კომუნიკაციების კომისია - სიტყვის თავისუფლების სახელით უხამსობისა და გინების ტირაჟირება, სწორედ გამოხატვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის შეზღუდვისკენ მიმართული ქმედებაა

კომუნიკაციების კომისია - სიტყვის თავისუფლების სახელით უხამსობისა და გინების ტირაჟირება, სწორედ გამოხატვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის შეზღუდვისკენ მიმართული ქმედებაა

access_time2020-12-12 12:10:11

სიტყვის თავისუფლების სახელით უხამსობისა და გინების ტირაჟირება, სწორედ გამოხატვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის შეზღუდვისკენ მიმართული ქმედებაა, – ამის შესახებ აცხადებენ საქართველოს კომუნიკაციების კომისიაში.

„არასამთავრობო სექტორის ნაწილი მაუწყებლების მიერ ეთერში უხამსობისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას გამოხატვის თავისუფლებად აფასებს, უფრო მეტიც, მათი განცხადებით გინებისა და უხამსობის რეგულირების შემთხვევაში ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. ამასთან ისინი საქართველოს კანონმდებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ, რამაც შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ცალსახად აღვნიშნავთ, რომ 7 დეკემბრის განცხადების გავრცელებით კომუნიკაციების კომისია მიზნად ისახავს, შეასრულოს კანონი და თავისი ვალდებულება, დაიცვას საზოგადოება უხამსობისა და გინების შემცველი გადაცემებისგან, რომელიც კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად ქართული მედიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა“, – აცხადებენ კომისიაში.

მათივე ინფორმაციით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა მთელ ევროპაში, ვინაიდან ქვეყანაში ყველაზე ლიბერალური მედიაპოლიტიკაა, სიტყვის თავისუფლება ჩვენი ქვეყნის მთავარი მონაპოვარია, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება.

„რაც შეეხება უხამსობასა და გინებას მას არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან, ვინაიდან მაუწყებლების მიერ ეთერში გინებისა და უხამსობის შემცველი გადაცემები თესავს აგრესიას, აღვივებს სიძულვილს, იწვევს საზოგადოების დაპირისპირებას, აღრმავებს ესკალაციას განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეებს შორის, ლახავს ადამიანის ღირსებას და ზიანს აყენებს მათ.

უფრო მეტიც, ყველას კარგად გვესმის, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ფუნდამენტია, სახელმწიფო ვერ განვითარდება, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გარეშე. ცხადია, რომ გამოხატვის თავისუფლება განსაზღვრავს ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიულობის ხარისხს. თუმცა გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს და იცავს გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავე დროს ითვალისწინებს უფლების შეზღუდვის საფუძვლებსაც, მათ შორის ისეთ ლეგიტიმურ შემთხვევებში, როდესაც გამოხატვის თავისუფლება კვეთს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ადამიანის უფლების დარღვევას შორის. ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების ზღვარი სწორედ მაუწყებლის მიერ უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსებასთან გაავლო.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უხამსობა არის ისეთი ქმედება (მათ შორის განცხადება ან მოწოდება), რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. იმ პირობებში, როდესაც უხამსობის გამოყენება არ არის კონტექსტით საჭირო და არანაირი ინფორმაციული ღირებულება არ გააჩნია, მისი გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის დამცირებას, სხვადასხვა ნიშნით (მათ შორის, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური, სექსუალური ორიენტაციის, თუ სხვა) დისკრიმინაციას ემსახურებოდეს. უხამსობის მიზანი ასევე შეიძლება იყოს განსხვავებული აზრის ადამიანებში შიშის დათესვა, ან მათ მიერ საკუთარი მოსაზრების გამოხატვისგან თავშეკავება, რაც საბოლოო ჯამში არათუ ხელს უწყობს გამოხატვის თავისუფლებას, არამედ პირიქით ახშობს ყოველგვარ განსხვავებულ აზრს, იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას და ახდენს საზოგადოების ცალკეული ჯგუფებისა თუ ინდივიდების სტიგმატიზაციას, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების დემოკრატიულ და თავისუფალ განვითარებას. ამ თვალსაზრისით უხამსობა წარმოადგენს არა გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას, არამედ მისი შეზღუდვის ინსტრუმენტს.


შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა მაუწყებლებს, არ განათავსონ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემები, რათა არ დაირღვეს კანონი და ადამიანის ძირითადი უფლებები, კერძოდ, არ მოხდეს საზოგადოებაში აგრესიის, სიძულვილისა და დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავება. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებულია არასამთავრობოების ბრალდება, თითქოსდა კომუნიკაციების კომისია ითავსებს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქციას და უხამსობის შემცველ გადაცემებზე რეაგირებით ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას“, – აცხადებენ კომისიაში.

მათივე განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მკაფიოდ არის გამიჯნული თვითრეგულირებისა და რეგულირების ფუნქციები.

„რეგულირების საჭიროება კი სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც თვითრეგულირების ორგანოები არაეფექტურად მუშაობენ, რითაც აჩენენ ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხეს, ან აზიანებენ მნიშვნელოვან კერძო და საჯარო ინტერესებს. უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსებაზე რეაგირება განეკუთვნება კომისიის მარეგულირებელ ფუნქციებს, სწორედ ისეთ შემთხვევებში როდესაც თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტურია.

კომუნიკაციების კომისიის, როგორც მაუწყებლობის სფეროს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მანდატი გამომდინარეობს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონიდან. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებას, განიხილოს მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის საკითხი და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 71-ე მუხლით დააკისროს მას შესაბამისი პასუხისმგებლობა. ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით იკრძალება მაუწყებლის მიერ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. ხსენებულ დარღვევაზე სამართლებრივ რეაგირებას 2009 წლამდე ზღუდავდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი და 59 პრიმა მუხლი. აღნიშნული დებულებები საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად ცნო იმ ნაწილში, „რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ .(იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტები.)

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ ნორმები ძალადაკარგულია მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის ნაწილში. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ საქართველოს პარლამენტს არ შემოუღია ანალოგიური შეზღუდვა მაუწყებლის მიერ უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსების საკითხის კომუნიკაციების კომისიაში განხილვის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეისათვის ამგვარი საკანონმდებლო შეზღუდვა აღარ მოქმედებს და კანონის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას, როგორც მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელ ორგანოს არა მხოლოდ უფლებამოსილება, არამედ – ვალდებულებაც კი აქვს, მოახდინოს რეაგირება უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ალოგიკური იქნებოდა, სტანდარტის მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევებზე გავრცელება და იმის მტკიცება, რომ საკითხის ჯერ მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელ ორგანოში – კომისიაში და შემდგომ სასამართლოში განხილვა შეეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების მოთხოვნებს.

ამასთან, კომისიას ასეთი უფლებამოსილება აქვს არა იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილებები გადის სასამართლო კონტროლს, არამედ იმიტომ, რომ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი. კომისიის 7 დეკემბრის განცხადებაში სასამართლო კონტროლზე მითითება იყო იმ კონტექსტში, რომ სასამართლო კონტროლის გათვალისწინებით კომისიაზეც თანაბრად ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ადამიანის ძირითადი უფლებების დამრღვევი უხამსობის ეთერში განთავსებაზე სამართლებრივი რეაგირება არ არღვევს გამოხატვის თავისუფლებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებაში ასევე არასწორი კონტექსტით არის გამოყენებული საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება, საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ეხება არა მაუწყებლების მიერ ეთერში გადაცემულ პროგრამებს, არამედ ინტერნეტში შეურაცხმყოფელი მასალის განთავსებას. მაუწყებლობის ნაწილში გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება დადგენილია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ იკრძალება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. რაც შეეხება უხამსობის შემცველი პროგრამის განთავსებაზე სამართლებრივ რეაგირებას იგი არა გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების თაობაზე კანონმდებლობის შემოღებაა, არამედ – მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის აღსრულება, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით კომისიის ექსკლუზიური კომპეტენციაა“, – აცხადებენ კომისიაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up