კომუნიკაციების კომისიის ინოვაციურ პროექტ Sheamotsme.ge-ს 2019 წელს ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა

კომუნიკაციების კომისიის ინოვაციურ პროექტ Sheamotsme.ge-ს 2019 წელს ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა

access_time2020-06-10 16:55:38

კომუნიკაციების კომისიის ინტერნეტის ხარისხის კონტროლის ინოვაციურ პროექტს ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. Sheamotsme.ge-ის მომხმარებლების რაოდენობა 2020 წელსაც დინამიურად იზრდება. 2019 წელს sheamotsme.ge-ის საშუალებით ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე 38,623 აბონენტმა შეამოწმა, საიდანაც ინტერნეტის ხარვეზი 400 -ამდე აბონენტს დაუფიქსირდა, დღეს ყველა მათგანს ხარისხიანი და სწრაფი ინტერნეტი მიეწოდება.


2019 წელს კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის 24 საათიანი მექანიზმი - Sheamotsme.ge შექმნა. ინტერნეტის ხარისხისა და სიჩქარის კონტროლის მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით კომუნიკაციების კომისიამ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია განახორციელა. კამპანიის ფარგლებში სოციალურ მედიაში 6 ვიდეორგოლი განთავსდა. ვიდეორგოლები ჯამში 3,700,000-მა ინტერნეტ მომხმარებელმა ნახა. კამპანიის ფარგლებში, ინფორმაცია ვიდეოებთან ერთად, საინფორმაციო პოსტებითა და ბანერებით, სოციალური მედიის მეშვეობით, სულ 4,900,000-მა მომზმარებელმა მიიღო. კამპანიის შედეგად, ინტერნეტ მომხმარებლებმა უკვე იციან, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შევიდნენ sheamotsme.ge-ზე, შეამოწმონ ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში კი, ამავე ვებ-გვერდიდან მარტივად გამოგზავნონ საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში, რომელიც მათ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.



შეგახსენებთ, რომ 2019 წელს კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი - Sheamotsme.ge შექმნა, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს. ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაზომოს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. Sheamotsme.ge, როგორც მომხმარებელს, ასევე კომუნიკაციების კომისიას საშუალებას აძლევს 24 საათიან რეჟიმში დააკვირდეს, რამდენად იცავენ კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, კომუნიკაციების კომისია ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ, კანონით გათვალისწინებულ ზომებს ატარებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up