კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი რეგულაციები მიიღო

კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი რეგულაციები მიიღო

access_time2021-04-20 22:30:00

კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას კომისია ავრცელებს.



„მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით მიღებული ახალი რეგლამენტი ყველა აბონენტს მისცემს საშუალებას, რომ ხარისხიანი და უსაფრთხო საკომუნიკაციო მომსახურეობა ჰქონდეს. ახალი რეგლამენტით მომხმარებელს ენიჭება არჩევანის სრული თავისუფლება თავად გადაწყვიტოს ვისგან შეიძინოს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობა მისთვის ხელსაყრელი საფასურით და პირობებით, რაზეც კომპანია უარს ვერ განაცხადებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია მოწყობილობის ქსელში ჩართვა.



ახალი რეგლამენტის მიხედვით, დეტალურად განისაზღვრა თუ რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს კომპანიამ აბონენტს მომსახურების ტარიფებთან დაკავშირებით, რათა მომხმარებლებმა ზუსტად იცოდნენ რისთვის ერიცხებათ საფასური. კომპანიებს ასევე ეკისრებათ ვალდებულება მომსახურების პირობის ცვლილების შესახებ მომხმარებელს 10 სამუშაო დღის ნაცვლად, ერთი თვით ადრე მიაწოდოს ინფორმაცია, რის შედეგადაც აბონენტს ექნება საკმარისი დრო, თუ შეცვლილი პირობები არ იქნება მისთვის მისაღები, შეცვალოს პროვაიდერი.



ახალი რეგლამენტით განისაზღვრა მომხმარებლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის პერიოდში გახდა. ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას დაეკისრა ვალდებულება, კომისიის მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე, უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის საქართველოში განთავსებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველ ვებ-გვერდებზე ხელმისაწვდომობა საგანგებო მდგომარეობის დროს, მაშინაც კი როცა მათ ინტერნეტ სერვისი გამორთული აქვთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების შედეგად მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა კომპანიასთან სააბონენტო ხელშეკრულება ოფისში მისვლის გარეშე გააფორმოს, რაც აბონენტს დამატებით კომფორტს შეუქმნის.



ახალი რეგულაციებით მომხმარებელს ასევე ენიჭება უფლება, რომ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის მიუხედავად მისთვის სასურველ დროს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, მაგალითად მაშინ თუ მომსახურეობით უკმაყოფილოა. ამ მიზნით, ვადიანი ხელშეკრულებებისთვის განისაზღვრება მოქმედების მაქსიმალური ვადა. ასევე, მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება ვალდებულება მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა მასთან დადოს სააბონენტო ხელშეკრულება 12 თვის ვადით.




რაც შეეხება პირველად ჩართვას, ცვლილებების მიხედვით კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მიმართვიდან ტექნიკური პირობების არსებობის შემთხვევაში 20 სამუშაო დღის ვადაში ან მომხმარებელთან შეთანხმებულ ვადაში ჩართოს ქსელში აბონენტი, ხოლო თუ კომპანიას არ შეუძლია ახალი აბონენტის აყვანა და ტექნიკურად ამისი რესურსი არ აქვს 10 სამუშაო დღეში უნდა აცნობოს ამის შესახებ მსურველს.



კიდევ ერთი პრობლემური საკითხი რომელსაც ახალი რეგლამენტი გადაჭრის მომხმარებლების თანხმობის გარეშე დამატებითი სერვისების გააქტიურებას ეხება. ბოლო პერიოდში აღნიშნული სერვისების თანხმობის გარეშე გააქტიურებას აბონენტების სერიოზული პროტესტი მოჰყვა, ცვლილებების შედეგად ვერცერთი კომპანია აბონენტს ახალ ფასიან პაკეტს მისი მიმართვის გარეშე ვერ გაუაქტიურებს.



ახალი რეგულაციით დადგინდა კომპანიის მიერ საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცედურები და საჩივრების აღრიცხვის წესი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას მომხმარებლების წინაშე.



ცვლილებების მიხედვით კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მომსახურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა მოკლე ტექსტური შეტყობინება, USSD, ვებ-გვერდზე მომსახურების პირობების ამსახველი ტექსტი, ონლაინ დახმარება, ცხელი ხაზი ან მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული სხვა საშუალება.



ახალი რეგულაციის შესაბამისად, კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს როუმინგული მომსახურების მიღების მსურველი პირისთვის უცხო ქვეყანაში ჩასვლამდე ფინანსური ლიმიტების შესახებ ინფორმირება. ცვლილების შესაბამისად, მომხმარებელთან შეთანხმებით დადგინდება სავალდებულო ფინანსური ლიმიტი, რომლის ამოწურვის შემთხვევაში მომსახურების მიწოდება შეწყდება და მომხმარებელს დამატებით დავალიანება არ დაერიცხება. შესაბამისად, მომხმარებელს ექნება მექანიზმი აკონტროლოს და თავიდან აიცილოს დამატებითი მომსახურების ხარჯი. მომხმარებელს ხარჯის კონტროლის მექანიზმი ექნება ასევე მობილური და ინტერნეტ მომსახურების მიღებისას, იმ შემთხვევაში თუ აბონენტს მომსახურების ლიმიტი, ბალანსი ან ვადა ეწურება, კომპანია ვალდებულია მას ინფორმაცია მიაწოდოს. ასევე, ცვლილებებით დგინდება მომხმარებლის როუმინგში ყოფნის დროს გაწეულ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვის წესი, რომლის თანახმად, მომხმარებელს მომსახურების საფასური უნდა დაერიცხოს უშუალოდ გაწეული მომსახურებისთვის.



ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი რეგლამენტის გაუმჯობესების მიზნით კომუნიკაციების კომისია ევროპელ ექსპერტებთან და ოპერატორებთან ერთად, ევროპული პრაქტიკისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით რამდენიმე თვე მუშაობდა. ახალი რეგულაციები 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება. ამასთან კომისია მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესების კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, ტელეკომ ოპერატორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up