კონკურენციის სააგენტომ „აუთდორ.ჯი“ 32 358 ლარით დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტომ „აუთდორ.ჯი“ 32 358 ლარით დააჯარიმა

access_time2020-03-20 19:00:35

„კომერსანტის“ ინფორმაციით,  შპს „აუთდორ.ჯი“ კონკურენციის სააგენტომ 32 358 ლარით დააჯარიმა. სარეკლამო კომპანიამ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი დაარღვევია, რაც დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.


კონკურნციის სააგენტოში აცხადებენ, რომ  მოკვლევა ეხებოდა შპს „აუთდორ.ჯის“ მიერ ქალაქ თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მომსახურების ბაზარზე განხორციელებული ქმედების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტს.


„ჯევერს დეველოპმენტის საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დავასრულეთ და სააგენტომ დაადგინა, რომ  ადგილი ჰქონდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ფაქტს. ეს გულისხმობს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. თემა ეხებოდა სარეკლამო ბაზარზე არსებულ კონკრეტულ შემთხვევას. შესაბამისად, კომპანიას კანონით გათვალისწინებული ფინანსური სანქცია დაეკისრა და მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია. თქვენთვის ცნობილია, რომ სააგენტოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ეს საკითხიც იგივე პროცესშია, ამიტომ, ამ ეტაპზე, მეტი დეტალის დაზუსტებისგან თავს შევიკავებთ, - განაცხადეს კონკურენციის სააგენტოში.


როგორც ცნობილია, შპს „აუთდორ.ჯი“ 2014 წელს გაიყიდა და მისი მფლობელი „ვისოლ ჯგუფი“-ს შვილობილი კომპანია, შპს „ალმა“ გახდა. „აუთდორ.ჯი“ 2009 წლიდან ექსკლუზიურად ფლობს გარე რეკლამის განთავსების ნებართვას თბილისში.


აღნიშნულ საკითხზე „კომერსანტი“ აქამდეც წერდა. შპს „ჯევერს დეველოპმენტის“ ხელმძღვანელი ირაკლი ვარშალომიძე აცხადებდა, რომ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების მოთხოვნით ექსკლუზიური ნებართვის მქონე კომპანიას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ვარშალომიძე ამბობდა იმასაც, რომ რამდენჯერმე „ვისოლ ჯგუფის“ და „ალმას“ წარმომადგენლებსაც შეხვდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.



„ჩვენს კომპანიას თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან მშენებლობის ნებართვა აქვს მიღებული, რომლის საფუძველზეც თბილისში, რამიშვილის ქუჩა N20-ში (ჩოგბურთის კორტებთან) სარეკლამო კონსტრუქცია ავაშენეთ. საუბარია, ერთ სარეკლამო ბილბორდზე. თუმცა, „აუთდორ.ჯი“-სგან დღემდე ვერ ხერხდება გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვება. უარის მიზეზი კი შემდეგია - კომპანიის მესვეურებს არ სურთ სხვა კომპანიების ბაზარზე შესვლა, რომლებიც მათ დომინირებულ მდგომარეობას ხელს შეუშლიან. ისინი ბარიერებს ხელოვნურად ქმნიან არ აძლევენ სხვა კომპანიებს ბაზარზე შესვლის საშუალებას, ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს აცხადებენ. არის შემთხვევები, როდესაც სხვა კომპანიებს (ან მათ კონსტრუქციებს) ყიდულობენ, ნაცვლად იმისა, რომ მსგავსი კონსტრუქციების მესაკუთრეებს მისცენ გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. იმის გათვალისწინებით, რომ „აუთდორ.ჯი“ პრინციპულად არ გასცემს გარე რეკლამის განთავსების ნებართვებს, კონსტრუქციების მესაკუთრე კომპანიებს რჩება მხოლოდ ერთადერთი გზა - მიყიდონ თავიანთი აქტივები მონოპოლისტ კომპანიას, საბაზროზე დაბალ ფასად. ჩვენს შემთხვევაშიც მოლაპარაკებები ამ მიმართულებით წავიდა. „ალმას“, როგორც „აუთდორ.ჯის“ მფლობელ კომპანიას სურვილი ჰქონდა ჩვენგან რამიშვილის ქუჩაზე აშენებული სარეკლამო კონსტრუქცია შეესყიდა. გარიგება ვერ შედგა, რადგან მათ მიერ შემოთავაზებული ნასყიდობის ფასი საბაზრო ფასზე საგრძნობლად დაბალი იყო“, –აცხადებდა კომერსანტთან გასულ წელს ირაკლი ვარშალომიძე.

 

სწორედ ეს ფაქტი გახდა მიზეზი იმისა, რომ კომპანია შპს „ჯევერს დეველოპმენტმა“ კონკურენციის სააგენტოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) დარღვევის ფაქტზე მიმართა.


შპს „ჯევერს დეველოპმენტის“ ხელმძღვანელი ამბობდა, რომ თბილისში, შპს „ალმა“ და „აუთდორ.ჯი“ ბაზრის 70%-ზე მეტს ფლობდნენ.


„2014 წლიდან, მას შემდეგ რაც „ალმამ“ შეისყიდა აუთდორ.ჯი და გახდა „გარე რეკლამის ნებართვის” არაპირდაპირი მფლობელი, აქტიურად დაიწყო მუშაობა პატარა კომპანიების შეერთებაზე. იმ კომპანიების დამფუძნებლები თავიანთი ნებით არ გაყიდდნენ კომპანიებს თუ ექნებოდათ თავისუფლად ოპერირების შესაძლებლობა. ფაქტობრივად, მას შემდეგ რაც „ალმამ“ შეისყიდა „აუთდორ.ჯი“, შეუძლებელი ხდება ამ ბაზარზე ოპერირება, ნებართვებს მხოლოდ მათთან დაკავშირებულ კომპანიებს აძლევენ,“ – აღნიშნავდა ვარშალომიძე.

 


კონკურენციის სააგენტოს მიღებული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. მიმრთავს თუ არა „აუთდორ.ჯი“თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დროისთვის უცნობია. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ „კომერსანტი“ „ალმას“ და „აუთდორ.ჯის“  მფლობელ „ვისოლ ჯგუფს“ დაუკავშირდა. კომპანიის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up