კონკურენციის მხარდაჭერის და განვითარების მიზნით ეროვნულ ბანკსა და ბაზრის მარეგულირებლებს შორის შეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა

კონკურენციის მხარდაჭერის და განვითარების მიზნით ეროვნულ ბანკსა და ბაზრის მარეგულირებლებს შორის შეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა

access_time2021-12-03 22:00:00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მსოფლიო კონკურენციის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



ღონისძიებაზე კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ბაზრის ხუთ მარეგულირებელს შორის შეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა და კომუნიკაციების კომისიის წარმოდგენელმა, ვახტანგ აბაშიძემ ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიზანი კონკურენციის პოლიტიკის ყოველწლიური ერთობლივი კონფერენციის ჩატარებაა, სადაც უწყებები წლის მანძილზე განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღებულ შედეგებს შეაჯამებენ.




კობა გვენეტაძემ კონფერენციის მონაწილეებთან ვრცლად ისაუბრა თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა საკითხის აუცილებლობაზე ეკონომიკური ზრდის ასპექტში და მონაწილეებს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო. “კონკურენციის პოლიტიკებზე მუშაობის თვალსაზრისით 2020 წელი მნიშვნელოვანი წელი იყო საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ორგანული კანონით სებ-ს უკვე ჰქონდა განსაზღვრული კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების მანდატი, 2020 წელს კონკურენციის კანონში შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმისათვის, რომ უფრო სიღრმისეულ პოლიტიკებსა და რეგულაციებზე დაგვეწყო მუშაობა. 2021 წელს ორი აქტი შევიმუშავეთ და გამოვაქვეყნეთ. აღნიშნული წესები კონკურენციის სააგენტოს მეორად კანონმდებლობასა და საერთაშორისო მოწინავე პრაქტიკებს დაეფუძნა. მათი შემუშავების პროცესი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების ექსპერტული დახმარებისა და, კონკურენციის სააგენტოსა და ფინანსურ სექტორთან ინტენსიური ჩართულობითა წარიმართა, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას სააგენტოსა და მსოფლიო ბანკს. როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოს ეკონომიკურ ბაზრებზე სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობა, რაც ამ სფეროების და ბაზრების თავისუფალი განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენის მხრივ, ვფიქრობთ, რომ შემუშავებული წესების ეფექტიანად აღსრულებით მნიშვნელოვნად გაიზრდება ეროვნული ბანკის მიერ კონკურენციასთან დაკავშირებული საქმიანობის და გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა,“- განაცხადა კობა გვენეტაძემ.



ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და პარლამენტის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up