კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ლიბერალური პოლიტიკის შედეგები და გამოწვევები GeoIGF 2020-ზე შეაჯამა

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ლიბერალური პოლიტიკის შედეგები და გამოწვევები GeoIGF 2020-ზე შეაჯამა

access_time2020-12-02 18:23:27

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ლიბერალური პოლიტიკის შედეგები და გამოწვევები GeoIGF 2020-ზე შეაჯამა, - ამის შესახებ ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი განცხადებით, კომისიის წარმომადგენლებმა საქართველოს ინტერნეტმმართველობის ვირტუალურ ფორუმზე სხვადასხვა თემატური სესიის ფარგლებში ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რა გამოწვევებია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და რა შესაძლებლობები აქვთ პოტენციურ MVNO-ებს მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილებით; ასევე, რა გეგმები აქვს კომუნიკაციების კომისიას ქვეყანაში 5G ტექნოლოგიის დანერგვის მიმართულებით და როგორია საქართველოს ზედა დონის დომენური სახელის .ge ზონის გამოწვევები.

საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი კომუნიკაციების კომისიის წევრმა, მერაბ ქათამაძემ მხარდამჭერ ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

„პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებას ქართულმა სატელეკომუნიკაციო სექტორმა თავი წარმატებით გაართვა. სახელმწიფო სტრუქტურების, სასწავლო დაწესებულებების, კერძო სექტორის დისტანციურად მუშაობა, ინფორმაციაზე წვდომის უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფა, სხვადასხვა აპლიკაციის, თუ ვებ-გვერდის საშუალებით მომსახურების მიღება - ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სფეროს ეფექტიანი ფუნქციონირება. პანდემიამ და იზოლაციის პირობებში ცხოვრებამ ჩვენი სფეროს მეტად განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროება კიდევ უფრო ნათელი გახადა. შესაბამისად, მისასალმებელია რომ წლევანდელი ფორუმის ფარგლებში ზუსტად ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული“, - განაცხადა მერაბ ქათამაძემ.

GeoIGF2020-ზე გამომსვლელებმა სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციისა და კონკურენციის გაძლიერების კუთხით კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილეს ყურადღება.


რა მექანიზმი აქვთ მშობლებს და როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან - კომუნიკაციების კომისიის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასევე ბავშვთა კოდექსისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

ფორუმის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიასა და მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციას (ICANN) შორის ურთიერთთანამშრომლობას ჩეყარა საფუძველი, რომელიც დომენურ სახელთა სისტემის (DNS) ეკოსისტემის განვითარებისა და ეროვნული დომენური სახელების (IDNs) პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მხარეები ერთობლივ პროექტებზე შეთანხმდნენ, რაც დომენურ სახელთა სისტემის დაცულობის გაძლიერებას, ინტერნეტის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და საქართველოში ინტერნეტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ინტერნეტმმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. დღეს ფორუმს 30-ზე მეტი წევრი ჰყავს. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC Georgia), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და კომუნიკაციების კომისია. ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია. წლევანდელი GeoIGF2020 ევროპის საბჭოს, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC), ICANN და RIPE NCC-ს მხარდაჭერით იმართება. ფორუმი ხელს უწყობს მონაწილე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას და უზრუნველყოფს ინტერნეტის მართვის პოლიტიკის შესახებ დიალოგსა და პოზიციების შეჯერებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up