კონკურენციის სააგენტომ რითეილის ბაზარზე პრობლემური საკითხების მოგვარებისთვის რეკომენდაციები გასცა

კონკურენციის სააგენტომ რითეილის ბაზარზე პრობლემური საკითხების მოგვარებისთვის რეკომენდაციები გასცა

access_time2020-04-28 11:49:13

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სადისტრიბუციო კომპანიებსა და საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებს შორის პრობლემურად მიჩნეულ საკითხებზე, ,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებაში, იმსჯელა და შესაბამისი რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.



მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტოს უნდა გამოევლინა - პრობლემურად წარმოჩენილი გარემოებები, შეიძლებოდა თუ არა მოქცეულიყო აკრძალულ ქმედებებში კანონის მე-6 (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) და მე-7 მუხლები (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება).



შესწავლილი იქნა 73 სადისტრიბუციო კომპანიის და 16 სავაჭრო ქსელის მონაცემები (ხელშეკრულებები, ჯამური ბრუნვები 2018–2019 წწ. ფილიალების რაოდენობა და მოცულობები, სარეალიზაციო პროდუქციის ასორტიმენტი).



სააგენტოს შეფასებით, კვლევის პროცესში, შესაბამის პროდუქციულ ბაზრად განისაზღვრა საცალო ვაჭრობის ობიექტების მიერ პროდუქციის საბითუმო შესყიდვის ბაზარი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მოიცავს, როგორც ქსელურ სავაჭრო, ასევე სხვა შემსყიდველ ობიექტებს.



კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2019 წლის მონაცემებით, მთლიან ბაზარზე საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების წილი განსაზღვრული იყო 31%–ით, სხვა შემსყიდველებზე მოდის 69%. ცალკე იქნა შეფასებული თბილისის ბაზარზე არსებული სურათიც – იგივე პერიოდში, საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების წილი განსაზღვრული იყო 40,5%–ით, სხვა შემსყიდველებზე მოდის 59,5%. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქსელური მარკეტების წილი ბაზარზე, ბოლო წლებში, მზარდია.




სააგენტოს შეფასებით, ბაზარზე არსებული სურათი გამორიცხავს რომელიმე ცალკე აღებული ვაჭრობის საცალო ქსელის ობიექტის დომინირებულ მდგომარებას ან ჯგუფური დომინირების შემთხვევას. შესაბამისად, მხარეების მიერ დასმული პრობლემები არ შეიძლება იყოს გამოწვეული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით (კანონის მე–6 მუხლი).



საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების მიერ სააგენტოსათვის მიწოდებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტ ქალაქში წარმოდგენილია – შპს ,სან სთორზი“ (28 ქალაქი) და შპს ,ს მარკეტი“ (23 ქალაქი), თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ეკონომიკური აგენტები წარმოადგენენ სპეციფიკურ – ავტოგასამართ სადგურზე მოქმედ მარკეტებს. საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მეტ ქალაქში გვხვდება – შპს ,ორი ნაბიჯი“ (18 ქალაქი) და ყველაზე ცოტა ქალაქშია წარმოდგენილი – სს ,გუდვილი“ (3 ქალაქი). ამასთან, ქვეყნის მასშტაბით ფილიალების რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილზეა – შპს ,ორი ნაბიჯი“ (207 ფილიალი) და ყველაზე ნაკლები ფილიალი აქვს – სს ,გუდვილს“ (10 ფილიალი). შეთავაზებული პროდუქციის დასახელებათა ყველაზე ფართო ასორტიმენტით ლიდერობს – შპს ,მაჯიდ ალ ფუდტაიმ ჰიპერმარკეტი“ და ბოლო პოზიციაზეა – შპს ,ს მარკეტსი“.



მეორე პრობლემატური საკითხი შეეხებოდა სხვადასხვა ხელშეკრულებებში არსებულ ჩანაწერს – ,მიწოდების უდაბლესი ფასის შესახებ’’. სააგენტოს მიერ აღნიშნული განიმარტა - როგორც ერთი ქსელის მფლობელობაში არსებულ მაღაზიებს შორის დაწესებული პირობა და არა სხვა ქსელის მაღაზიებთან (კონკურენტებთან) დაკავშირებული საკითხი. შესაბამისად, აღნიშნული საკითხიც არ იქნა მიჩნეული კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად (კანონის მე–7 მუხლი).



„მონიტორინგის პროცესში, შესწავლილი იქნა ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება. საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე დადასტურდა, რომ ანალოგიურ პრობლემებს აწყდებოდნენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, იაპონია და კონკურენციის სამართლის ფარგლებში, ვერც ამ ქვეყნებში მოხერხდა აღნიშნული საკითხების მოწესრიგება. შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია და გასცა რეკომენდაცია - დაწყებულ იქნეს მუშაობა საცალო ვაჭრობის ბაზრის შედარებით სუსტი მოთამაშეების ინტერესების დამცავი საკანონმდებლო ნორმების შემოღების მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაზე“ - საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.



შეგახსენებთ, რომ ,საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების’’ ბაზრის მონიტორინგი - პარლამენტის წევრ ბექა ნაცვლიშვილის და ,საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ მომართვის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტომ 2019 წლის ივლისში დაიწყო.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up