კონკურენციის სააგენტოს მიერ ოთხ წელიწადში შესწავლილი 20 საქმე და გამოვლენილი მხოლოდ 9 კანონდარღვევა

კონკურენციის სააგენტოს მიერ ოთხ წელიწადში შესწავლილი 20 საქმე და გამოვლენილი მხოლოდ 9 კანონდარღვევა

access_time2018-05-15 11:00:00

კონკურენციის სააგენტო „კომერსანტის“ კითხვებს ექსკლუზიურად პასუხობს. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, კომერსანტიდაინტერესდა, რა შეცვალა ბაზარზე კონკრეტული უწყების მუშაობამ ამოქმედებიდნ 4 წლის განმავლობაშიკონკრეტულად რომელი ბაზრების შესწავლა განხორციელდა და ამჟამად, რომელ სფეროებს იკვლევს?

როგორც ოფიციალური პასუხიდან ირკვევა სააგენტოს ოთხი წლის მანძილზე შესწავლილი აქვს 20 საქმე, საიდანაც კანონმდებლობის დარღვევა მხოლოს 10 შემთხვევასი დაადგინა, აქედან ერთ შემთხვევაში, კერძოდ, საავტომობილო საწვავის (ბენზინი/დიზელი) ბაზარის საქმე  სასამართლომ  სააგენტოს საქმე ხელახლა განსახილველად უკან დაუბრუნა.

 

კონკურენციის სააგენტოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას „კომერსანტი“ დღეს უცვლელად გთავაზობთ:

 

„თქვენი 2018 წლის 7 მაისის მომართვის (რეგ: N01/382) პასუხად, საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის

სახით, გაცნობებთ რომ:


 

კითხვა N1: სააგეტომ მისი დაფუძნებიდან დღემდე რომელი ბაზრები შეისწავლა და რა შედეგით დასრულდა?


 

 „კონკურენციის სააგენტო“  - 2014 წლიდან დღემდე, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ განახორციელა მოკვლევა შემდეგ სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე:

 

1) წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების ბაზარი - არ დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევა (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) ;

 

2) ქალაქ ფოთში საავტომობილო-საკონტეინერო ტვირთების სატერმინალო  მომსახურების ბაზარი - დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10მუხლის დარღვევა (სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის  შეზღუდვის დაუშვებლობა);

 

3) ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარი - არ დადგინდა „კონკურენციის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევა (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება);

 

4) ხორბლისა და ჭვავის ფქვილის ბაზარი - არ დადგინდა „კონკურენციის შესახებ“   საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა (

კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება);


 

5) ნავთობპროდუქტების გემში ჩატვირთვისა და გემიდან გადმოტვირთვის ბაზრები - არ დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების დარღვევა;

 

6) საავტომობილო საწვავის (ბენზინი/დიზელი) ბაზარი – დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა, თუმცა, საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სააგენტოს საქმე  დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად.

 

7) საავიაციო ნავთის ბაზარი - არ დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-7 მუხლის დარღვევა;

 

8) საავტომობილო გაზის ბაზარი - არ დადგინდა „კონკურენციის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა;

 

9) კონტეინერების სარკინიგზო გადაზიდვის სასაქონლო ბაზარი - არ დადგინდა  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევა;

 


10) სახელმწიფო შესყიდვების პროცესში საპროექტო/სამშენებლო/საინჟინრო   სამუშაოების შესყიდვის ბაზარი - დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევა;

 

11) სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანებისა   და მათი ნაწილების შესყიდვის ბაზარი - დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევა;

 

12) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის (Duty Free) ტერიტორიაზე რეალიზებული   ფილტრიანი სიგარეტების ბაზარი - არ დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოსკანონის მე-6 მუხლის დარღვევა;

 

13) მედიკამენტების (სავაჭრო დასახელებებით - Аtarax, Enap-H, Lorista)   რეგისტრაციის ბაზარი - დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10მუხლის დარღვევა მედიკამენტ Lorista-სთან მიმართებით;

 

14) სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის მიმართულებით სადაზღვევო  კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებში შეთავაზებული მომსახურების ბაზარი  ცალკეული ტენდერების ფარგლებში - დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოსკანონის მე-10 მუხლის დარღვევა;

 

15) პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ფარგლებში განხორციელებული  ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის ბაზარი - დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის  11/3 მუხლის დარღვევა (ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა);


 

16) სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში“ საკონტეინერო ტვირთებისთვის  გაწეული საპორტო (სტივიდორული) მომსახურების, საკონტეინერო ტვირთების  ავტოტრანსპორტით გადაზიდვისა და სატერმინალო მომსახურების ბაზრები - არ   დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევა, თუმცა ეკონომიკურ აგენტს აეკრძალა მის მიერ შემოღებული ახალი სატარიფო სქემის  ამოქმედება;

 

17) სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სასკოლო სატრანსპორტო მომსახურების   შესყიდვის ბაზარი - დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10  მუხლის დარღვევა, თუმცა, არ დადგენილა კანონის მე-7 მუხლის დარღვევის ფაქტი;

 

 

18) სმარტფონების, ლეპტოპების, პლანშეტური კომპიუტერების ბაზრები - არ   დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა,  თუმცა, აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში დადგინდა „კონკურენციის შესახებ“  საქართველოს კანონის 11/3 მუხლის დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა ვებ-გვერდზე www.itechnics.ge-ზე განთავსებული შპს „აიტექნიკის“ რეპუტაციისა და ინტერესების შემლახველი ცნობების გავრცელებაში;


 

19) ქალაქ ბათუმის გარე სარეკლამო მომსახურების ბაზარი - დადგინდა  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევა;

 

20) სახელმწიფო შესყიდვების პროცესში გამოყენებული ხელშეკრულების  შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიებით მომსახურების ბაზარი - დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევა.

 

 

დამატებით, განგიმარტავთ, რომ სააგენტო საქმის მოკვლევას ახორციელებს  განცხადების/საჩივრის საფუძველზე ან/და საკუთარი ინიციატივით. საქმის მოკვლევა  ხორციელდება ცალკეულ კანონდარღვევის ფაქტთან მიმართებით და ხდება  კონკრეტული, მოკვლევის მიზნებისთვის განსაზღვრული შესაბამისი ეკონომიკური  აგენტის ქცევის კონკურენციის კანონთან შესაბამისობის დადგენა. ამდენად, მოკვლევის  ფარგლებში სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ბაზარზე მოქმედი ყველა სუბიექტის ქცევის  შეფასება არ ხორციელდება.

 

 საქმის მოკვლევისგან განსხვავებით, სააგენტო ბაზრის ზოგად ანალიზს  ახორციელებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს 17/2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული   მონიტორინგის ფარგლებში (კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოსავლენად სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი);


 

 უშუალოდ, ბაზრის მონიტორინგთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან  დღემდე, სააგენტომ დაასრულა ორი ბაზრის - ყავის და მგზავრთა ავიაგადაყვანის  ბაზრების მონიტორინგი - თუმცა, არ გამოვლენილა კონკურენციის შეზღუდვისა და  არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარუდო ფაქტები.

 

 ამასთან, გაცნობებთ, რომ ინფორმაცია სააგენტოს მიერ მიღებული  გადაწყვეტილებების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე- www.competition.ge (სექცია - სასარგებლო ინფორმაცია - სააგენტოს მიერ მიღებულიგადაწყვეტილებები), ასევე, სააგენტოს საქმიანობის 2014, 2015, 2016 და 2017 წლებისწლიურ ანგარიშებში (http://competition.ge/ge/page3.php?i=152&v=155).

 

 

 კითხვა N2: რა ეტაპზეა საწვავის ბაზრის ხელმეორე შესწავლა?

 

 

„კონკურენციის სააგენტო“ - საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 17 იანვრის N04/7 ბრძანების შესაბამისად, სააგენტოში დაიწყო საავტომობილო საწვავის(ბენზინი/დიზელი) ბაზრის ხელახალი მოკვლევა. საქმის განხილვა ფინალურ ეტაპზეა და ინფორმაცია სააგენტოს მიერ მიღებული გადაწვეტილების თაობაზე გამოქვეყნდებასააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.competition.ge (სექცია - სასარგებლო ინფორმაცია - სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები).


კითხვა N3: დღეს სააგენტო რომელი ბაზრების შესწავლით არის დაკავებული?

