კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფოთის საზღვაო ნავსადგურის საპორტო  მომსახურების ბაზრის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფოთის საზღვაო ნავსადგურის საპორტო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

access_time2021-06-22 11:40:00

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის საპორტო (სტივიდორული) მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ბაზრების მონიტორინგი დაასრულა. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.


„მონიტორინგის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016-2019 წლებს.


სააგენტოს შეფასებით, 2016-2019 წლების მიხედვით, მთლიანობაში, სატერმინალო მომსახურების ბაზარზე კონკურენტული გარემოა. ზრდადია აღნიშნულ ბაზარზე მოქმედი სუბიექტების ერთობლივი ბრუნვა (77%-ით), გადამუშავებული საკონტეინერო ტვირთების რაოდენობა (68%-ით) და დასაქმებულთა რაოდენობაც (13,5%-ით). ამასთან, მომსახურების ტარიფები უცვლელი იყო.


ზრდადი იყო ეკონომიკური საქმიანობის მაჩვენებლები ავტოსატრანსპორტო მომსახურების ბაზარზეც, კერძოდ: ეკონომიკური აგენტების ერთობლივი ბრუნვა 194%-ით, გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 62%-ით (TEU განზომილებაში 11-ჯერ), დასაქმებულთა რაოდენობა 16%-ით.


2016 წლიდან ფაქტობრივად არ შემცირებულა ფოთის საზღვაო ნავსადგურში ოპერირებადი საზღვაო ხაზების რაოდენობაც და 2019 წლის ჩათვლით, მათი მაჩვენებლებიც ზრდის ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ერთობლივი ბრუნვა 73,5%-ით, ცალობით ჩატვირთული და გადმოტვირთული კონტეინერების რაოდენობა 167%-ით და დასაქმებულთა რაოდენობა 2%-მდე. საზღვაო ხაზებს სრული შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი სურვილის შესაბამისად, აირჩიონ საკონტეინერო ტვირთების მომსახურე სატერმინალო კომპანიები და ტერმინალებში ტვირთის გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც.



საპორტო (სტივიდორული) მომსახურების ბაზარზე 100%-იანი დომინანტური მდგომარეობა უჭირავს სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს". 2016-2019 წლებში იზრდებოდა მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები: ერთობლივი ბრუნვა 55%-ით, თითქმის გაორმაგდა შემოტანილი და გადაზიდული საკონტეინერო ტვირთების მოცულობაც, ხოლო მომსახურების ტარიფები უცვლელია.


მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მიღწეული პოზიტიური შედეგების მიუხედავად - სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" მიერ უკანასკნელ წლებში გატარებული მთელი რიგი კომპლექსური და პრევენციული ღონისძიებებისა, ჯერ კიდევ პრობლემურია უსაფრთხოებასთან და სხვადასხვა ინციდენტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს სხვადასხვა სახის დამატებითი აქტივობებით, რაც არ შეიძლება იყოს დაკავშირებული შესაბამის ბაზრებზე კონკურენციის შემზღუდვასთან.


გაფართოების მიმართულებით ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაგეგმილი მასშტაბური საინვესტიციო პროექტები, მათ შორის ტერმინალის გაფართოება და ახალი ნავმისადგომების აშენება, ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას, ტექნიკურ მოდერნიზაციას და, საბოლოო ჯამში, მისი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას.


სატერმინალო კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობის შეფასებით, სააგენტოს გადაწყვეტილება სატერმინალო ბიზნესსა და კონკურენტულ გარემოზე პოზიტიურად აისახა. შესაბამისად, საკონტეინერო ტვირთის გადამზიდავებს საშუალება მიეცათ - ტვირთის დამუშავებისთვის მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ტერმინალი თავისუფლად აირჩიონ და არ განხორციელდა მომსახურების ფასების ზრდა. მათივე განმარტებით, აღნიშნული მომენტისთვის, შესაბამის ბაზრებზე, კონკურენტული გარემოა.


შეგახსენებთ, რომ 2016 წელს სატერმინალო მომსახურების ბაზარზე მოქმედი 14 ეკონომიკური აგენტის საჩივრის საფუძველზე, ,,კორპორაცია ფოტის საზღვაო ნავსადგურის" მხრიდან ,,კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, სააგენტომ მოკვლევა განახორციელა. საკითხის შესწავლის დასრულებამდე, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ აკრძალა კონკურენციის საწინააღმდეგოდ მიჩნეული კონტეინერების გადამუშავების ახალი სქემისა და საპორტო მომსახურების ახალი კომბინირებული ტარიფის ამოქმედება. მოკვლევის ფარგლებში, კონკურენციის სააგენტოს მიერ გაიცა რეკომენდაციები - გამორიცხულ იქნას თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვა. უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ტექნიკური სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით ჩატარდეს საჭირო ღონისძიებები. განხორციელდეს - ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და საბაჟო საწყობებთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.


2020-2021 წლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ 5 სხვადასხვა ბაზრის მონიტორინგი დასრულდა. ამ დროისათვის, მიმდინარეა სწავავის და ფარმაციის ბაზრის მონოტორინგები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up