კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე შეხვედრას გამართავს

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე შეხვედრას გამართავს

access_time2019-12-09 12:10:52

10 დეკემბერს, 09:30 საათზე, „ჰოლიდეი ინნ თბილისში“, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრას მართავს, სადაც მოწვეულნი არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტოს ავრცელებს.



შეხვედრის მიზანია - ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, სააგენტოში მიმდინარე მონიტორინგის ჭრილში, ქართული ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვა. ასევე, ფარმაცევტული ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესება და კონკურენციის დაცვის ხელშემწყობი მექანიზმების, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა-გაზიარება.




კონკურენციის გაძლიერებისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, სემინარზე ფარმაციის პლატფორმის პროექტის პრეზენტაცია იგეგმება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე აპრობირებული მეთოდია. პროექტს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ევროპელი ექსპერტები წარადგენენ და იმ სარგებლიანობაზე ისაუბრებენ, რაც აღნიშნული პლატფორმის განხორციელების შემთხვევაში იქნება ხელმისაწვდომი. კერძოდ: სად და რომელი მედიკამენტი შეიძლება შეიძინოს მომხმარებელმა გაცილებით დაბალ ფასად; როგორ მიიღოს ინფორმაცია მცირე აფთიაქებისა და გამოწერილი წამლის ჩამნაცვლებლის შესახებ; კომპანიების ჩართულობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი მექანიზმები და უპირატესობები.







გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი
access_time2020-03-29 10:00:47
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალუ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ბოლო დღეებში დასავლეთზე და მათ შორის აშშ-ზე რამდენიმეჯერ ქილიკი შემომხვდა, ეფექტურად როგორ ვერ შეაჩერეს ვირუსის გავრცელებაო.ჰოდა, გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი :1. ბოლო 50 წელიწადში 15 წლით რომ მოიმატა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ და 80 წელს მიუკაკუნა, ვისი დამსახურებაა? (ამერკის პრეზიდენტობის კადიდატი დემოკრატებიდან, 77 ან 79 წლის...

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით
access_time2020-03-28 19:16:14
...

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?
access_time2020-03-28 21:00:20
კორონავირუსის პანდემიის ფონზე ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ცხოვრება გაჩერდა, შვედეთში კი მაღაზიები, სკოლები და რესტორნები კვლავ ღიაა და კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. Deutsche...

აშშ ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად საქართველოს 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს

აშშ ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად საქართველოს 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს
access_time2020-03-28 15:16:02
აშშ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო...

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის
access_time2020-03-28 12:00:57
„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა" და "ვოლტის" დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი ასევე მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან ტოვებს,...


მსგავსი სიახლეები

up