კონგრესმენები თბილისში - „ამერიკა საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია“

კონგრესმენები თბილისში - „ამერიკა საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია“

access_time2017-02-27 12:35:27

საქართველოს ტერიტორილი მთლიანობისა და სუვერენიტეტის უცვლელი მხარდაჭერა, საქართველოს წვლილის სათანადო დაფასება გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში, საქართველოს გვერდში დგომა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ხელშესახები პროგრესის დაფასება და დახმარება დემოკრატიული განვითარების პროცესში - თავიანთი ქვეყნის ამგვარ ხედვასა და პოზიციებზე ილაპარაკეს თბილისში მყოფმა აშშ-ის კონგრესმენებმა.

 

ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი სიმბოლურად დაემთხვა თარიღს (1921 წლის 25 თებერვალი), როდესაც საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება. აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან რესპუბლიკელი კონგრესმენი ადრიან სმიტი და დემოკრატი კონგრესმენები დევიდ პრაისი და ჯერალდ კონოლი.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკელი კონგრესმენების ორპარტიულმა დელეგაციამ მტკიცე და უცვლელი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოსთვის სასიცოცხლო საკითხების ჭრილში. როგორც წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის ხელმძღვანელმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტერ როსკამმა აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამარტულ ბრიფინგზე, საქართველო ურთულეს გარემოში ვითარდება: ​„აქ ვართ, რათა გადმოგცეთ ძალიან მკაფიო მესიჯი და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართველი ხალხითა და საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დემოკრატიის განვითარების გზაზე, მსოფლიოს ძალიან ბობოქარ რეგიონში. ვიცით, რომ არის ზეწოლა ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან ზუსტად თქვენს საზღვართან. არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს გადაწყვეტილება, რომ წინ წავიდეს, შეინარჩუნოს დემოკრატიული პრინციპები და ინტეგრირდეს დასავლური ტიპის დემოკრატიასთან. ჩვენ აქ ვართ - როგორც პარტნიორები, ჩვენ აქ ვართ - როგორც მეგობრები და ჩვენ აქ ვართ, რათა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა".

 

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, პიტერ როსკამის, მსგავსად, საქართველოს განვითარების სწორ მიმართულებებსა და ძალისხმევაზე ილაპარაკა დემოკრატმა კონგრესმენმა დეივიდ პრაისმაც. მისი თქმით, ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ისიც, რაც არჩევნებს შორის პერიოდში ხდება - როცა დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ ხალხის ნებისა და ოპოზიციის ხმის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობები. საგანგებოდ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში: „ჩვენი ქვეყანა ძალიან, ძალიან აღტაცებულია თქვენი ქვეყნით - თქვენი მრავალწლიანი ბრძოლისთვის, ჩვენი სამხედრო ოპერაციების, ჩვენი საერთო ინტერესების მხარდაჭერისთვის - განსაკუთრებით ავღანეთში... 31 ქართველი დაიღუპა ამ კონფლიქტში და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მსხვერპლს. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მისწრაფებას ევროპული და დასავლური ინტეგრაციისკენ. ვაფასებთ ერთობლივ ქმედებებს ამერიკელ და ნატოელ სამხედროებთან ერთად. შესანიშნავი მიღწევაა ევროპაში მიმოსვლისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, რაც სულ მალე მოხდება. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი. საქართველოს მისწრაფებებს შეერთებულ შტატებში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს".


 

კონგრესმენებს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა არაერთხელ გადაუხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. საგანგებოდ აღინიშნა, რომ დელაგაციაში შემავალი კონგრესმენების სახელს უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეტად მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელიც აშშ-ის კონგრესმა გასულ წელს დაამტკიცა. პარლამენტის თავმჯდომარემ დაასახელა კონკრეტული მიმართულებები, რომელთა გარშემოც 25 თებერვლის შეხვედრაზე იმსჯელეს და რომელთა ჭრილშიც შეერთებული შტატები კვლავაც მზად არის დაეხმაროს და მხარში ამოუდგეს საქართველოს: „შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელთა მიზანია ქვეყნის განვითარება, ​დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე ეკონომიკის გაძლიერება, კანონის უზენაესობის კიდევ უფრო გამყარება და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია. საქართველოს პარლამენტი, მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის კონგრესთან ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობა ემსახურება პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, ეფექტიანობის გაზრდას. ამასთან დაკავშირებით ამერიკელ მეგობრებთან ვიმსჯელეთ საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გაღრმავების კონკრეტულ შესაძლებლობებზე. შევთანხმდით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გამყარდება".

 

ის, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები - ყოველმხრივ უჭერს მხარს საქართველოს, აშკარა და მისასალმებელია საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისთვისაც. თუმცა, როგორც კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, ამერიკელ კანონმდებლებს ნამდვილად არ ჰგონიათ, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის: „მათ, როგორც ჩვენს მთავარ პარტნიორებს, გააჩნიათ ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩვენც გვაღელვებს - კერძოდ, ქართულ დემოკრატიასთან მიმართებაში. მათ შორის, ჩვენ გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი „რუსთავი 2"-ის საქმეზე და ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, რომ კონგრესმენებს არ გააჩნიათ შეკითხვები ან კრიტიკა. პირიქით, მათ ჰქონდათ შეკითხვებიც და ჰქონდათ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც ნამდვილად არ იქნება მთავრობისთვის სასიამოვნო მოსასმენი „რუსთავი 2"-ის შემთხვევასთან დაკავშირებით... და მათ ჰქონდათ ასევე საკუთარი კრიტიკული პოზიციები სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც".

 

დემოკრატიული განვითარების გზაზე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გარდა, კონგრესმენებმა საპარლამენტო ოპოზიციასთან საგარეო გამოწვევებსა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზეც ილაპარაკეს. ამერიკელმა კონგრესმენებმა შეხვედრები გამართეს ასევე რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან.

 

„რადიო თავისუფლება“

 



თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up