კომისიამ 2019 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც 2020 -ის გეგმაზეც არის საუბარი.
კომისიის გათვლებით, 2020 წელს 15.725 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებს, ნაცვლად 2019 წელს მიღებული 12.39 მილიონისა.
გაიზრდება რეგულირების საფასურიდან მიღებული შემოსავლები 8.69-დან 9.28 მილიონამდე. ხოლო რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური შემცირდება - 3.4 მლნ -დან 3.1 მლნ-მდე.
ხარჯების მკვეთრი ზრდაც არის ნავარაუდევი. თუ 2019 წელს 11.75 მლნ იყო ფაქტიური ხარჯი, წელს ეს მაჩვენებელი 15.7 მილიონს გადააჭარბებს. მათ შორის შრომის ანაზღაურებასა და სახელმწიფო ბიუჯეტის ანარიცხები 5.99 მლნ იქნება, ხოლო შრომის წახალისება კომისიასმ 1.08 მლნ დაუჯდება.
5 მილიონზე მეტი დაიხარჯება მედიაწიგნიერების პროექტისთვის. 2019 წელს ამ პროექტის ბიუჯეტი 2.41 მლნ იყო.
gbc.ge