:05

კონკურენციის შესახებ კანონი ყველა სექტორზე, მათ შორის საფინანსო და ენერგეტიკის სფეროზე გავრცელდება.


სააგენტოს უფლებამოსილების ზრდას „კონკურენციის შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. ამასთან, სააგენტოს ხელმძღვანელის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტოს მარეგულირებელი კომისიების მსგავსად, საბჭო უხელმძღვანელებს და გაიზრდება უწყების ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე.


„არის ძალიან დიდი აზრთა სხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გააკეთოს კონკურენციის სააგენტომ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ახალ კანონს მიიღებს, გაიზრდება სააგენტოს უფლებამოსილება. დღეს არის რამდენიმე სფერო, რომელზეც კონკურენციის შესახებ კანონი არ ვრცელდება. ესაა ენერგეტიკის სფერო, რომელიც სემეკის უფლებამოსილებაა.
კომუნიკაციები, სადაც მარეგულირებლის ფუნქციას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ასრულებს. ასევე საბანკო სექტორი, რომელსაც ეროვნული ბანკი აკონტროლებს. ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ სფეროზე გავრცელდება კონკურენციის კანონმდებლობა. ამასთან, აღსრულების ფუნქცია ისევ უკვე არსებულ მარეგულირებლების მოვალეობა იქნება. კონკურენციის კანონმდებლობა კი ყველა სფეროსთვის ერთნაირი უნდა იყოს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.



მისივე თქმით, სააგენტოს საქმიანობის ყველაზე დიდი პრობლემა საკანონმდებლო ხარვეზს უკავშირდება. საქმე ის არის, რომ დღეს კერძო კომპანიები და ბიზნესი ვალდებული არ არის კონკურენციის სააგენტოს მიაწოდოს მისთვის საინტერესო ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ხშირად საქმის სიღრმისეულ შესწავლას უშლის ხელს. ამიტომაც, ხადურის თქმით, სავალდებულო გახდება კომპანიების მხრიდან სააგენტოსთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაც.


„სამწუხაროდ, იმის გამო, რომ დღეისათვის ინფორმაციის მოწოდება სავალდებულო არაა, გვაქვს პატარა პრობლემები, მაგრამ იმედია, რომ ახალი კანონით ამ პრობლემებს აღმოვფხვრით. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიებისაგან პირდაპირ ვიღებთ ასეთი შინაარსის წერილებს: „აღნიშნულ ინფორმაციას არ მოგაწვდით, რადგან ამის უფლება გვაქვს“. კონკურენციის შესახებ ახალი კანონით კი კომპანია ვალდებული იქნება, დეტალურად მოგვაწოდოს ჩვენ მიერ გამოთხოვილი ყველანაირი ინფორმაცია“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


bpn






„მეღვინეობა ჩელთმა“ საქართველოს ისტორიაში პირველად გრანდ ოქროს ტიტული მოიპოვა

„მეღვინეობა ჩელთმა“  საქართველოს ისტორიაში პირველად გრანდ ოქროს ტიტული მოიპოვა
access_time2019-04-18 13:30:18
ქართულმა ღვინომ საქართველოს ისტორიაში პირველად გრანდ ოქროს ტიტული მოიპოვა. ჯილდოს მფლობელი „მეღვინეობა ჩელთი“ გახდა. როგორც „კომერსანტს“ მარნის გენერალურმა მენეჯერმა ანდრია მირიანაშვილმა განუცხადა „პროვაინის“ გამოფენაზე მათ მიერ წარდგენილმა ხუთი სხვადასხვა სახეობის ღვინომ უმაღლეს ნომინაციაში გაიმარჯვა და ხუთი ოქროს მედალი...

