კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“  ახალი სპეციალური  მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ ახალი სპეციალური მმართველი დანიშნა

access_time2021-04-15 17:50:00

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე თამარ ბოკუჩავამ შეცვალა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.


„ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მარიამ სულაბერიძემ, რომელიც ამავდროულად კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორია, კომუნიკაციების კომისიას მიმართა თხოვნით, გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან.



სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში კომპანია „ოუფენ ნეტმა" ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაცია დღეს გაიარა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის" 461 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტის თანახმად სპეციალური მმართველი არ შეიძლება იყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი სხვა კომპანიის დირექტორი. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა მარიამ სულაბერიძის განცხადების საფუძველი. მარიამ სულაბერიძე კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალურ მმართველად გასული წლის 1 ოქტომბერს დანიშნა.




„კავკასუს ონლაინის“ ახალი სპეციალური მმართველის პოზიცია თამარ ბოკუჩავამ დაიკავა. ბოკუჩავას სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება აქვს. ის 2017 წლიდან კომუნიკაციების კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. თამარ ბოკუჩავას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი სტრატეგიული ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით (SHRM) ვოლონგონგის უნივერსიტეტში, დუბაიში. ასევე ის თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების, მეცნიერების ფაკულტეტის შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის დოქტორანტია. თამარ ბოკუჩავას, საჯარო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. 2009-2011 წლებში ის თსუ-ს შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულების ასისტენტ პროფესორი იყო; დღემდე იგი თსუ-ს მოწვეული პედაგოგია და კითხულობს ლექციებს.



კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანია კანონდარღვევით გასხვისებულ წილებს პირვანდელ მდგომარეობაში არ დააბრუნებს. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონის აღსრულების მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულა და ერთი წლის განმავლობაში 6 სანქციის მიუხედავად კომპანიამ კანონი არ აღასრულა.



კანონის თანახმად, სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის წინაშეა. მმართველს აქვს უფლება განახორციელოს დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს და პარტნიორთა კრების უფლებამოსილებები, ამასთან ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს მმართველთან. მმართველი ასევე უფლებამოსილია, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში „კავკასუს ონლაინის“ მიერ განხორციელებული ქმედება, ან დადებული გარიგება და მისი ბათილობა მოითხოვოს, თუ აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“
access_time2021-05-14 17:00:56
,,კარგი მოვლის შემთხვევაში, 1 ჰექტრიდან 8-9 ათასი დოლარის შემოსავლის მიღება არის შესაძლებელი“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,ქართული ზეთისხილის დამფუძნებელმა და მსოფლიო ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა.   გიორგი სვანიძის თქმით, წელს გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ გაზრდილ მოსავალს ელოდებიან, ქართული ზეთისხილი კი რუსეთსა და ნიდერლანდებშიც გაიყიდება.   ,,წელს, საკმაოდ კარგი მოლოდინი გვაქვს მოსავლის კუთხით. დაახლოებით 2-ჯერ მეტს...

Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ

Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ
access_time2021-05-14 20:00:23
აშშ-ს საელჩომ მოსკოვში რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. რუსები, რომლებსაც შტატებში ბიზნესისთვის ან სასწავლებლად წასვლა სურთ, ვიზების მიღება მესამე ქვეყნებში შეუძლიათ.   საკონსულო მომსახურეობის შეჩერება - ვაშინგტონს და მოსკოვს შორის სანქციების გაცვლის შედეგებია - პრინციპი „თვალი თვალის წილ“ დიპლომატიაშიც მოქმედებს.   ამერიკა უფრო შორს წავიდა და მოსკოვში თავის საელჩოში რუსეთის მოქალაქეების დასაქმება აკრძალა, რაც...


მსგავსი სიახლეები

up