სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე შეთანხმებას, რომლის თანახმად ქვეყანას €3 მლნ–ს გამოუყოფენ ალკოჰოლური პროდუქციის წარმოებიდან სიტყვა „კონიაკის“ ამოღების სანაცვლოდ. ამის შესახებ სომხური გამოცემა panarmenian.net წერს.
გადახდა ევროკავშირის სამეზობლო ინსტრუმენტის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. შეთანხმების მიზანია სომხური ყურძნის დისტილატებიდან სიტყვა „კონიაკის“ ეტაპობრივ ამოღებაში მხარდაჭერა და ქვეყნისთვის საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში დახმარება.
საფრანგეთის კანონმდებლობის შესაბამისად, „კონიაკი“ დაცული გეოგრაფიული დასახელებაა. კონიაკი მხოლოდ იმ მაგარ ალკოჰოლურ სასმელს (ბრენდის) შეიძლება ეწოდებოდეს, რომელიც განსაზღვრულ მხარეში – შარანტას დეპარტამენტში იწარმოება, სადაც ამ სასმელისათვის სახელის მიმნიჭებელი ქალაქი კონიაკი მდებარეობს. დსთ–ის ვეყნებში, სადაც მანამდე იურიდიულად იყო გამყარებული ეს დასახელება, ტრადიციად ჩამოყალიბდა ბრენდის გარკვეულ სახეობას ეწოდებოდეს, მაგალითად, დაღესტნური, ან სომხური კონიაკი.
სომხეთმა ევროკავშირთან ყოფვლისმომცველი და გაფართოებული თანამშრომლობის შეთანხმება 2017 წელს გააფორმა. ამ დოკუმენტის თანახმად, სომეხმა მწარმოებლებმა საკუთარი პროდუქციის „სომხური კონიაკის“ დასახელებით ექსპორტის უფლება 25 წლის გაიხანგრძლივეს. ამის შემდეგ სომხეთს საერთოდ უარი უნდა ეთქვა ამ სახელწოდებისგან.