თანაინვესტირების ფონდი: „პანორამა თბილისის“ მშენებლობისას 3 მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაგირის და კალათის გამოდება წინაღობაზე

თანაინვესტირების ფონდი: „პანორამა თბილისის“ მშენებლობისას 3 მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაგირის და კალათის გამოდება წინაღობაზე
access_time2019-04-18 11:58:15
თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ. „გვსურს გამოვეხმაუროთ 2019 წლის 17 აპრილს, რუსთავი 2-ის ეთერში, კერძოდ გადაცემაში „კურიერი“ გასულ სიუჟეტს პანორამა თბილისისა და სამი დაშავებული მუშის თაობაზე, რომელშიც გაჟღერდა არაერთი მცდარი ინფორმაცია. • რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ობიექტზე შესვლა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების დახმარებით შეძლეს, რაც ტყუილია. შრომის უსაფრთხოების...

ვასილ სოფრომაძე ვიცე მერს დოკუმენტით პასუხობს - ფრესკოს დამფუძნებელი მერიისგან გაგზავნილ გადაწყვეტილებას ასაჯაროვებს

ვასილ სოფრომაძე ვიცე მერს დოკუმენტით პასუხობს - ფრესკოს დამფუძნებელი მერიისგან გაგზავნილ გადაწყვეტილებას ასაჯაროვებს
access_time2019-04-18 12:30:01
„ფრესკოს დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე მერიის იმ გადაწყვეტილებას აქვეყნებს, რომელიც მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას დოკუმენტურად ამყარებს. გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „ვინაიდან მომიჯნავე ს/კ N01.13.05.015.008 მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შეუსაბამო მიწის ნაკვეთს, საპროექტო ტერიტორიის კონფიგურაციაში რეკომენდირებულია მოაზრებულ იქნას ს/კ N01.13.05.015.008 მიწის ნაკვეთიც და მოხდეს მისი ერთიანი გაერთიანება“....

დათო დარჩია: ღატაკებში ვიყავი და ახლა მათხოვრებში გადავედი... ერთი სული მაქვს, ამ ქვეყნიდან გავიქცე“

დათო დარჩია: ღატაკებში ვიყავი და ახლა მათხოვრებში გადავედი...  ერთი სული მაქვს, ამ ქვეყნიდან გავიქცე“
access_time2019-04-18 11:25:10
“უკაცრავად და, ქვეყანა გვაქვს  ჩასვრილი (მე მაპატიეთ) და შესაბამისად, მსახიობებიც ჩასვრილი (კიდევ ერთხელ, ბოდიში) ვართ, როგორც ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენლები. არც კინოშია ფული და არც – თეატრში. დღეს ჩემი ხელფასით მათხოვრებში ვარ. ღატაკებში ვიყავი და ახლა მათხოვრებში გადავედი. ყველაფრი ცუდადაა და ერთი სული მაქვს, ამ ქვეყნიდან გავიქცე. იქ წავალ, სადაც შრომა და ნიჭი ფასდება. ამერიკაზე ვფიქრობ. ამ ეტაპზე მარტო ვაპირებ, მაგრამ ჩემს შვილებსაც ვურჩევ, აუცილებლად გაიქცნენ ამ ქვეყნიდან,...

Apple-ს ახალი ამბიცია - კომპანია ავტოწარმოების ინოვაციურ პროექტში ჩართვას გეგმავს

Apple-ს ახალი ამბიცია - კომპანია ავტოწარმოების ინოვაციურ პროექტში ჩართვას გეგმავს
access_time2019-04-17 19:00:33
კომპანია Apple-ი უკვე გაესაუბრა ოთხ კომპანიას,  რომლებიც სავარაუდოდ უპილოტო ავტომობილებისთვის ახალი თაობის ლიდარ-სენსორების მომმარაგებლები გახდებიან  - ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Reuters-ს საკითხში ჩახედულმა სანდო წყარომ მიაწოდა.   ეს ნაბიჯები მიანიშნებს Apple-ს ახალ ამბიციებზე, ჩაერთოს ავტოწარმოების ინოვაციურ პროექტში, ასევე კომპანია თვითონვე გეგმავს ტექნოლოგიურ ცვლილებებს, რომელსაც პროექტი „ტიტანი“ ეწოდება. მოლაპარაკებები ეხება...


მსგავსი სიახლეები

up