კონკურენციის ეროვნული სააგენტო 1 ივნისიდან ანტიდემპინგური ღონისძიების მიმართულებით განაცხადების მიღებას იწყებს

კონკურენციის ეროვნული სააგენტო 1 ივნისიდან ანტიდემპინგური ღონისძიების მიმართულებით განაცხადების მიღებას იწყებს

access_time2021-06-01 12:20:00

2021 წლის 1 ივნისიდან, კონკურენციის ეროვნული სააგენტო განაცხადების მიღებას იწყებს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.


საკითხის შესწავლა განხორციელდება ადგილობრივი ინდუსტრიის ან მისი სახელით გაკეთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე - იმ შემთხვევაში თუ გაჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მოცემული პროდუქტის საექსპორტო ფასი ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში ექსპორტიორი ქვეყნის ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ნორმალურ ღირებულებაზე დაბალია და ის ზიანს აყენებს ან წარმოადგენს ზიანის საფრთხეს ადგილობრივ ინდუსტრიებისთვის.


„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ მიზნად ისახავს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას დემპინგური იმპორტით მიყენებული ზიანისგან ან ამგვარი ზიანის საფრთხისაგან. უწყების უმთავრესი ამოცანაა იმპორტიორი და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სამართლიანი პრინციპების შეთავაზება და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა. შესწავლა იწყება იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი ინდუსტრიის 50%-ზე მეტი აკეთებს განაცხადს და განაცხადზე ხელმომწერების ერთობლივი წილი 25% ნაკლები არ არის მოცემულ ბაზარზე“ - აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, WTO-ს პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად დამუშავებული კანონპროექტი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.


„დემპინგის დადგენის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს უწყების მიერ განსახორციელებელი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს. შესწავლის შედეგს - შესაბამის დასკვნას კონკურენციის ეროვნული სააგენტო წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ანტიდემპინგური ღონისძიებების დაწესების შესახებ. კერძოდ, ინდუსტრიის დაცვის უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია საქმის შესწავლის პროცესში გამოყენებულ იქნეს წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფი - რაც მიმართულია ადგილობრივი ინდუსტრიის წინასწარი დაცვისკენ, სანამ მოკვლევის ორგანო დაასრულებს საკითხის შესწავლას. ხოლო, დემპინგის დადასტურების შემთხვევაში მოხდება სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის დაწესება.


კონფიდენციალური ინფორმაცია იქნება მკაცრად დაცული. შესწავლის დაწყების შესახებ ინფორმაცია და ასევე უწყების საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც სხვა მიღებული გადაწყვეტილებების შემთხვევაში იყო, იქნება საჯარო და გამოქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.


კანონით დადგენილი წესის თანახმად, სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლის პერიოდი გაგრძელდება, არაუმეტეს, 12 თვისა. ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს, მაქსიმუმ, 6 თვით. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დასკვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების შესახებ. ანტიდემპინგური ღონისძიების შედეგად დაწესებული ტარიფის ადმინისტრირებას განახორციელებს - შემოსავლების სამსახური.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up