კომუნიკაციების კომისია: რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს კომუნიკაციების კომისია მსმენელებს ჰკითხავს

კომუნიკაციების კომისია: რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს კომუნიკაციების კომისია მსმენელებს ჰკითხავს

access_time2021-04-22 16:00:00

კომუნიკაციების კომისია რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საზოგადოებრივი აზრის კვლევას ჩაატარებს. ინფორმაციას კომისია ავრცელებს.


„კვლევის ჩატარების მიზანია, რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გაცემა, რადიო მსმენელების მოთხოვნებისა და პრიორიტეტების შესაბამისად მოხდეს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების მიზნით კომუნიკაციების კომისიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. კვლევის საფუძველზე კომუნიკაციების კომისია რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ორი წლის ვადით განსაზღვრავს და ლიცენზიებზე კონკურსს სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადებს.



საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში ცნობილი გახდება, თუ რომელი თემატიკის და ჟანრის გადაცემებს ანიჭებენ უპირატესობას მსმენელები, რომელი გადაცემების დეფიციტს განიცდის საზოგადოება სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონაში, რომელი რადიომაუწყებლობის დამატების საჭიროებაა ქართულ რადიო სივრცეში და ასევე, როგორია ადგილობრივი მოსახლეობისთვის რადიოებზე ხელმისაწვდომობა, რაოდენობა და მათი დაფარვის ხარისხი.




საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და რესპოდენტთა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა საქართველოს 14 რეგიონში ჩატარდება, მათ შორის თბილისში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სტეფანწმინდაში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, სვანეთში, გურიასა და აჭარაში. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ გასულ თვეს „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ" ახალი დადგენილება მიიღო, რომელიც კერძო საეთერო რადიომაუწყებლების სამაუწყებლო არეალის გაფართოებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - რადიომაუწყებლობის ბაზარზე ახალი მაუწყებლების შემოსვლას შეუწყობს ხელს.



საზოგადოებრივ აზრის კვლევაში ასახული უნდა იყოს საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა როგორც კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის თემატიკისადმი, ისე კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე და რეგიონულ (ადგილობრივ) რადიოს არსებობაზე, რომელიც აქცენტირებული იქნება ადგილობრივი ამბების გაშუქებით.



შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს, რის შემდეგაც ახალი ზონების მიხედვით განახლებული თავისუფალი სიხშირული რესურსი გამოქვეყნდება და კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად შესაბამისი კონკურსები გამოცხადდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up