კონგრესმენები პომპეოს: შემაშფოთებელია, საქართველოში უკანონო ფინანსური საქმიანობა

კონგრესმენები პომპეოს: შემაშფოთებელია, საქართველოში უკანონო ფინანსური საქმიანობა

access_time2020-05-16 11:50:21

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ. კონგრესმენები წერილში საქართველოში ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.


„გწერთ, რომ შეშფოთება გამოვხატოთ საქართველოში მმართველობის გაუარესებისა და  პოტენციურ უკანონო ფინანსური საქმიანობის შესახებ. განსაკუთრებით გვაწუხებს საქართველოს კავშირები ამერიკის მტრულად განწყობილ მეტოქეებსა და მტრებთან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს ბიზნეს და სტრატეგიულ ინტერესებთან.


ბოლო ერთი წლის განმავლობაში უცხოური ინვესტიცია საქართველოში თითქმის 50%-ით შემცირდა, ხოლო გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები გაიზარდა დასავლური ბიზნესისთვის“,-ნათქვამია წერილში.


ამავე წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოში კომპანია ფრონტერას მუშაობაში ხელი შეეშალა და მას ქვეყნიდან გაძევებით ემუქრებიან, წერილში ასევე საუბარია Conti Group-ზე, რომელიც როგორც წერილშია აღნიშნული ანაკლიის პორტთან დაკავშირებით იმავე პრობლემას წააწყდა.


„ამ საკითხებმა შეარყია შესაძლებლობა ამერიკული კომპანიებისა, იმისთვის, რომ გაღრმავებულიყო ურთიერთობა საქართველოსთან. ტეხასური კომპანია, Frontera Resources, საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი ინვესტორია ნავთობისა და გაზის სექტორში. ნავთობისა და გაზის აღმოჩენაში მათ 500 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია ჩადეს. ახლახანს Frontera რეგულაციებით და შეზღუდვებით მიზანში ამოიღეს და ახლა საქართველოს ხელისუფლებისგან შესაძლო კონფისკაციის წინაშე დგას. 2019 წელს სხვა ამერიკული კომპანია Conti group, რომელიც ანაკლიაში საპორტო ობიექტს აშენებდა ანალოგიურად გააგდეს, რის გამოც პროექტი შეჩერდა“, - აღნიშნულია კონგრესმენების წერილში.



წერილში ასევე ნათქვამია, რომ ქართული ბიზნესი უკვე წლებია გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს.


ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ბრიფინგს ამ საკითხებზე ითხოვენ:


  • საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ მეთაურობით, გარეულია ამერიკული ბიზნესის ქვეყნიდან შევიწროებაში. 
  • მსგავსი აქტივობები მოტივირებულია გეოპოლიტიკური მიზნებით, მათ შორის „ქართული ოცნების“ თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კავშირებით რუსეთის მთავრობასთან.


საქართველოში შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული საქმიანობა საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინეტერსს, მათ შორის:


  • პორტების მშენებლობიდან ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გამორიცხვას, რომლის მიზანია არ შემცირდეს რუსეთის გავლენა საქართველოზე
  •  ირანის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების აღსრულების ნაკლოვანებას, განსაკუთრებით კი საპორტო საქმიანობაში


საქართველო კავკასიაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და NATO-ს მნიშვნელოვანი მოკავშირეა. საქართველო ავღანეთის მისიაში გვეხმარება. ვაჭრობისთვის ქვეყანას მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილი უკავია. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ამერიკისთვის უმნიშვნელოვანესია, ეს კი საქართველოს თანამშრომლობას ავალდებულებს...ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ რესურსები, რომლებიც ამერიკის ეროვნული ინტერესის დასამტკიცებლად და დასაცავად გჭირდებათ“,-ნათქვამია წერილში.


წერილს ხელს სენატორები ტედ კრუზი, ჯონ კორნინი და კონგრესმენები, ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი აწერენ.

 

ფორმულა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up