კონკრეტულ სტრატეგიაზე ქართული ავიაკომპანიები ჯერ არ საუბრობენ და ეჭვი მაქვს, რომ არც აქვთ - თამუნა თანდაშვილი

კონკრეტულ სტრატეგიაზე ქართული ავიაკომპანიები ჯერ არ საუბრობენ და ეჭვი მაქვს, რომ არც აქვთ - თამუნა თანდაშვილი

access_time2020-05-07 11:30:02

„ჯერ არ მოგვისმენია კონკრეტული სტრატეგია საავიაციო სექტორისთვის.დარგი არ არის ძლიერი და მხოლოდ ორი ადგილობრივი ავიაკომპანია გვყავს,რომელიც არ არის გამწევი ძალა.  კონკრეტულ გეგმაზე განაცხადი არ გაუკეთებია არც საავიაციო ხელისუფლებას და არც კომპანიებს და არ ვიცით რა მდგომარეობაა. დიდი იმედი მაქვს, რომ შიდა მოლაპარაკებები მაინც მიმდინარეობს. ბუნებრივია, დამოუკიდებლად საქართველო ვერ მიიღებს ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას,თუმცა, არაფერი უდგას წინ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს, რათა ვიცოდეთ  პირველი 5 ქვეყანა, სადაც ავიამიმოსვლას განვაახლებთ“ - ამის შესახებ საავიაციო დარგის ექსპერტი თამუნა თანდაშვილი აცხადებს.


რა სტრატეგია აქვთ ქართულ ავიაკომპანიებს, გაძვირდება თუ არა ბილეთის ფასი დაბალბიუჯეტიან ავიარეისებზე, ამასთან დაკაშირებით, თანდაშვილი აღნიშნავს, რომ კონკრეტული სტრატეგიის არსებობა ამ ეტაპზე არ ჩანს, თუმცა, უცხოური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ბიზნესმოდელი, მათ ბილეთების გაძვირების საშუალებას არ მისცემს.


„არაფერი გვსმენია ჯერჯერობით ქართული ავიაკომპანიების სტრატეგიაზე და ეჭვი მაქვს, რომ არც აქვთ კონკრეტული გეგმა. დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ უკვე თქვა, რომ არ აპირებს ავიაბილეთების გაძვირებას.მათ შეიძლება შედარებით დაბალფასიან ხომალდებზე გააკეთონ აქცენტი, რადგან შეიცვლება სავარძლების რაოდენობა. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს იმდენად კარგად აქვთი ბიზნესმოდელი აწყობილი, რომ ეს კრიზისი მათზე ისე მძიმედ არ აისახება, როგორც სხვაზე. ვფიქრობ, არც თუ ისე დრამატულადაა მდგომარეობა. საქართველო ცუდად არ პოზიციონირდება უსაფრთხოების კუთხით, მაგრამ ჩვენი საავიაციო სექტორი გაცილებით სუსტია, ვიდრე საერთაშორისო მასშტაბის ავიაკომპანიების სექტორი, ამიტომ წინასწარ დასკვნების გამოტანა არასწორი იქნება.


საქართველოში უცხოური ავიაკომპანიების სტრატეგია დამოკიდებულია საჯარო სექტორთან მოლაპარაკებებზე. თუ საჯარო სექტორი ეფექტურად მოელაპარაკება საერთაშორისო ავიაკომპანიებს და ისინი გახსნიან საქართველოში ფრენას, ეს სასარგებლო იქნება ჩვენთვის.“- ამბობს თანდაშვილი.



რომელ ბაზარზე უნდა გაკეთდეს აქცენტი შემოსავლებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით და მოიტანს თუ არა შიდა ტურიზმის აღდგენა მოგებას საავიაციო დარგისთვის, თანდაშვილი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ისრაელის ბაზარი, რადგან ამ ეტაპზე ყველაზე ხელსაყრელი სწორედ ისრაელთან მიმოსვლის აღგენა იქნება.


„ტურისტული სექტორი უნდა მოემზადოს, გადაიარაღდეს და თანამედროვე ტექნოლოგიებს აუბას მხარი, რადგან  როგორც კი გაიხსნება საზღვარი მზად იყოს კონკურენტუნარიანი პროდუქტის შესათავაზებლად.მთავარი ამოცანაა რა როლი უჭირვას ტურიზმს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკაში. თუ ტურიზმი მთავარი მამოძრავებელი ძალაა ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება საავიაციო სექტორის შენარჩუნება. თუ ისედაც სუსტი იყო საავიაციო სექტორი, მაშინ მეტი ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ავიაკომპანიებთან გაკვეული მარკეტინგული ღონისძიებების გატარებას.ისრაელთან შესაძლებელია დაუყოვნებლივ საზღვრების გახსნა და იმ დიდი ტურისტული ნაკადის მიღება, რომელიც ტრადიციულად ამ ქვეყნიდან გვაქვს. როგორც ვიცით, ისრაელის ბაზარი ჯგუფურ ტურიზმზეა ორიენტირებული და ისინი კომპანიებთან თვეებით ადრე განსაზღვრავენ ათეულობით ადგილს. ევროპიდან საქართველოსკენ ისე სწრაფად ვერ აღდგება მიმოსვლა, როგორც ისრაელიდან და მეზობელი ქვეყნებიდან. ასევე შემცირდება საქმიანი ავიამიმოსვლა, რადგან ციფული კომუნიკაცია საქმიანი შეხვედრის ალტერნატივა გახდა. საქმიანი ტურიზმის კუთხით ჩვენი მომხმარებელი ძირითადად სახელმწიფოა.“- ამბობს თანდაშვილი.


როგორც ცნობილია, საერთაშორისო ავიაკომპანიებმა უკვე დაიწყეს სტრატეგიაზე მუშაობა და ფაქტობრივად საფინალო მდგომარობაში არიან. აქვთ მოლაპარაკებები საკუთარი ქვეყნების მთავრობებთან, ითხოვენ დახმარებას, მეორეს მხრივ, დიდი ავიაკომპანიები ცდილობენ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღონ და აქცენტი პირველ რიგში, იმ ავიამიმართულებებზე გააკეთონ, სადაც გაიხსნება საზღვარი და სადაც შემოსავლები ექნებათ მაღალი. კორონავირუსის გავლენით საავიაციო სექტორს დაახლოებით 340 მილიარდის ზარალი მიადგა.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up