კონკურენციის სააგენტომ „საქართველოს ფოსტის“ საჩივარი „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ წინააღმდეგ დაუშვებლად ცნო

კონკურენციის სააგენტომ „საქართველოს ფოსტის“ საჩივარი „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ წინააღმდეგ დაუშვებლად ცნო

access_time2021-02-22 13:00:00

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, „საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი საჩივარი, „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ მიერ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.



„საჩივარში წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით - „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ მიერ TNT-სა და FedEx-ის სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლებაზე, როგორც მომჩივანისა და მოპასუხისაგან, ასევე საქპატენტისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დეტალურად იმსჯელა. მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, სააგენტოს პოზიციით, საჩივარში დაფიქსირებულ არც ერთ საკითხთან მიმართებაში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის დარღვევის გონივრული ეჭვი არ იკვეთება. შესაბამისად, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, როგორიცაა - ხელშეკრულებები, ე.წ. „ბრენდ აუდიტის“ შედეგები და ა.შ. სააგენტოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებს“ საქართველოს ტერიტორიაზე TNT-ისა და FedEx-ის სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლება აქვს.



საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე კომპანიას მიეცა რეკომენდაცია - განახორციელოს სოციალურ ქსელებსა და ვებ-გვერდებზე მის შესახებ არსებული ინფორმაციის მონიტორინგი, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მის მიერ არაოპერირებად ელექტრონულ რესურსებზე შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ შესახებ განთავსებულ იქნას რელევანტური ინფორმაცია. ასევე, შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირებს მოსთხოვოს ინფორმაციის კორექტირება და საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს ინფორმაცია რეკომენდაციებთან დაკავშირებით მის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ.




მხარეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ თბილისის საქალაქო სასამართლოში.



კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისათვის, მოკვლევის 3 საქმეს აწარმოებს, მათ შორის, ერთი შეთანხმებულ ქმედებას, ორი კი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს ეხება. ასევე, მიმდინარეობს საავტომობილო საწვავის და ფარმაციის ბაზრის მონიტორინგები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები
access_time2021-02-27 20:30:47
20 იანვარს დემოკრატი ჯი ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. რისი გაკეთება მოასწო მან 1 თვეში?   1.ვაქცინაციის დაჩქარება აშშ-ს მოსახლეობის ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო თუმცა, ნელი ტემპებით მიმდინარეობდა.   1 თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ პროცესის დაჩქარება მოახერხა - ყოველკვირეულად სხვადასხვა შტატში 11 მლნ. დოზა იგზავნება, რაც დეკემბერთან შედარებით 57%-ით...

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან
access_time2021-02-27 15:00:07
UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ. გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines,...

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა - რა ღირს რეგიონებში მგზავრობა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა - რა ღირს რეგიონებში მგზავრობა
access_time2021-02-27 13:00:48
თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა მიმართულებების დიდ ნაწილზე გაზრდილი ტარიფებით. დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე...

საქართველოს პირველი ნაბიჯები დიდ საიახტო ინდუსტრიაში

საქართველოს პირველი ნაბიჯები დიდ საიახტო ინდუსტრიაში
access_time2021-02-27 18:00:39
მსოფლიოს დიდ საიახტო ინდუსტრიაში საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს. ამ მოსაზრებას მნიშვნელოვნად ამყარებს ფაქტი, რომ ყველაზე მწვავე პანდემიური კრიზისის და მძიმე ლოქდაუნის დროს საქართველოში 10 იახტა გაიყიდა. წამყვანი საიახტო კომპნია „აზიმუტ ბენეტი“ საქართველოში 2017 წლიდანაა წარმოდგენილი, თუმცა გაყიდვების ასეთი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა. „გადავდგით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ათ ნაბიჯს უდრის, რადგან ჩვენს მოცემულობაში ეს შედეგი...

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა
access_time2021-02-27 11:15:31
პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB“ დონეზე დატოვა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.   უწყების ცნობით, პერსპექტივის გაუარესების მიუხედავად, (რომელიც უპირატესად ტურიზმის გლობალური აღდგენის შესახებ სააგენტოს შეფასებას უკავშირდება) რეიტინგის შენარჩუნება...


მსგავსი სიახლეები

up