კომუნიკაციების კომისია სრულად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა

კომუნიკაციების კომისია სრულად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა

access_time2020-03-23 12:25:12

კომუნიკაციების კომისია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო რეჟიმიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისია ითვალისწინებს, კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთვრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს და სრულად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის. კომისიისთვის მნიშვნელოვანია დაიცვას, როგორც საკუთარი თანამშრომლების, ისე მთლიანად ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. სწორედ ამ მიზნით, კომისიამ უკვე გაატარა შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებები და ონლაინ რეჟიმში სამუშაოდ მზადაა.


ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უკვე ათობით სახელმწიფო თუ კერძო უწყება გადავიდა მუშაობის ონლაინ რეჟიმზე, რაც კომისიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა ფაქტია. ონლაინ რეჟიმზე გადასვლა შეუძლებელი იქნებოდა მაღალგანვითარებული სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და პლატფორმების არსებობის გარეშე, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ საქართველო ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ქვეყნების რიგებშია.


იმისთვის, რომ სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარების პროცესი არ შეფერხდეს, კომუნიკაციების კომისიამ სრულფასოვანი მუშაობისთვის ყველა საჭირო ტექნიკური პროცესი გამართა. კერძოდ, კომისიის სხდომებს, შეხვედრებსა და კონფერენციებს ონლაინ რეჟიმში ჩატარებისთვის კომისიამ ZOOM-ის - ონლაინ კონფერენციის სისტემა დანერგა. ZOOM-ის ვიდეო კონფერენციის სისტემის საშუალებით, სხდომაში მონაწილე მხარეებს, აქვთ შესაძლებლობა როგორც კომპიუტერით, ასევე სმარტფონითა და ტაბლეტის გამოყენებით, დაესწრონ კომისიის სხდომას და ჩაერთონ პროცესში.


კომუნიკაციების კომისიამ მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა კომპანიას გაუგზავნა შეტყობინება და მისცა დეტალური ინსტრუქცია, როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა ონლაინ სხდომებში. გარდა სხდომაზე დასწრებისა, უზრუნველყოფილია კომისიის ვებ-გვერდსა და YOUTUBE გვერდზე სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლაცია.



ონლაინ სხდომების გარდა, კომისიამ სრულფასოვნად მუშაობისთვის მოახდინა ტექნიკური გადაიარაღება და ყველა თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად იმუშაობს, ჩაატაროს ონლაინ კონფერენციები და შეხვედრები. ასევე, ვირტუალური დაცული ქსელის - VPN კავშირის მეშვეობით, თანამშრომლებს სახლიდან გაუსვლელად ექნებათ შეუზღუდავი წვდომა კომისიის შიდა რესურსებთან, რაც შეუფერხებელ დისტანციურ მუშაობას უზრუნველყოფს.


ასევე, დისტანციურად მუშაობის პერიოდში, კომისიის ოფისის ნომრებზე დარეკვისას მოქალქე პირდაპირ დაუკავშირდება კომისიის შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელს, სისტემა ავტომატურად მოახდენს მათ გადართვას.


საზოგადოება დისტანციურად მუშაობის პერიოდში, კომუნიკაციების კომისიასთან შეუფერხებლად მოახდენს კომუნიკაციას, როგორც ვებ-გვერდის, ისე სოციალური ქსელებისა და ტელეფონის მეშვეობით. ამავე პერიოდში, წერილებისა და საჩივრების გამოგზავნა, როგორც მომხმარებლებს, ისე ავტორიზებულ პირებს ნებისმიერი ონლაინ პლატფორმის (ვებ-გვერდი - WWW.GNCC.GE, სოციალური ქსელი-https://www.facebook.com/gnccge/, ელექტრონული ფოსტა - post@gncc.ge) საშუალებით შეუძლიათ.


ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“-ნათქვამია განცხადებაში. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up