LVMH იუველირული კომპანია Tiffany-ს ყიდვა შესაძლოა $17 მილიარდით მეტი დაუჯდეს

LVMH იუველირული კომპანია Tiffany-ს ყიდვა შესაძლოა $17 მილიარდით მეტი დაუჯდეს

access_time2019-11-08 22:30:10

ფუფუნების საგნების მწარმოებელმა LVMH-მა განაცხადა, რომ Tiffany & Co-ს 14,5 მილიარდ დოლარად იყიდის, მაგრამ ამერიკულ იუველირულ კომპანიას გარიგების ფასი არ მოსწონს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.


არსებული ინფორმაციით, Tiffany-ს დირექტორთა საბჭომ LVMH-ს დღევანდელი 120 დოლარიდან ფასის გაზრდა ერთ აქციაში 140 დოლარამდე შესთავაზა. ეს გარიგების ფასს თითქმის 17 მილიარდი დოლარით გაზრდის. Reuters-ის წყაროების ცნობით, LVMH-ი წინადადებაზე ფიქრობს.


LVMH-ის გადაწყვეტილების შესახებ ეყიდა Tiffany 14,5 მილიარდ დოლარად, პირველად 26 ოქტომბერს Bloomberg-მა დაწერა. 28 ოქტომბერს ორივე კომპანიამ ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა; Tiffany-მ Bloomberg-ის მიერ დასახელებული თანხაც დაადასტურა. ამ სიახლის ფონზე კომპანიის აქციები 30%-ით გაზარდა.



Tiffany & Co - ამერიკული იუველირული კომპანიაა, რომელიც 1837 წელს დაარსდა. ახლა მას 300-ზე მეტი მაღაზია აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიაში დაახლოებით 14 ათასი ადამიანი მუშაობს. Tiffany & Co ცნობილია ასევე 1961 წლის ფილმით „საუზმე ტიფანისთან“, რომელშიც მთავარ როლს ოდრი ჰეპბერნი ასრულებს.


კონცერნი LVMH 1987 წელს შეიქმნა და ფუფუნების საგნების ბაზარზე მსოფლიო ლიდერია. ის აერთიანებს ტანსაცმლის, კოსმეტიკის, იუველირული ნაწარმის და სხვა პროდუქტების 75 ბრენდს. LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო და მისი ოჯახი Forbes-ის თანახმად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მეოთხე ადგილზე არიან. მათი ქონება 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს.


imedinews.ge


თეგები:
LVMH Tiffany



სასამართლომ „ანას ბაღთან“ მშენებლობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

სასამართლომ „ანას ბაღთან“ მშენებლობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო
access_time2020-02-27 14:45:42
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე განჩინება გამოსცა. ამის შესახებ პირველ არხს ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ განუცხადა. ადვოკატის თქმით, სასამართლოში მოქალაქეები მშენებლობის ნებართვის ბათილობას​ მოითხოვენ. მისივე თქმით, საქმის განხილვის დასრულებამდე სასამართლოს გადაწყვეტილებით მშენებლობა შეჩერდება. ადვოკატმა სასამართლოს განჩინება თბილისის მერიაში...

თემურ მიქელაძე კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციებს იძლევა

თემურ მიქელაძე კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციებს იძლევა
access_time2020-02-27 14:00:54
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.საზოგადოებას პედიატრი თემურ მიქელაძე „კომერსანტის“ საშუალებით კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციას აძლევს.   „პირველი არ აყვეთ პანიკას. ერთ პაციენტთან დადასტურებული ვირუსი და ისიც მსუბუქი ფორმაში არ იძლევა გავრცელების მაღალი რისკის საშუალებას. მსოფლიო მასტაბით 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გვაქვს ერთეული შემთხვევა და ისიც იოლ ფორმებში.  80%-ის შემთხვევაში დაავადება...

ივა ჭყონია: „საკვები პროდუქტების დეფიციტი საქართველოში არ შეიქმნება“

ივა ჭყონია: „საკვები პროდუქტების დეფიციტი საქართველოში არ შეიქმნება“
access_time2020-02-27 13:05:43
გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. მას შემდეგ რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, მოსახლეობის ნაწილმა სუპერმარკეტებში პროდუქტების მომარაგება დაიწყო. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ იმარაგებენ საკვებ პროდუქტებს...

„PSP იმედოვნებს, რომ პირბადეებით ქსელი 2-3 დღეში, ხოლო ანსტისეპტიკური გელი დღის ბოლომდე შეივსება “

„PSP იმედოვნებს, რომ პირბადეებით ქსელი 2-3 დღეში, ხოლო ანსტისეპტიკური გელი დღის ბოლომდე შეივსება “
access_time2020-02-27 12:05:22
ფარმაცევტული კომპანიები პირბადეების და ანტისეპტიკური გელების შესყიდვებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებენ. როგორც „კომერსანტს“  PSP-ში განუცხადეს, მოლაპარაკებები  ერთი თვეა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და იმედს გამოთქვამენ, რომ 2-3 დღეში პირბადეებით ქსელები მომარაგდება. „ახლა მოლაპარაკების რეჟიმი მიმდინარეობს,ყოველდღიურ რეჟიმში მიდის პროცესი.რაც შეეხება ფასს, ბოლო დღემდე ჩვენთან ერთი ცალი პირბადე 15 თეთრი ღირდა და...

ჯანდაცვის სამინისტრო კომპანიებს პირბადეების მარაგების დროულად შევსების დავალებას აძლევს და მოუწოდებს, მათი რეალიზაცია „შესაბამის ფასში“ მოახდინოს

ჯანდაცვის სამინისტრო კომპანიებს პირბადეების მარაგების დროულად შევსების დავალებას აძლევს და მოუწოდებს, მათი რეალიზაცია „შესაბამის ფასში“ მოახდინოს
access_time2020-02-27 11:52:49
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მწარმოებლებსა და შემომტანებს პირბადეების მარაგების მყისიერად შევსება დაავალა.„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, როდის შეივსება ფარმაცევტულ ბაზარზე პირბადეების დეფიციტი, სამინისტროში პასუხი არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ დავალება უკვე გაცემულია. ამასთან, სამინისტრო მოუწოდებს კომპანიებს, პირბადებიის რეალიზაცია შესაბამისს ფასსში მოახდინონ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი...


მსგავსი სიახლეები

up