 

 „კონკურენციის სააგენტო“  - დღეის მდგომარეობით, სააგენტოში მიმდინარეობს 3 საქმის მოკვლევა (საავტომობილო საწვავი; ელექტრო ბუხრები და ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის ბაზარი) და 4 ბაზრის მონიტორინგი (სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის, ჩვილ ბავშვთა კვების, ავტოდაზღვევის და ფილტრიანი დაუფილტრო სიგარეტების ბაზრები).

 

 

 კითხვა N4: კონკურენციის სააგენტოს შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია დღეს არსებული ბიზნესგარემო მონოპოლიების მიმართულებით?



„კონკურენციის სააგენტო“  - უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინს „მონოპოლია“ საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სააგენტო ცალკეული მოკვლევის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, თუ რამდენად აქვს ადგილი კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას და რამდენად იყენებს მოკვლევის მიზნებისათვის განსაზღვრულ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტი ბოროტად მის დომინირებულ მდგომარეობას („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი).

 

ამასთან, საგულისხმოა, რომ მხოლოდ დომინირებული მდგომარეობა არ წარმოადგენს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას, თუ ადგილი არ აქვს მისი ბოროტად გამოყენების ფაქტს. თავის მხრივ, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს ეკისრება ჯარიმა კანონის 33-ე მუხლის  შესაბამისად.

 

 

კითხვა N5: უახლოეს მომავალში კონკურენციის სააგენტო რომელი ბაზრებით დაინტერესდება?

 

„კონკურენციის სააგენტო“  - აღსანიშნავია, რომ მოქმედი კონკურენციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სააგენტოს მიერ პრიორიტეტული მიმართულებების (ბაზრების) განსაზღვრის უფლებამოსილებას და საქმის მოკვლევის დაწყება ხორციელდება მხოლოდ ზემოაღნიშნული სამი საფუძვლით (განცხადება/საჩივარი/საკუთარი ინიციატივა), რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, საქმის მასალების ანალიზისა და გონივრული ეჭვის სტანდარტის დაკმაყოფილების საფუძველზე.


ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას წინასწარ განსაზღვროს, თუ რომელი ბაზრების შესწავლას განახორციელებს.

 

 ავტორი: სოფო ქსოვრელი 




კლუბი ბასიანი იხსნება

კლუბი ბასიანი იხსნება
person access_time2018-05-23 15:12:40
კლუბი ბასიანი იხსნება. ამის შესახებ კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი „facebook“-ზე წერს. გელბახიანის ინფორმაციით მათ შსს-დან დაურეკს და უთხრეს, რომ კლუბს ლუქი მოეხსნა.   შეგახსნებთ, რომ სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების...

პირველად ისტორიაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს

პირველად ისტორიაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს
person access_time2018-05-23 14:50:45
  226-წლიანი ისტორიაში პირველად, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.     კაპიტალიზაციის მოცულობით მსოფლიოში უმსხვილეს ბირჟას სტეისი კანინგემი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ მომენტისთვის ოპერაციული დირექტორის პოსტს იკავებს.     კანინგემი ახალ პოზიციას 25 მაისს დაიკავებს.  

ბათუმში კაზინო ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი

ბათუმში  კაზინო  ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი
person access_time2018-05-23 11:52:13
  კომერსანტისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რომ ბათუმში  ცნობილი ლაქშერი ტიპის სამორინე  — Eclipse შემოდის. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ბათუმისა და თბილისის ქუჩებში საინტერესო ბანერები გაჩნდა წარწერით: ეკლიპსი გვიახლოვდება. როგორც — ეკლიფსი-ის წარმომადგენლობამ განგვიცხადა, ახალი...

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ
person access_time2018-05-23 10:47:35
  Human Rights Watch-ის აღმასრულებელი დირექტორის კენეტ როტის განცხადებით, რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით  სურს პატივისცემის მოპოვება და თავის მხარეს სურს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გადაბირება.    ამიტომ უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch მსოფლიო...

საქართველო საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება

საქართველო  საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება
person access_time2018-05-23 11:00:00
   საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია – ICCA-ს რეიტინგში, საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ხელმძღვანელმა  თორნიკე ზირაქიშვილმა რადიო „კომერსანტს “უთხრა, გამარტივებული სავიზო რეჟიმი, კარგი ინფრასტრუქტურა...


მსგავსი სიახლეები

up