კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში  მომხმარებლის უფლებების კანონის აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები მიმდინარეობს

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლის უფლებების კანონის აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები მიმდინარეობს

access_time2022-09-23 12:20:00

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მომზადებული კანონქვემდებარე აქტის განხილვის, დამუშავების მიზნით, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.


„კანონქვემდებარე აქტის პროექტის დახვეწის მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოში მოქმედ 20-მდე ბიზნეს ასოციაციის, სამოქალაქო სექტორის, ელექტრონული კომერციის ასოციაციის პარტნიორ ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ.


განხილულ იქნა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შედგენილი საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის პირველადი ვერსია, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ყველა მხარისთვის ცხადი რეგულაციების შექმნას და, მეორე მხრივ, სააგენტოს დაეხმარება მომხმარებლის უფლებები ეფექტიანად დაიცვას. შეხვედრაზე წარმოდგენილი რეკომენდაციები, შენიშვნები მხარეებმა ორმხრივ დონეზე განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.


ასევე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების და შესწავლის მიზნით, სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებსა და პოლონელ კოლეგებს შორის ონლაინ სამუშაო შეხვედრა შედგა. პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, პოლონელი კოლეგების მხრიდან, წარმოდგენილ იქნა მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სხვადასხვა ქეისები, მიდგომები, გამოწვევები, სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობის მეთოდები და ა.შ. შეხვედრაზე, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქონლის დაბრუნების წესი და გამონაკლისები, ასევე, ჯარიმის გამოთვლის პროცედურა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.



საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან შეხვედრები გაგრძელდება.


2022 წლის 1 სექტემბრიდან, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, სააგენტოში ცხელი ხაზი ამოქმედდა - 2 05 4422; 598 05 4422. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს და მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოს. მათ შორის, რას მოიცავს: მოვაჭრის ვალდებულებები, დისტანციური და სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებები, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები. შეძენილი საქონლის და მომსახურების დაბრუნების პროცედურები და ა.შ.


ასევე, 1 ივნისს TWINNING-ის პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას კონკურენციის სააგენტოს - ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი გაუწევს. პროექტის მიზანია - ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის მიმართულების გაძლიერება, საქართველოში მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესა, დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის გაძლიერება.


მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი ძალაშია 2022 წლის 1 ივნისიდან. კონკურენციის ეროვნული სააგენტო განაცხადების მიღებას და დარღვევებზე რეაგირებას 1 ნოემბრიდან დაიწყებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up