კონკურენციის სააგენტომ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით 5 ბაზრის მონიტორინგი და 3 მოკვლევა დაასრულა

კონკურენციის სააგენტომ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით 5 ბაზრის მონიტორინგი და 3 მოკვლევა დაასრულა

access_time2021-04-21 12:40:00

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით 5 ბაზრის მონიტორინგი და 3 მოკვლევა დაასრულა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.



სააგენტოს ინფორმაციითვე, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს - 7 მონიტორინგიდან დასრულდა 5 ბაზრის შესწავლა: ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი; საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი; ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი; ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგი; ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგები. COVID 19-ის გავლენის და ნავთობის გლობალურ ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში, გამოქვეყნდა შუალედური მიმოხილვა. ასევე, უწყების მიერ დამუშავდა ბაზრების მონიტორინგის წარმოების მეთოდური დოკუმენტი. შესაბამისად, 2021 წლიდან სააგენტო მონიტორინგის დაწყების გადაწყვეტილებას ახალი მეთოდური დოკუმენტის საფუძველზე განახორციელებს.



საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა საქონლის/მომსახურების ბაზრის 6 მოკვლევა. დასრულდა 3 – “ჯი თი მოტორსის“ საქმე, „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საქმე და „ჯევერს დეველოპმენტის“ საქმე. ერთ შემთხვევაში დამტკიცდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მოპასუხეს კანონით გათვალისწინებული ფინანსური სანქცია დაეკისრა და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით რეკომენდაცია გაიცა. ორ შემთხვევაში დადგინდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. 7 საჩივარზე სააგენტომ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
2020 წელს, კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, სააგენტომ გასცა 4 რეკომენდაცია. მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება უწყებაში შემოვიდა 1, რომელზეც გაიცა თანხმობა. საანგარიშო პერიოდში, დამუშავდა სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადაზღვევო სექტორის საქმიანობის მაჩვენებლებზე დადებითად აისახა. ასევე, კონკურენციის სამართლებრივ წარმოებაში კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით, მომზადდა გზამკვლევი დოკუმენტი, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.



„2020 წელი, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის, პანდემიის მიუხედავად, გამორჩეული იყო. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ამსახველი საუკეთესო მაგალითია. დადგინდა და დაიხვეწა უწყების ფუნქცია-მოვალეობები. ძალაში შევიდა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც საქართველოს რეალობისთვის სიახლეა და მიზნად ისახავს სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებისა და ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტისგან დამცავი ინსტრუმენტის შემოღებას. განხორციელდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რაც გულისხმობს სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გამართული ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველყოფას. პარლამენტში დაინიცირებულია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის აღმასრულებელ უწყებადაც სააგენტო განისაზღვრება. დოკუმენტი ევროდირექტივების სრული დაცვით არის მომზადებული და ემსახურება მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას.


კონკურენციის პოლიტიკის ისტორია საქართველოში, რომელიც გარკვეული ცვლილებებით ხასიათდებოდა, თითქმის, 30 წელს ითვლის. ეს არის უდიდესი გამოცდილება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა იმისა, რომ დღეს სააგენტომ - მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქმიანობა ეფექტურად აღასრულოს. მიმდინარე წლის მთავარ გამოწვევად რჩება მომხმარებლების და ეკონომიკური აგენტების მხრიდან ნდობის მანდატის გაძლიერება. შესაბამისად, 2021 წელს, უწყებამ მნიშვნელოვან საკითხებს - ეფექტიანი, ქმედითი გადაწყვეტილებების შედეგებით უნდა უპასუხოს.“ - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.


2021 წლის პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით, კონკურენციის სააგენტო ახორციელებს საავტომობილო საწვავის და ფარმაციის ბაზრის მინიტორინგებს. 3 მოკვლევიდან დასრულდა ერთი, სადაც დადგინდა შეთანხმებული ქმედება. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე მიმდინარე რეჟიმშია 2 მოვლევის პროცესი - შედეგები 2021 წლის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი. 1 ივნისიდან იწყება განაცხადების მიღება ანტიდემპინგის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროექტის მხარდაჭერით იწყება გრძელვადიანი ორგანიზაციული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და ასევე კომუნიკაციის სტრატეგიის დამუშავება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up