კონგრესმენი სენფორდი - „კონგრესში ბევრს სჯერა საქართველოს იდეალების“

კონგრესმენი სენფორდი - „კონგრესში ბევრს სჯერა საქართველოს იდეალების“

access_time2017-02-10 09:49:24

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პარალელურად, შეერთებულ შტატებს სტუმრობენ პარლამენტის წევრებიც. პარლამენტარები კონგრესის წარმომადგენლებს ხვდებიან და ამერიკა-საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე საურობენ. „ამერიკის ხმა" ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე რესპუბლიკელ კონგრესმენებს ესაუბრა.

 

შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ ბევრი კითხვა ისმის იმაზე, თუ როგორი იქნება შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და რა გავლენას იქონიებს ეს ურთიერთობა რუსეთის სამეზობლოზე. კონგრესმენი მარკ სენფორდი ამბობს, რომ საქართველოს და მის დემოკრატიას კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენლები უჭერენ მხარს.

 

„კონგრესში არიან ადამიანები, ვინც შეშფოთებულია პრეზიდენტ ტრამპის ზოგიერთი განცხადებით პუტინთან მიმართებით. ჩვენ არ ვიცით როგორ შეიცვლება პოლიტიკა რუსეთის მიმართ. რაც დანამდვილებით ვიცით არის, რომ კონგრესში ორივე პარტიის ბევრ წარმომადგენელს სჯერა საქართველოსი და მისი იდეალების," ამბობს სენფორდი.

 

მისი თქმით, ამერიკის კონგრესის მნიშვნელოვან ნაწილს ესმის საქართველოს ღირებულებების და "იზიარებს რწმენას, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს, როგორც დემოკრატიის შუქურას რეგიონში."


 

შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას რესპუბლიკელი კონგრესმენი დუნკან ჰანტერი ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპზე ერთგვარ წნეხს საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფები მოახდენენ.

 

„საქართველოსთან თანამშრომლობას მეტ ყურადღებას აქცევენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში და სენატში. აქვე უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტ ტრამპი ევროპაში რუსეთის ქმედებებს ხედავს და ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ვლადიმირ პუტინი ახლო აღმოსავლეთში და ვლადიმირ პუტინი ევროპაში, რომელიც საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს. ეს ორი საკითხი განსხვავებულად უნდა ვნახოთ," ამბობს ჰანტერი.

 

კონგრესმენი დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთს "ეტყვის დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა საქართველოს საზღვარი მეტად აღარ დაარღვიოს და საბოლოოდ უკან დაიხიონ და საქართველოს სუვერენიტეტი აღიარონ."

 

ჰანტერის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაიზრდება შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობა ბალტიისპირეთის და კავკასიის ქვეყნებთან, ასევე უკრაინასთან და პოლონეთთან. მისი თქმით, ამის მიზანი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების დამოუკიდებლობის და თავისუფლების გაძლიერებაა.

 

„ამერიკის ხმა“



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

რა უჯდება ბიუჯეტს არჩევნები და პოლიტიკური პარტიების შენახვა?

რა უჯდება ბიუჯეტს არჩევნები და პოლიტიკური პარტიების შენახვა?
access_time2020-10-23 10:00:12
არჩევნებს, ისევე როგორც სხვა დანარჩენ პროდუქტს თუ მომსახურებას თავისი ფასი გააჩნია. ხარჯი ორგვარია: პირდაპირი, რაც გულისხმობს ბიულეტენების ბეჭდვას, საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ხელფასების გადახდას, სარეკლამო დროს, ტრანსპორტირებას, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებას... ასევე პარტიების მხრიდან კამპანიაზე გაწეულ ხარჯებს.  და მეორე, ირიბი —  განვითარებად ქვეყნებში, სადაც მაღალია მოულოდნელობის კოეფიციენტი წინასაარჩევნოდ ეკონომიკური აქტივობა მცირდება....

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...


მსგავსი სიახლეები

up