„კონკურენციის ცენტრი“: კერძო დაცვის კომპანიების ბაზარზე კონკურენცია იზღუდება

„კონკურენციის ცენტრი“: კერძო დაცვის კომპანიების ბაზარზე კონკურენცია იზღუდება

access_time2016-03-28 12:13:11

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონკურენციის ცენტრი“-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარიამ ქუჩულორიას განცხადებით, არსებული კანონმდებლობით კერძო დაცვის მომსახურების ბაზარზე შეინიშნება არაკონკურენტული გარემოს არსებობა.

 

კონკრეტულად, კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, რომელსაც გააჩნია კერძო დაცვითი კომპანიებისთვის ლიცენზიის გაცემის, შემოწმების და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქცია და ამავდროულად სახელშეკრულებო საფუძველზე ანალოგიური სერვისის განხორციელების უფლებამოსილება.

 


დაცვის პოლიციის დეპარტამენტს კერძო დაცვითი კომპანიების მსგავსად შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება და დაიცვას მესაკუთრის ქონება და კანონიერი ინტერესები მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაცვის მომსახურების ბაზარზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტი არის კერძო დაცვითი კომპანიების კონკურენტი და არსებობს ინტერესთა კონფლიქტი. ამ პირობებში არ არის გამორიცხული დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება (კერძო დაცვითი კომპანიების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციები, მათი კონტროლის და დაჯარიმების შესაძლებლობა) გამოიყენოს კონკურენტების საზიანოდ. არასამთავრობო ორგანიზაცია

 

„კონკურენციის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული დებულება ეწინააღმდეგება კონკურენციის პრინციპებს და კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში არათანაბარ პირობებში აყენებს კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. გარდა ამისა, აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო პრაქტიკას და გაეროს რეკომენდაციებს, ასევე საქართველოს კონსტიტუციას. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება - ხელი შეუწყოს კონკურენციის განვითარებას - გულისხმობს არამარტო მეწარმეთათვის თავისუფლების მინიჭებას, არამედ სახელმწიფოს მიერ ისეთი ნორმატიული გარემოს შექმნას, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის. აღნიშნულ საკითხზე ასევე იმსჯელა კონკურენციის სააგენტომ და საქართველოს მთავრობას წარუდგინა შესაბამისი რეკომენდაცია კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით. მარიამ ქუჩულორიას განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს არსებული მდგომარეობა და მიიღოს შესაბამისი ზომები დაცვის პოლიციის ბაზარზე კონკურენციის გაჯანსაღებისთვის.



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up