კონკურენციის სააგენტო ამ ეტაპზე რამდენიმე ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს

კონკურენციის სააგენტო ამ ეტაპზე რამდენიმე ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს

access_time2020-02-11 14:37:10

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სააგენტო პურპროდუქტების საკითხზე აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით სამი ძირითადი სექტორია: ხორბლის იმპორტი, პურპროდუტების წარმოება და ასევე ფქვილის წარმოების კომპონენტი. ამის შესახებ ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


„ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. დასრულდა 2019 წელი და ვფიქრობთ, გარკვეულ დინამიკაში პროცესის დანახვა მნიშვნელოვანია. სამი ძირითადი სექტორია: ხორბლის იმპორტი, პურპროდუტების წარმოება და ასევე ფქვილის წარმოების კომპონენტი. გარკვეული მიმართულებით დასკვნები უკვე გვაქვს, თუმცა დრო გვჭირდება, რომ საბოლოოდ ამის შეფასება მოვახდინოთ, როგორც იმ კონკრეტული პერიოდის,მაშინ როდესაც კითხვები გაჩნდა, რის გამოც დაევალა კონკურენციის სააგენტოს აღნიშნული საკითხის მონიტორინგის პროცესი, ასევე ზოგადად, ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით. ჩვენ უფრო გლობალურად ვუყურებთ ამ საკითხს", - აღნიშნა ლექვინაძემ.


იგი მიიჩნევს, რომ პირველ კვარტალში სააგენტოს აღნიშნულ საკითხზე გარკვეული შეფასება ექნება.



ჟურნალისტების კითხვაზე, საკითხის დროულად შესასწავლად, მიაწოდეს თუ არა კონკურენციის სააგენტოს პურპროდუქტების მწარმოებლებმა ინფორმაცია დროულად, ლექვინაძემ ასე უპასუხა: „ზოგადად, მონიტორინგის პროცესი კონკრეტულ ვადაში დასკვნის წარმოდგენას არ გულისხმობს, განსხვავებით მოკვლევის პროცესისგან. გარდა ამისა, მონიტორინგის პროცესში კომპანიებს არ აქვთ ვალდებულება, აუცილებლად მიაწოდონ ინფორმაცია კონკურენციის სააგენტოს. გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ მონიტორინგის პროცესში ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ინფორმაციის მოწოდების მაჩვენებელი მაღალი არ არის, თუმცა ამას აქტიური კომუნიკაციების გზებით ვცდილობთ. ვფიქრობთ, ეს არის გზა, რომელიც ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობას გააუმჯობესებს. გვყავს ჩვენი წყაროები, საიდანაც ინფორმაციას ვიღებთ და გარკვეული ტიპის ინფორმაციაზე წვდომა გვაქვს , თუმცა ამ პროცესში კომპანიების თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ახალ კანონმდებლობში ეს ნაწილი გაუმჯობესებულია“, - აღნიშნა ლექვინაძემ.


მისი თქმით, კონკურენციის სააგენტო ამ ეტაპზე რამდენიმე ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს.


„შვიდი ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს: ფარმაციის ბაზარი, ავტოდაზღვევის ბაზარი, ბავშვთა კვების ბაზარი, სიგარეტის ბაზარი, პურპროდუქტებისა და ნავთობპროდუქტების ბაზარი. ეს არის ძირითადი თემები, სადაც კონკურენციის სააგენტო მონიტორინგს ახორციელებს“, - აცხადებს ლექვინაძე.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up