კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ,,ალგორითმის

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ,,ალგორითმის" საჩივრის საფუძველზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადასტურა

access_time2021-07-23 14:20:58

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ალგორითმის" საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხებოდა, მსგავსი დასახელების კომპანიის - შპს „ალგორითმის "მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს. სააგენტოში წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, მომჩვანი კომპანია „ალგორითმი" სადავოდ ხდიდა მოპასუხე კომპანია „ალგორითმის" მხრიდან მისი სახელითა და რეპუტაციით სარგებლობის, დომეინ მისამართის მისაკუთრების, ლოგოების მსგავსების საკითხებს.

 

მოკვლევის შედეგად სააგენტომ დადგინდა - "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11(3) მუხლის დარღვევის ფაქტი. კერძოდ, კომუნიკაციის საშუალებით საქონლის შესახებ ისეთი ინფორმაციის გადაცემა, პროდუქციის იმგვარი ფორმით პრეზენტირება/რეკლამირება, რაც შეცდომაში შემყვანია და მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის. ასევე, მიღებული და დამუშავებული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ მოპასუხე კომპანია „ალგორითმის" მხრიდან ადგილი არ ჰქონია დომეინის რეგისტრაციისას რაიმე სამართალდარღვევას, ლოგოების აღრევას. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს დაევალა - კომპანიის სარეკლამო პოლიტიკა აწარმოოს იმგვარად, რომ მისი და მომჩივანი კომპანიის აღრევის, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკი თავიდან იქნას აცილებული. საჯარიმო სანქციის მექანიზმის გამოყენება არ მოხდა, გამომდინარე იქიდან, რომ დარღვევის ფაქტი 2020 წლის ნოემბრამდე პერიოდში იყო დაფიქსირებული, როდესაც კონკურენციის შესახებ განახლებულო კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ იყო ძალაში შესული. განმორებითი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქცია, რომელიც გულისხმობს ჯარიმას ბრუნვის 1%-მდე ოდენობით.

 


2021 წელს კონკურენციის სააგენტომ 3 მოკვლევა დაასრულა. ამ დროისათვის, შესწავლის პროცესშია - 2 საქმე და 3 საჩივართან მიმართებით სააგენტო დასაშვებადობის საკითხს განიხილავს. მიმდინარე რეჟიმშია 2 ბაზრის - საავტომობილო საწვავის და ფარმაციის მონიტორინგი, საპორტო გადაზიდვების ბაზრის მონიტორინგი უწყებამ მიმდინარე წელს დასრულდა. ასევე, განხილვის პროცესშია კონცენტრაციის შესახებ ერთი განაცხადი.






Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!

Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!
access_time2021-09-27 09:55:29
სამსუნგის უახლესი, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვები უკვე დაიწყო.  სმარტფონების შეძენა შესაძლებელია სამსუნგის ყველა ოფიციალური პარტნიორის მაღაზიათა ქსელებსა და ონლაინ, მათი ვებ-გვერდების საშუალებით.    გაყიდვების დაწყებასთან ერთად, შეზღუდული დროითა და რაოდენობით, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ დამატებით საჩუქრები სამსუნგისაგან: ორივე მოდელისთვის საჩუქრად გადმოგეცემათ 1 წლიანი...

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
access_time2021-09-27 01:10:27
სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში
access_time2021-09-26 16:00:14
...

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება
access_time2021-09-26 14:00:36
...

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ცენტრის მოსაწყობასდ 50 მილიონი ლარი იხარჯება

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ცენტრის მოსაწყობასდ 50 მილიონი ლარი იხარჯება
access_time2021-09-26 11:00:06
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) ხელმძღვანელის გიორგი ჩიქოვანის ინფორმაციით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტი ვიზიტორებს ოქტომბრის ბოლოდან...


მსგავსი სიახლეები

up