კომუნიკაციების კომისია: ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს, სტატია არასწორ ფაქტებს და შეცდომაში შემყვან დასკვნებს შეიცავს

კომუნიკაციების კომისია: ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს, სტატია არასწორ ფაქტებს და შეცდომაში შემყვან დასკვნებს შეიცავს

access_time2020-07-22 10:46:11

კომუნიკაციების კომისია შეშფოთებას გამოთქვამს ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ მედიას და „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს ეხება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, 20 ივლისს გამოქვეყნებული სტატია სათაურით - „ქართულ მედიაზე წინასაარჩევნოდ გაძლიერებული ზეწოლა“, არასწორ ფაქტებს და მათზე დაყრდნობით გაკეთებულ შეცდომაში შემყვან დასკვნებს შეიცავს. სტატიის თანახმად, „საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესწორება, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებას“.

 

„კომისია გამოთქვამს წუხილს, რომ ისეთმა ავტორიტეტულმა და საპატივცემულო საერთაშორისო ორგანიზაციამ, როგორიც არის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ფაქტების შესწავლისა და გადამოწმების გარეშე საქართველოში არსებულ მედია გარემოსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე ნაჩქარევი, საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გაავრცელა.

 

კომუნიკაციების კომისიამ, საკანონმდებლო უწყებამ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს არაფერი ჰქონდა საერთო მედიასთან და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან. აღნიშნული დასტურდება თავად კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომლიც 17 ივლისს გამოქვეყნდა და, დაინტერესების შემთხვევაში, ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.

 


კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ცვლილებები არ ეხება არცერთი ტიპის მაუწყებელს, მათ შორის არც მულტიპლექს პლატფორმის ოპერატორს. უფრო მეტიც, ცვლილებები შეეხება ელექტრონული კომუნიკაციების (და არა მაუწყებლობის) სფეროში მოქმედ არა ყველა ავტორიზებულ პირს, არამედ მხოლოდ ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიებს (SMP) და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ მათ მდგომარეობას და ერთი წლის განმავლობაში კანონმდებლობის დენად, კონკურენციის შემზღუდავ დარღვევაზე ოთხჯერ სანქცირების შემდეგაც არ შეასრულებენ ისეთ სპეციფიურ ვალდებულებას, როგორიცა: ა) დაშვების ვალდებულება; ბ) სატარიფო ვალდებულება; გ) კომპანიის, მისი წილების/აქტივების გასხვისება სახელმწიფოს წინასწარი თანხმობის გარეშე.

შეუძლებელია, რომ ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურის და კონკურენციის დაცვის მიზნით გადადგმულმა „ამ ნაბიჯებმა საფრთხე შეუქმნას მედიის დამოუკიდებლობას და პლურალიზმს“, როგორც ამას გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ.

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ დარწმუნებული ვართ კარგად იცის, რომ საქართველოში არსებული მედია პოლიტიკა არის ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური როგორც კანონმდებლობის, ისე მისი აღსრულების თვალსაზრისით. დღეს მედია სრულიად არის დერეგულირებული, არ არსებობს არცერთი რეგულაცია, რომელიც მის სარედაქციო პოლიტიკაში, ან მის მიერ ნაწარმოებ კონტენტში ჩარევასთან იქნება დაკავშირებული. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, გაუქმებულია ლიცენზირების სისტემა, ტელემაუწყებლობის დაწყება ნებისმიერ პირს მარტივი ავტორიზაციით მაქსიმუმ 10 დღეში შეუძლია. დღეს ქვეყანაში გვაქვს 100-ზე მეტი ტელე და 40-ზე მეტი რადიო სამაუწყებლო არხი და პლურალისტული მედია გარემო.

 

თავად ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშების მიხედვით, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი ყოველწლიურად იზრდება: 2012 წელს ქვეყანა 104-ე ადგილზე იყო, ხოლო 2019 წლის მონაცემებით მე-60 ადგილზეა; 2012 წლიდან, საქართველო მედიის თავისუფლების კუთხით 44 საფეხურით დაწინაურდა და ეს სწორედ იმ ლიბერალური სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია, რომელიც ქვეყანაში მედიასთან დაკავშირებით არსებობს.

 

კიდევ ერთი თემა, რომელზეც სტატიაშია საუბარი მედიაკრიტიკის ვებ-პლატფორმას ეხება, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ცალკეული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებზე დაყრდნობით, რაც არ ასახავს რეალობას. სტატიაში არაფერია ნათქვამი ვებ-პლატფორმის რეალურ მიზნებსა და სიკეთეებზე. www.mediaciritc.ge, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშესაწყობად შექმნა, მოწოდებულია საზოგადოებას პროფესიული და კვალიფიციური, მიუკერძოებელი მედიაკრიტიკა შესთავაზოს კრიტიკული აზროვნების განვითარების და, საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების მიზნით.

 

კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედია პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებისთვის, კატეგორიულად მიუღებელია მცდარ, გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციისა და შეფასებების გავრცელება, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ქვეყნის იმიჯს და შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება. აქედან გამომდინარე, მივმართავთ ორგანიზაციას „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ თავად გადაამოწმოს ზემოთ მოყვანილი ფაქტები, მხოლოდ ამის შემდგომ გააკეთოს შეფასებები და რეალური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას საქართველოში არსებულ მედია გარემოზე“ - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრტცელებულ ინფორმაციაში.

 





ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up