კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მსოფლიო კონკურენციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მსოფლიო კონკურენციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება

access_time2021-12-03 18:40:00

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მსოფლიო კონკურენციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება, რომელიც წელს „კონკურენციის პოლიტიკა ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკისთვის“ თემატიკით აღინიშნება. ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.



შეხვედრა გასხნა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ, რომელმაც მონაწილეებს მსოფლიო კონკურენციის დღე მიულოცა და უწყების 2014-2021 წლის საქმიანობის, მიღებული შედეგების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.



„კონკურენციის სააგენტოს აღდგენიდან, 2014–2021 წლებში - განხორციელდა 16 ბაზრის მონიტორინგი, 35 მოკვლევის საქმე. ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ გაიცა 15 თანხმობა. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 2 ბაზრის მონიტორინგი და 5 საქმის მოკვლევის პროცესი. მათ შორის, 3 სხვა მარეგულირებელთან ერთად. სულ გაცემულია 75 რეკომენდაცია, მათ შორის სახელმიფო უწყებებზე 56.



16 შემთხვევაზე გადახდილია სხვადასხვა დარღვევების გამო ეკონომიკური აგენტების მიერ - 3 მლნ-მდე ლარის ჯარიმა. ამავე პერიოდში, დასრულებულია 9 სასამართლო დავა და სააგენტოს გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული. ამ დროისათვის, სხვადასხვა ინსტაციაშია - 16 საქმე.




მიღებულია ცვლილებები კონკურენციის შესახებ კანონში, ანტიდემპინგური კანონმდებლობა, შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებები. დაგეგმილია მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი, რომლის აღმასრულებელ უწყებადაც კონკურენციის სააგენტო მოაზრება“, - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.



ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე; სემეკის თავმჯდომარე, თავით ნარმანია; დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, ვახტანგ აბაშიძე; საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი, იოლანტა ტაჩინსკა.



განახლებული კანონმდებლობის ფორმატში, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციის მსოფლიო დღის ფარგლებში, ხუთივე მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელმა პირმა ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიზანია - ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის ყოველწლიური კონფერენციის ჩატარდება, სადაც უწყებები წლის მანძილზე განხორციელებულ საქმეებს, მიღებულ შედეგებს, გამოწვევებს განიხილავენ.



დისტანციურ რეჟიმში, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის(UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ტერესა მორეირა; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) კონკურენციის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი, რენატო ფერანდი.



ღონისძიებას ესწრებიან: სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, სფეროს ექსპერტები, კოლეგა უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.



მსოფლიო კონკურენციის დღე 5 დეკემბერს 30-ზე მეტ ქვეყანაში 2010 წლიდან აღინიშნება და დაკავშირებულია ბიზნესის შემზღუდველი პრაქტიკის კონტროლთან, გაერთიანებული ერების მრავალმხრივ პრინციპებსა და წესებთან.







24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-24 18:00:29
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.0763- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0712 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1 თეთრით 3.4808-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.76 თეთრით 4.1515-მდე, 100 რუსულ რუბლთან 11.10 თეთრით 3.9149-მდე, თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.2287-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.22 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.33 თეთრით 1.8134-მდე...

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up