კომუნიკაციების კომისია მობილურ კომპანიებს ყალბი სმს-ების შეზღუდვას თხოვს

კომუნიკაციების კომისია მობილურ კომპანიებს ყალბი სმს-ების შეზღუდვას თხოვს

access_time2020-03-16 23:46:32

კომუნიკაციების კომისია მიმართავს ყველა მობილურ ოპერატორს არ დაუშვან კორონა ვირუსთან დაკავშირებით მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი სმს შეტყობინებების გავრცელება.  ამ მიზნით კომუნიკაციების კომისიამ უკვე დაავალა მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა ავტორიზებულ პირს უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ. კერძოდ, კომისიამ  ყველა ავტორიზებულ პირს მისცა მითითება დაუყონებლივ  შეუზღუდონ სმს  (A2P)  შეტყობინებების გავრცელება არაავტორიზებულ პირებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ მობილური ოპერატორების სერვისით და საზოგადოებას შეცდომაში შემყვან ინფორმაციას აწვდიან.

 

დღეს, 16 მარტს, საქართველოს მთავრობამ კორონა ვირუსთან დაკავშირებით  გაუგზავნა მთელი საქართველოს მოსახლეობას რეკომენდაციები და ინფორმაცია შემდეგი  შეტყობინებების სახით: „MTAVROBA: დაიცავთ პირადი ჰიგიენა, აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან, განსაკუთრებით სიფრთხილე მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია, საჭიროებისას დაიცავით თვითიზოლაციის წესები, მაღალი სიცხისას და ხველებისას მიმართეთ ექიმს.

გისურვებთ ჯანმრთელობას. www.stopcov.ge www.moh.gov.ge, გადაუდებელი დახმარება 112." აღნიშნული სმს გაგზავნით ბოროტად ისარგებლეს დაინტერესებულმა პირებმა და ამ სმს გავრცელებიდან, დაახლოებით 2 საათში ადგილი ჰქონდა ორი ყალბი სმს შეტყობინების გავრცელებას. დაინტერესებული პირების მიერ მოხდა მთავრობის სახელით ფეიკ შეტყობინების გავრცელება, ოდნავ მოგვიანებით კი, ანალოგიურად ყალბი  შეტყობინება გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს სახელით. სმს-ების გამავრცელებლის მიზანს საზოგადოების კიდევ უფრო დაძაბვა და მათი შეცდომაში შეყვანა წარმოადგენდა.


 

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია მობილურმა კომპანიებმა  მოახდინონ უსწრაფესი რეაგირება, რათა აღიკვეთოს  შეცდომაში შემყვანი შეტყობინებებისა და არასათანადო სოციალური რეკლამების გავრცელება. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირების მიერ არ მოხდება შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა, კომუნიკაციების კომისია მისი რეგულირების სფეროში შემავალი კომპანიების მიმართ, კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ზომებს გაატარებს და საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციას შეუჩერებს  მათ.

თემის მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მხოლოდ სწორი და ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიეწოდებოდეს, რათა არ მოხდეს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა. აქედან გამომდინარე, კომისია ავალებს მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა კომპანიას, რომ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ინფორმაცია და რეკომენდაციები საზოგადოებას მხოლოდ ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით მიაწოდონ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up