კონგოს ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ იომბი-ოპანგო კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.კონგოს ყოფილი პრეზიდენტი პარიზში მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჟაკ იომბი-ოპანგო კონგო-ბრაზავილს 1977-1979 წლებში მართავდა. 1997 წლიდან კი საფრანგეთში, დევნილობაში იმყოფებოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge