კომუნიკაციის გარეშე და დაჩქარებული წესით მსგავსი მნიშვნელობის კანონპროქტის განხილვა  - უწესობაა - კახა ოქრიაშვილი

კომუნიკაციის გარეშე და დაჩქარებული წესით მსგავსი მნიშვნელობის კანონპროქტის განხილვა - უწესობაა - კახა ოქრიაშვილი

access_time2020-06-24 18:00:43

„კომუნიკაციის გარეშე და ასე დაჩქარებული წესით მსგავსი მნიშვნელობის კანონპროექტის განხილვა - უწესობაა“, - ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ კანონპროექტს.


ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების რეგისტრაციის ვადის შესახებ კანონპროექტი მოამზადა. დოკუმენტის მიხედვით, საუბარია უცხოეთში რეგისტრირებული მედიკამენტების აღიარების პროცესზე, რომელსაც დღეს 7 დღე ესაჭიროება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მედიკამენტების რეგულირების შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებს, ახალი წამლის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე გაიზრდება. გარდა ამისა, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება.


„ფარმაცევტულ ბაზარზეც შეაქვთ ცვლილებები უცხოეთში რეგისტრირებული მედიკამენტების აღიარების პროცესზე, რომელსაც დღეს 7 დღე ესაჭიროება, რეგულირების შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებს შემდეგ, ახალი წამლის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე გაიზრდება. ფაქტია, რომ ბიზნესი უფრო სწრაფად მუშაობს ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურა, ამიტომ რა ჯობია ბიზნესი შენელდეს თუ სახელმწიფო სტრუქტურამ აუწყოს ფეხი? მგონი მეორე. თუმცა, ხანდახან არის შემთხვევები როდესაც 7 დღე მართლაც ცოტაა, მაგრამ ამაზე ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს და კომუნიკაცია უნდა იყოს.



მოვუწოდე ორივე მხარეს, რომ ამ კანონპროექტის მიღება დაჩქარებული წესით არ ყოფილიყო. გარდა ამისა, კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს არცერთ ასოციაციასთან, კლინიკასთან, ფარმაცევტულ კომპანიასთან არ ჰქონია. ეს კანონები იწერება იმისთვის, რომ ამ ხალხმა შეასრულოს და თუ ისინი წინასწარ არ ჩააყენეს საქმის კურსში, ძალიან ცუდია. კანონი არც ძალიან მკაცრი უნდა იყოს, რომ მისი დაცვა ვერავინ შეძლოს და არც ლიბერალური. გუშინ გვიან ღამით გამოგვიგზავნეს დოკუმენტი და გაცნობა ვერც მოვასწარით, აქამდე საერთოდ არაფერი ვიცოდით. ძალიან არასწორი მიდგომაა, როდესაც საუბრის გარეშე ერთპიროვნულად ხდება მსგავსი საკითხების გადაწყვეტა“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის კომიტეტისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია დაჩქარებული წესით ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტს განიხილავდა, საკითხის კენჭისყრა გადაიდო. დეპუტატების მთავარი უკმაყოფილება კანონპროექტის პარლამენტში განხილვამდე სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციების არარსებობამ გამოიწვია. მათი თქმით, კანონპროექტზე კენჭისყრის გამართვა კონსულტაციების გამართვის შემდეგ უფრო ლოგიკური იქნებოდა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up